ᲞᲘᲠᲐᲓᲘ ᲛᲝᲜᲐᲪᲔᲛᲔᲑᲘᲡ ᲓᲐᲪᲕᲐ ᲘᲜᲢᲔᲠᲞᲝᲚᲘᲡ ᲤᲐᲘᲚᲔᲑᲘᲡ ᲙᲝᲜᲢᲠᲝᲚᲘᲡ ᲙᲝᲛᲘᲡᲘᲐᲨᲘ
ᲩᲕᲔᲜᲘ ᲡᲐᲥᲛᲘᲐᲜᲝᲑᲘᲡ ᲛᲘᲖᲐᲜᲘᲐ ᲞᲘᲠᲐᲓᲘ ᲛᲝᲜᲐᲪᲔᲛᲔᲑᲘᲡ ᲓᲐᲪᲕᲐ ᲘᲜᲢᲔᲠᲞᲝᲚᲘᲡ ᲙᲠᲘᲛᲘᲜᲐᲚᲣᲠᲘ ᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲘᲡ ᲡᲘᲡᲢᲔᲛᲐᲨᲘ — ᲛᲝᲜᲐᲪᲔᲛᲔᲑᲖᲔ ᲬᲕᲓᲝᲛᲘᲡ, ᲛᲐᲗᲘ ᲨᲔᲡᲬᲝᲠᲔᲑᲘᲡ, ᲬᲐᲨᲚᲘᲡᲐ ᲓᲐ ᲣᲙᲐᲜᲝᲜᲝ ᲓᲐᲛᲣᲨᲐᲕᲔᲑᲘᲡ ᲞᲠᲔᲕᲔᲜᲪᲘᲘᲡ ᲒᲖᲘᲗ.
ᲘᲜᲢᲔᲠᲞᲝᲚᲘᲡ ᲤᲐᲘᲚᲔᲑᲘᲡ ᲛᲐᲠᲗᲕᲘᲡ ᲙᲝᲛᲘᲡᲘᲘᲡ ᲠᲝᲚᲘ ᲞᲔᲠᲡᲝᲜᲐᲚᲣᲠ ᲛᲝᲜᲐᲪᲔᲛᲗᲐ ᲓᲐᲪᲕᲐᲨᲘ
ᲞᲘᲠᲐᲓᲘ ᲛᲝᲜᲐᲪᲔᲛᲔᲑᲘᲡ ᲓᲐᲪᲕᲐ ᲒᲚᲝᲑᲐᲚᲣᲠ ᲓᲝᲜᲔᲖᲔ
კრიმინალური პოლიციის საერთაშორისო ორგანიზაციის საქმიანობა ტრანსნაციონალური და ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით პირდაპირ უკავშირდება ადამიანის პირადი მონაცემების მასობრივ დამუშავებას გლობალურ დონეზე.
აღსანიშნავია, რომ ინტერპოლი, ერთი მხრივ, მართავს 19 მონაცემთა ბაზას, მეორე მხრივ კი, ფერადკოდირებული და დიფუზიური ცნობების გზით ელვის სისწრაფით ავრცელებს პერსონალურ მონაცემებს მუდმივმოქმედ I-24/7 გლობალურ ქსელში, რაც უზრუნველყოფს მათს ცირკულირებას 196-მდე ქვეყანის მასშტაბით.
სად გადის ზღვარი გლობალურ უსაფრთხოებასა და პიროვნების პირადი მონაცემების ხელშეუხებლობას შორის? – იგი განისაზღვრება ინტერპოლის კონსტიტუციითა და მონაცემთა დამუშავების წესებით(RPD), რომელიც ზღუდავს მონაცემთა არამართლზომიერ დამუშავებას.
ამის გათვალისწინებით, ორგანიზაციის სისტემაში მოქმედებს დამოუკიდებელი ორგანო – ინტერპოლის ფაილების კონტროლის კომისია(CCF), რომელიც კონტროლს უწევს პიროვნებასთან დაკავშირებული მონაცემების დამუშავების კანონიერებას ინტერპოლის საინფორმაციო სისტემაში და, ამ მხრივ, განიხილავს მონაცემების სუბიექტთა განაცხადებს.
ᲠᲝᲒᲝᲠ ᲐᲛᲣᲨᲐᲕᲔᲑᲡ ᲘᲜᲢᲔᲠᲞᲝᲚᲘ ᲞᲘᲠᲐᲓ ᲛᲝᲜᲐᲪᲔᲛᲔᲑᲡ ᲒᲚᲝᲑᲐᲚᲣᲠ ᲓᲝᲜᲔᲖᲔ?
ᲘᲜᲢᲔᲠᲞᲝᲚᲘᲡ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲘᲡᲢᲔᲛᲐᲨᲘ ᲐᲠᲡᲔᲑᲝᲑᲡ ᲛᲝᲜᲐᲪᲔᲛᲗᲐ ᲓᲐᲛᲣᲨᲐᲕᲔᲑᲘᲡ ᲡᲐᲛᲘ ᲒᲖᲐ:
ᲛᲝᲜᲐᲪᲔᲛᲗᲐ ᲑᲐᲖᲔᲑᲘ
ინტერპოლი მართავს 19 გლობალურ მონაცემთა ბაზას, რომელიც პოლიციას ძებნილი და დაკარგული პირების, მოპარული ქონებისა და დანაშაულის კვალის მყისიერ მიკვლევაში ეხმარება.
