პირადი მონაცემების დაცვა ინტერპოლის ფაილების კონტროლის კომისიაში(CCF)

ჩვენ ვიცავთ კლიენტთა პერსონალურ მონაცემებს საერთაშორისო დონეზე

ფაილების კონტროლის კომისიის როლი პერსონალურ მონაცემთა დაცვაში

მონაცემთა დამუშავების კანონიერების სადარაჯოზე

კრიმინალური პოლიციის საერთაშორისო ორგანიზაციის საქმიანობა ტრანსნაციონალური და ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით პირდაპირ უკავშირდება ადამიანის პირადი მონაცემების მასობრივ დამუშავებას გლობალურ დონეზე.

აღსანიშნავია, რომ ინტერპოლი, ერთი მხრივ, მართავს 19 მონაცემთა ბაზას, მეორე მხრივ კი, ფერადკოდირებული და დიფუზიური ცნობების გზით ელვის სისწრაფით ავრცელებს  პერსონალურ მონაცემებს მუდმივმოქმედ I-24/7 გლობალურ ქსელში, რაც უზრუნველყოფს მათს ცირკულირებას 196 ქვეყანაში.

სად გადის ზღვარი გლობალურ უსაფრთხოებასა და პიროვნების პირადი მონაცემების ხელშეუხებლობას შორის? – იგი განისაზღვრება ინტერპოლის კონსტიტუციითა და მონაცემთა დამუშავების წესებით(RPD), რომელიც ზღუდავს მონაცემთა არამართლზომიერ დამუშავებას

ამის გათვალისწინებით, ორგანიზაციის სისტემაში მოქმედებს დამოუკიდებელი ორგანოინტერპოლის ფაილების კონტროლის კომისია(CCF), რომელიც კონტროლს უწევს პიროვნებასთან დაკავშირებული მონაცემების დამუშავების კანონიერებას ინტერპოლის საინფორმაციო სისტემაში და, ამ მხრივ, განიხილავს მონაცემების სუბიექტთა განაცხადებს.

ინტერპოლი - ლოგო

როგორ ამუშავებს ინტერპოლი პირად მონაცემებს გლობალურ დონეზე?

ინტერპოლის საინფორმაციო სისტემაში არსებობს მონაცემთა დამუშავების სამი გზა:

მონაცემთა ბაზები

ინტერპოლი მართავს 19 გლობალურ მონაცემთა ბაზას, მათ შორის, ისეთებს, რომელიც ადამიანთა პირად მონაცემებს ინახავს და ხელმისაწვდომს ხდის სამართალდამცავებისთვის.

ცირკულარები და დიფუზიები

გარდა ამისა, ორგანიზაციას აქვს ფერადკოდირებული შეტყობინებები და დიფუზიები, რომელთა მეშვეობითაც პირადი მონაცემები 196 ქვეყანაში ცირკულირებს.

საკომუნიკაციო ქსელები

და ბოლოს - იგი ფლობს რამდენიმე გლობალურ ინფორმაციის მიმოცვლის ქსელს, როგორიცაა, მაგალითად, დნმ-ის მიმოცვლის DNA-Gateway არხი და I-24/7 გლობალური საკომუნიკაციო ქსელი.

მონაცემთა ბაზები

ინტერპოლი მართავს 19 გლობალურ მონაცემთა ბაზას, მათ შორის, ისეთებს, რომელიც ადამიანთა პირად მონაცემებს ინახავს და ხელმისაწვდომს ხდის სამართალდამცავებისთვის.

ცირკულარები და დიფუზიები

გარდა ამისა, ორგანიზაციას აქვს ფერადკოდირებული შეტყობინებები და დიფუზიები, რომელთა მეშვეობითაც პირადი მონაცემები 196 ქვეყანაში ცირკულირებს.

საკომუნიკაციო ქსელები

და ბოლოს - იგი ფლობს რამდენიმე გლობალურ ინფორმაციის მიმოცვლის ქსელს, როგორიცაა, მაგალითად, დნმ-ის მიმოცვლის DNA-Gateway არხი და I-24/7 გლობალური საკომუნიკაციო ქსელი.