ᲤᲔᲠᲐᲓᲙᲝᲓᲘᲠᲔᲑᲣᲚᲘ ᲪᲜᲝᲑᲔᲑᲘ
ცნობები, რომლითაც ინტერპოლის გენერალური სამდივნო დანაშაულთან დაკავშირებულ პირებზე, საფრთხეებსა და მოვლენებზე მყისიერად ავრცელებს კრიტიკულ ინფორმაციას გლობალურ დონეზე.
ᲓᲘᲤᲣᲖᲘᲔᲑᲘ
ცნობები, რომლითაც ერთი ქვეყნის ინტერპოლის ეროვნული ბიურო დანაშაულთან დაკავშირებულ პირებზე მარტივად ავრცელებს ძებნის მოთხოვნას წევრ ქვეყნებში, გენერალური სამდივნოს გარეშე.
ᲛᲝᲜᲐᲪᲔᲛᲗᲐ ᲑᲐᲖᲔᲑᲘ
ინტერპოლი მართავს 19 გლობალურ მონაცემთა ბაზას, რომელიც პოლიციას ძებნილი და დაკარგული პირების, მოპარული ქონებისა და დანაშაულის კვალის მყისიერ მიკვლევაში ეხმარება.
ᲤᲔᲠᲐᲓᲙᲝᲓᲘᲠᲔᲑᲣᲚᲘ ᲪᲜᲝᲑᲔᲑᲘ
ცნობები, რომლითაც ინტერპოლის გენერალური სამდივნო დანაშაულთან დაკავშირებულ პირებზე, საფრთხეებსა და მოვლენებზე მყისიერად ავრცელებს კრიტიკულ ინფორმაციას გლობალურ დონეზე.
ᲓᲘᲤᲣᲖᲘᲔᲑᲘ
ცნობები, რომლითაც ერთი ქვეყნის ინტერპოლის ეროვნული ბიურო დანაშაულთან დაკავშირებულ პირებზე მარტივად ავრცელებს ძებნის მოთხოვნას წევრ ქვეყნებში, გენერალური სამდივნოს გარეშე.
ᲘᲜᲢᲔᲠᲞᲝᲚᲘᲡ ᲛᲝᲜᲐᲪᲔᲛᲗᲐ ᲑᲐᲖᲔᲑᲘ ᲓᲐ I-24/7 ᲡᲐᲙᲝᲛᲣᲜᲘᲙᲐᲪᲘᲝ ᲥᲡᲔᲚᲘ
ᲘᲜᲢᲔᲠᲞᲝᲚᲘᲡ I-24/7 ᲥᲡᲔᲚᲘ ᲓᲐ 19 ᲛᲝᲜᲐᲪᲔᲛᲗᲐ ᲑᲐᲖᲐ ᲣᲖᲠᲣᲜᲕᲔᲚᲧᲝᲤᲡ ᲘᲜᲓᲘᲕᲘᲓᲗᲐ ᲞᲘᲠᲐᲓᲘ ᲓᲐ ᲙᲠᲘᲛᲘᲜᲐᲚᲣᲠᲘ ᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲘᲡ ᲛᲐᲡᲝᲑᲠᲘᲕ ᲓᲐᲛᲣᲨᲐᲕᲔᲑᲐᲡ ᲒᲚᲝᲑᲐᲚᲣᲠ ᲓᲝᲜᲔᲖᲔ.
ᲩᲕᲔᲜᲘ ᲡᲐᲥᲛᲘᲐᲜᲝᲑᲐ ᲛᲘᲛᲐᲠᲗᲣᲚᲘᲐ ᲛᲝᲜᲐᲪᲔᲛᲗᲐ ᲓᲐᲛᲣᲨᲐᲕᲔᲑᲘᲡ ᲙᲐᲜᲝᲜᲘᲔᲠᲔᲑᲘᲡ ᲙᲝᲜᲢᲠᲝᲚᲖᲔ ᲣᲨᲣᲐᲚᲝᲓ ᲜᲝᲛᲘᲜᲐᲚᲣᲠ ᲓᲐ ᲛᲝᲞᲐᲠᲣᲚᲘ ᲡᲐᲢᲠᲐᲜᲡᲞᲝᲠᲢᲝ ᲡᲐᲨᲣᲐᲚᲔᲑᲔᲑᲘᲡ (SVD) ᲑᲐᲖᲔᲑᲨᲘ, ᲙᲔᲠᲫᲝᲓ:
CIS — ᲙᲠᲘᲛᲘᲜᲐᲚᲣᲠᲘ ᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲘᲡ ᲡᲘᲡᲢᲔᲛᲐ
ᲫᲘᲠᲘᲗᲐᲓᲘ ᲞᲚᲐᲢᲤᲝᲠᲛᲐ, ᲡᲐᲓᲐᲪ ᲗᲐᲕᲡ ᲘᲧᲠᲘᲡ ᲤᲔᲠᲐᲓᲙᲝᲓᲘᲠᲔᲑᲣᲚᲘ ᲪᲜᲝᲑᲔᲑᲘ, ᲓᲘᲤᲣᲖᲘᲔᲑᲘ ᲓᲐ ᲡᲐᲔᲠᲗᲐᲨᲝᲠᲘᲡᲝ ᲓᲝᲜᲔᲖᲔ ᲫᲔᲑᲜᲘᲚ ᲞᲘᲠᲗᲐ ᲜᲝᲛᲘᲜᲐᲚᲣᲠᲘ ᲛᲝᲜᲐᲪᲔᲛᲔᲑᲘ.