მონაცემთა ბაზები და საკომუნიკაციო ქსელები

ქვემოთ მოცემულია იმ მონაცემთა ბაზებისა და საკომუნიკაციო ქსელების არასრული ჩამონათვალი, რომლითაც ინტერპოლი ადამიანთა პირად მონაცემებს გლობალურ დონეზე ამუშავებს.

ფერადკოდირებული ცნობები და დიფუზიები

კრიმინალური პოლიციის საერთაშორისო ორგანიზაცია წევრ სახელმწიფოებს შორის განგაშის სიგნალის გასავრცელებლად იყენებს დიფუზიურ და ფერადკოდირებულ ცნობებს, კერძოდ: 

საერთაშორისო ძებნის გამოცხადება ინტერპოლის წითელი ცირკულარით

თუ ინტერპოლის წევრი ქვეყანა, საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლო ან ტრიბუნალი გადაწყვეტს მიმალვაში მყოფი პირის ძებნას საერთაშორისო დონეზე, ის ინტერპოლის ცენტრალური ეროვნული ბიუროს მეშვეობით მიმართავს გენერალურ სამდივნოს წითელი ცირკულარის ამოქმედების მოთხოვნით. 

ამ მომენტიდან გენერალური სამდივნო ამოწმებს ფერადკოდირებული ცნობის გამოცემის ფორმალურსამართლებრივ საფუძვლებს და იღებს შესაბამის გადაწყვეტილებას. 

წითელი ცნობის გამოცემის შემთხვევაში, ძებნილი პირის მონაცემები ხვდება ინტერპოლის კრიმინალური ინფორმაციის სისტემაში და მუდმივმოქმედი I-24/7 საკომუნიკაციო ქსელის მეშვეობით დაუყოვნებლივ იწყებს ცირკულირებას 196 წევრ ქვეყანაში.

რა შედეგებს უკავშირდება წითელი ცნობის ცირკულირება?

საერთაშორისო ძებნის კრიტიკული ასპექტები

წითელი ფერადკოდირებული ცნობით ინტერპოლი განგაშის სიგნალს უგზავნის 195 წევრ ქვეყანას და ატყობინებს, რომ იძებნება კონკრეტული პირი და ის ბრალდებულია/მსჯავრდებულია კონკრეტული დანაშაულის ჩადენაში. ცნობას თან ახლავს ინფორმაცია მისი ბოლო ადგილსამყოფელის შესახებ, დაბადების თარიღი, ფოტოსურათი, სხვა ბიომეტრიული მონაცემები და საქმის მოკლე აღწერა. ამის გათვალისწინებით, წითელი ცირკულარის ამოქმედება იწვევს მთელ რიგ პრობლემებს, სახელდობრ:

გადაადგილების შეზღუდვა

ძებნილი პირისთვის პრაქტიკულად შეუძლებელი ხდება ნებისმიერი ქვეყნის საჰაერო, საზღვაო თუ სახმელეთო საზღვრის ლეგალურად კვეთა, რადგან მათი საბუთები ინტერპოლის მონაცემთა ბაზაში მოწმდება.

ქვეყანაში ბინადრობის პრობლემა

აეროპორტები, პორტები თუ სამანქანო გამშვები პუნქტები არეგისტრირებს ყველა იმ პირს, რომელიც საზღვარს კვეთს და ქვეყანაში შემოდის, რაც ძებნილი პირის მიკვლევადობას მნიშვნელოვნად ამარტივებს.

დაკავება და ექსტრადიცია

და ბოლოს - ძებნილი პირის აღმოჩენის შემთხვევაში, მას პოლიცია დააკავებს და დაიწყება მის მიმართ საექსტრადიციო პროცედურები ეროვნული კანონმდებლობის ან/და რომის წესდების შესაბამისად.

ინტერპოლის გენერალური სამდივნო წითელ ცირკულარს არ გამოსცემს, თუ მოთხოვნა:

ინტერპოლის წითელი ცირკულარი - წარწერა ესპანურად Notificacion roja.

ინტერპოლის გენერალური სამდივნო წითელ ცირკულარს არ გამოსცემს, თუ მოთხოვნა:

ვერცხლისფერი ცირკულარი

ინტერპოლმა ამჯერად კრიმინალური აქტივები ამოიღო მიზანში

დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონების მიკვლევადობა უკვე საერთაშორისო დონეზე ხდება შესაძლებელი. ვერცხლისფერი ცნობა არის ორგანიზაციის ახალი, არაიძულებითი ინსტრუმენტი, რომელიც წევრ ქვეყნებს ეხმარება კრიმინალური აქტივების მიკვლევადობაში, იდენტიფიკაციასა და მონიტორინგში. საკუთრივ ცნობა არ იწვევს ქონების ჩამორთმევას — ის ქმნის მონაცემთა ბაზას, რომ შემდგომ წევრმა სახელმწიფომ ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისად მოახდინოს მისი კონფისკაცია. 

მიზანი - კონტროლი აქტივებზე

ვერცხლისფერი ცნობა/დიფუზია გამოიყენება აქტივების ადგილმდებარეობის დადგენისთვის, მათი იდენტიფიკაციისთვის, დამატებითი ინფორმაციის მოსაპოვებლად და, საჭიროების შემთხვევაში, — დისკრეტული/უწყვეტი მონიტორინგისთვის.

მიდგომა - არაიძულებითი

საპილოტე ფაზაში ცირკულირება შემოიფარგლება მხოლოდ ინფორმაციის მოთხოვნითა და გაზიარებით, რათა გაადვილდეს შემდგომი ორმხრივი თანაშრომლობა (გაყინვა/დაყადაღება/კონფისკაცია — უკვე ეროვნული სამართლის დონეზე).

სამიზნე საქმეები

ცნობა/დიფუზია გაიცემა მხოლოდ იმ პირებზე, რომლებიც არიან სისხლისსამართლებრივი გამოძიების სუბიექტები და საქმე ეხება დანაშაულს, რომელიც, არანაკლებ 4 წლით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

დამატებით, ინტერპოლის გენერალური სამდივნო ვერცხლისფერ ცნობას არ გამოსცემს, თუ:

ინტერპოლის უახლესი ვერცხლისფერი ცირკულარი - დანაშაულებრივი აქტივების მოძიება.

დამატებით, ინტერპოლის გენერალური სამდივნო ვერცხლისფერ ცნობას არ გამოსცემს, თუ:

როგორ მივმართოთ ინტერპოლის ფაილების კონტროლის კომისიას?

სრული გზამკვლევი

აქ წარმოდგენილია პრაქტიკული ინსტრუქცია იმ პირებისა და ადვოკატებისთვის, რომლებიც INTERPOL-ის ინფორმაციულ სისტემაში (IIS) არსებულ მონაცემებზე წვდომას, გასწორებას/წაშლას, ან CCF-ის გადაწყვეტილების გადახედვას ითხოვს.

რას წარმოადგენს CCF - ინტერპოლის ფაილების კონტროლის კომისია?

CCF-ის არსი და ძირითადი ფუნქცია

როგორც აღინიშნა, CCF არის დამოუკიდებელი ორგანო, რომელიც ამოწმებს, შეესაბამება თუ არა INTERPOL-ის მიერ პერსონალური მონაცემების დამუშავება ორგანიზაციის წესებსა და მონაცემთა დაცვის პრინციპებს. იგი არ იძიებს საქმეს, არ წყვეტს ბრალდების არსს და არ მონაწილეობს საიმიგრაციო/ექსტრადიციის პროცესებში. მისი ამოცანაა მხოლოდ ის, რომ შეამოწმოს — აკმაყოფილებს თუ არა მონაცემების დამუშავება INTERPOL-ის წესებს.

როდის უნდა მივმართოთ CCF-ს?

წვდომა მონაცემებზე

როდესაც გინდათ, გაიგოთ, არის თუ არა თქვენს შესახებ ჩანაწერი INTERPOL-ის მონაცემთა ბაზებსა და კრიმინალური ინფორმაციის სისტემაში;

მონაცემთა გასწორება ან წაშლა

როცა იცით ან ეჭვობთ, რომ არსებობს შეტყობინება/დიფუზია/ჩანაწერი ინტერპოლის საინფორმაციო სისტემაში და ითხოვთ მის გასწორებას ან წაშლას;

მონაცემთა გადახედვა

როდესაც გსურთ, ძველი გადაწყვეტილება შეიცვალოს ახლით, არსებითი გარემოებების აღმოჩენის საფუძველზე (გადახედვა);

წინასწარი ანუ პრევენციული მიმართვა(ე.გ. PRE-EMPTIVE REQUEST)

როცა წინასწარ გსურთ, INTERPOL-ს მომავალში არ დაამუშავოს თქვენი მონაცემები (ე.წ. „წინასწარი, პრევენციული მიმართვა“)

გააკეთე არჩევანი - გადაწყვიტე, რომელ პროცედურას შეეფერება თქვენი შემთხვევა

პირველი არჩევანი

თუ გაგიჩნდა შეკითხვა: "არსებობს რაიმე მონაცემი ჩემზე ინტერპოლის კრიმინალური ინფორმაციის სისტემაში?" - და ფიქრობ, რომ არსებობს, უნდა აირჩიო "წვდომა მონაცემებზე(Access to Data)";

მეორე არჩევანი

თუ ფიქრობ, რომ ინტერპოლის მონაცემთა ბაზაში „არასწორია/არაკანონიერია ჩანაწერი და უნდა შეცვალონ/წაშალონ," მაშინ განაცხადი უნდა წარადგინო გასწორება/წაშლაზე(Correction/Deletion).

მესამე არჩევანი

მონაცემთა გადახედვა(Revision) უნდა მოითხოვო მხოლოდ მაშინ, როცა გაქვს ახლად აღმოჩენილი(მანამდე უცნობი) არსებითი ფაქტი, რომელიც, რომ ყოფილიყო ცნობილი საწყისი განხილვისას, CCF-ს სხვა დასკვნამდე მიიყვანდა. ამ მოთხოვნით კომისიას უნდა მიმართო აღმოჩენიდან 6 თვის განმავლობაში.

მეოთხე არჩევანი

წინასწარი მიმართვა (Pre-emptive) — „ახლა ჩანაწერი შეიძლება არც არსებობს, მაგრამ ვითხოვ, მომავალშიც არ დაამუშაონ ჩემი მონაცემი, რადგან წესებს დაარღვევს.“ წინასწარ მიმართვას ირჩევ მაშინ, როცა, მაგალითად, ფიქრობ, რომ შენ პოლიტიკური ნიშნით იდევნები და შეიძლება შენმა ქვეყანამ წითელი ცნობის გამოცემა მოითხოვოს უახლოეს მომავალში.

განაცხადის შევსება და გაგზავნა

შეარჩიე ოფიციალური განაცხადის ფორმა და შეავსე

არსებობს განაცხადის სამი ფორმა - (Access / Correction-Deletion / Revision) — თქვენ ის უნდა შეავსოთ და ხელი მოაწეროთ დოკუმენტს; ფორმას წინ აქვს სქოლიოს ცარიელი გრაფა, რომელსაც ჰქვია დანართების სია (List of attached appendices). აქ უნდა ჩამოწეროთ ყველა წარსადგენი დოკუმენტი, რაც შეაგროვეთ.

შეკრიბე ყველა სავალდებულო დოკუმენტი

1. პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი - სახელი, გვარი, დაბადების თარიღი და ადგილი, ფოტოსურათი მკაფიოდ უნდა ჩანდეს; 2. რწმუნებულება/მინდობილობა - თუ წარმომადგენელი გყავთ, საჭიროა წერილობითი უფლებმოცემულობა(ინგ. Power of Attorney), განმცხადებლის მიერ ხელმოწერილი;

შეარჩიე სამართალწარმოების ენა

დოკუმენტები უნდა იყოს წარმოდგენილი INTERPOL-ის სამუშაო ენაზე - ინგლისურად, ფრანგულად, ესპანურად ან არაბულად. დასაშვებია, იყოს თანდართული მათი თარგმანი ამ ენებზე. უმჯობესია, თარგმანი დაამოწმოთ ნოტარიული წესით.

გაგზავნის ოფიციალური წესი

განაცხადის გაგზავნა

განაცხადი იგზავნება ფორმაზე დატანილ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: CCF@interpol.int

სხვაგვარი კომუნიკაცია

გაითვალისწინეთ, რომ CCF-ის წევრებთან პირდაპირი კომუნიკაცია აკრძალულია.

ზეპირი მოსმენა

ფაილების კონტროლის კომისია ზეპირ მოსმენებს არ ატარებს, გარდა განსაკუთრებული შემთხვევებისა.

რა ხდება შემდეგ: პროცედურული ეტაპები და ვადები

წარმოებაში მიღება და დასაშვებად ცნობა

გაგზავნის შემდეგ, თქვენ მიიღებთ დათარიღებულ შეტყობინებას ელ.ფოსტაზე, რომ განაცხადი მიღებულია. დასაშვებობის საკითხი განიხილება განაცხადის მიღებიდან 1 თვის ვადაში. ამ პერიოდში, კომისიამ შესაძლოა მოგთხოვოთ დამატებითი დოკუმენტაციის წარმოდგენა.

კონფიდენციალობის დაცვა

თქვენი მიმართვა არ ფიქსირდება INTERPOL-ის ცენტრალურ მონაცემთა სისტემაში. თუ რომელიმე ინფორმაცია განსაკუთრებით კონფიდენციალურად მონიშნეთ, CCF მას არ გადასცემს ეროვნულ ბიუროს/სამდივნოს (გარდა გამონაკლისისა, როდესაც პროცესის ბოროტად გამოყენების სერიოზული ეჭვია).

საქმის არსებითი განხილვა

წვდომა: CCF ჯერ ამოწმებს, არსებობს თუ არა მონაცემი; გამჟღავნებამდე კონსულტირდება წყაროსთან (რომელ ქვეყანას ეკუთვნის ჩანაწერი).

გასწორება/წაშლა: CCF იკვლევს, შეესაბამება თუ არა ჩანაწერის დამუშავება INTERPOL-ის წესებს; ითხოვს დამატებით განმარტებებს თქვენგან/წყაროსგან/გენ. სამდივნოდან.

სასწრაფო ზომები(PROVISIONAL MEASURES)

არსებობს დროებითი, პროცედურული ზომები, რომელსაც CCF იყენებს მხოლოდ გადაუდებელ გარემოებებში, რათა შეუქცევადი ზიანი თავიდან აიცილოს განხილვის დასრულებამდე. ასეთ დროს, კომისია აჩერებს მონაცემთა დამუშავებას ან საქმეს ანიჭებს პრიორიტეტულ რიგს.

გადაწყვეტილების მიღების ვადები

რა ვადებში მიიღება გადაწყვეტილება: ა) მონაცემებზე წვდომის თაობაზე: განაცხადის დასაშვებად ცნობიდან 4 თვის ვადაში; ბ)გასწორების/წაშლის თაობაზე: 9 თვის ვადაში(შეიძლება, გახანგრძლივდეს გონივრული ვადით).

გადაწყვეტილების სავალდებულოობა

CCF-ის გადაწყვეტილებები სავალდებულოა INTERPOL-ისთვის: გენერალურმა სამდივნომ უნდა განახორციელოს ისინი, როგორც წესი, 1 თვეში, რის შემდეგაც CCF 1 თვეში გიგზავნით საბოლოო წერილს იმპლემენტაციის შესახებ.

მიღებული გადაწყვეტილების გადახედვა(REVISION)

თუ აღმოჩნდება ახალი, არსებითი ფაქტი, რომელსაც შეეძლო შედეგის ცვლილება, კომისიას მიმართეთ 6 თვის ვადაში მისი აღმოჩენიდან. გამოიყენეთ გადახედვის ფორმა და მოკლედ ახსენით, რატომ შეცვლიდა ეს ფაქტი პირვანდელ შეფასებას.

წვდომა ინტერპოლის საჯარო მონაცემთა ბაზებზე

ეს პორტალი უზრუნველყოფს მომხმარებლის პირდაპირ წვდომას ინტერპოლის სამ საჯარო მონაცემთა ბაზასთან: 

ინტერპოლის შავი ცირკულარი - მრგვალი ლოგო. დანიშნულება: ცხედრების იდენტიფიცირება.

IDENTIFY ME - ამოუცნობი ცხედრების იდენტიფიკაციის ბაზა

ინტერპოლის ყვითელი ცირკულარი - ყვითელი ლოგო. დანიშნულება: დაკარგული პირების იდენტიფიცირება.

დაკარგული ადამიანების მონაცემთა ბაზა

ინტერპოლის წითელი ცირკულარი.

დანაშაულისთვის ძებნილ პირთა მონაცემთა ბაზა

წვდომა ინტერპოლის საჯარო მონაცემთა ბაზებზე

ინტერპოლის შავი ცირკულარი - მრგვალი ლოგო. დანიშნულება: ცხედრების იდენტიფიცირება.

IDENTIFY ME - ამოუცნობი ცხედრების მონაცემთა ბაზა

ინტერპოლის ყვითელი ცირკულარი - ყვითელი ლოგო. დანიშნულება: დაკარგული პირების იდენტიფიცირება.

დაკარგული ადამიანების მონაცემთა ბაზა

ინტერპოლის წითელი ცირკულარი.

დანაშაულისთვის ძებნილ პირთა მონაცემთა ბაზა

ინტერპოლის ადვოკატი თბილისში, საქართველოში

საერთაშორისო ექსპერტი პოლიციის საერთაშორისო ორგანიზაციის მონაცემთა დაცვის საკითხებში

საბა ხელაშვილი არის სპეციალიზებული იურისტი და აღიარებული საერთაშორისო ექსპერტი ინტერპოლის მონაცემთა დაცვის საკითხებში. მას აქვს ხანგრძლივი პრაქტიკა ინტერპოლის ფაილების კონტროლის კომისიაში საქმეთა წარმოების კუთხით. მისი მიდგომა ეფუძნება RPD(მონაცემთა დამუშავების წესები)-ის ღრმა ანალიზს და პროცესების მართვის საკუთარ მეთოდოლოგიას ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე, რათა ინტერპოლის ჩანაწერი არ იქცეს უკანონო გამოყენების ობიექტად. იურისტის პრაქტიკული მიმართულებები მოიცავს: 

სატრანსპორტო საშუალებების დაბრუნება

უკანონოდ დაკავებული და ჩამორთმეული მგორავი, მფრინავი და მცურავი სატრანსპორტო საშუალებების ამორიცხვა ინტერპოლის SVD (Stolen Vehicle Database) - მოპარული სატრანსპორტო საშუალებათა მონაცემთა ბაზიდან და მათი კლიენტისთვის დაბრუნება.

წითელი ცნობის გაუქმება

წითელი ცირკულარის/დიფუზიური ცნობის გაუქმება და პირადი მონაცემების წაშლა ინტერპოლის კრიმინალური ინფორმაციის სისტემიდან.

წინასწარი მიმართვა(PRE-EMPTIVE REQUEST)

ფაილების კონტროლის კომისიისთვის წინასწარი მიმართვა პირადი მონაცემების მომავალში დამუშავების პრევენციის მიზნით, მაშინ, როცა აშკარაა, რომ თქვენ იდევნებით პოლიტიკური, რასობრივი, სამხედრო ან რელიგიური ნიშნით და, შესაძლოა, მდევნელმა ქვეყანამ ინტერპოლს მიმართოს წითელი ცნობის/დიფუზიის გამოცემის მოთხოვნით.

საბა ხელაშვილი - ინტერპოლის მონაცემთა დაცვის საკითხებში სპეციალიზებული იურისტი და ადვოკატი თბილისში, საქართველოში.

მიმართე ინტერპოლის საკითხებში სპეციალიზებულ ადვოკატს!

გაიგე, არსებობს თუ არა შენზე ინფორმაცია და მოითხოვე მისი წაშლა ან შესწორება — პროფესიონალური დახმარება CCF-ში მიმდინარე განხილვების პროცესში.

ka_GEKA_GE
გადაახვიეთ ზევით