- ᲞᲘᲠᲘᲡ ᲙᲠᲘᲛᲘᲜᲐᲚᲣᲠᲘ ᲘᲡᲢᲝᲠᲘᲘᲡᲐ ᲓᲐ ᲡᲐᲥᲛᲘᲡ ᲓᲔᲢᲐᲚᲔᲑᲘᲡ ᲐᲦᲬᲔᲠᲐ.
- ᲤᲔᲠᲐᲓᲘ ᲪᲘᲠᲙᲣᲚᲐᲠᲔᲑᲘᲡᲐ ᲓᲐ ᲓᲘᲤᲣᲖᲘᲔᲑᲘᲡ ᲒᲚᲝᲑᲐᲚᲣᲠᲘ ᲛᲘᲛᲝᲪᲕᲚᲐ I-24/7 ᲥᲡᲔᲚᲨᲘ.
- ᲛᲝᲜᲐᲪᲔᲛᲗᲐ ᲨᲔᲜᲐᲮᲕᲘᲡᲐ ᲓᲐ ᲙᲝᲜᲢᲠᲝᲚᲘᲡ ᲛᲙᲐᲪᲠᲐᲓ ᲒᲐᲜᲡᲐᲖᲦᲕᲠᲣᲚᲘ ᲕᲐᲓᲔᲑᲘ.
AFIS - ᲑᲘᲝᲛᲔᲢᲠᲘᲣᲚᲘ ᲛᲝᲜᲐᲪᲔᲛᲔᲑᲘᲡ ᲑᲐᲖᲐ
ᲐᲓᲐᲛᲘᲐᲜᲗᲐ ᲓᲐᲥᲢᲘᲚᲝᲡᲙᲝᲞᲣᲠᲘ, ᲓᲜᲛ-ᲛᲝᲚᲔᲙᲣᲚᲣᲠᲘ ᲓᲐ ᲡᲐᲮᲘᲡ ᲐᲛᲝᲡᲐᲪᲜᲝᲑᲘ ᲑᲘᲝᲛᲔᲢᲠᲘᲣᲚᲘ ᲛᲝᲜᲐᲪᲔᲛᲔᲑᲘᲡ ᲒᲚᲝᲑᲐᲚᲣᲠᲘ ᲡᲐᲪᲐᲕᲘ.
- AFIS — ᲐᲕᲢᲝᲛᲐᲢᲘᲖᲔᲑᲣᲚᲘ ᲓᲐᲥᲢᲘᲚᲝᲡᲙᲝᲞᲣᲠᲘ ᲡᲐᲘᲓᲔᲜᲢᲘᲤᲘᲙᲐᲪᲘᲝ ᲡᲘᲡᲢᲔᲛᲐ.
- DNA-GATEWAY — ᲓᲜᲛ-ᲞᲠᲝᲤᲘᲚᲔᲑᲘᲡ ᲒᲐᲪᲕᲚᲘᲡᲐ ᲓᲐ ᲓᲐᲛᲣᲨᲐᲕᲔᲑᲘᲡ ᲒᲚᲝᲑᲐᲚᲣᲠᲘ ᲥᲡᲔᲚᲘ.
- ᲡᲐᲮᲘᲡ ᲐᲛᲝᲡᲐᲪᲜᲝᲑᲘ ᲗᲐᲜᲐᲛᲔᲓᲠᲝᲕᲔ ᲡᲘᲡᲢᲔᲛᲐ ᲤᲝᲢᲝᲡᲣᲠᲐᲗᲔᲑᲘᲡ ᲐᲕᲢᲝᲛᲐᲢᲣᲠᲘ ᲨᲔᲓᲐᲠᲔᲑᲘᲡᲗᲕᲘᲡ.
ᲡᲐᲖᲦᲕᲐᲝ ᲛᲔᲙᲝᲑᲠᲔᲝᲑᲘᲡ ᲛᲝᲜᲐᲪᲔᲛᲗᲐ ᲑᲐᲖᲐ
ᲡᲐᲔᲠᲗᲐᲨᲝᲠᲘᲡᲝ ᲬᲧᲚᲔᲑᲨᲘ ᲛᲔᲙᲝᲑᲠᲔᲝᲑᲘᲡ ᲤᲐᲥᲢᲔᲑᲘᲡᲐ ᲓᲐ ᲛᲐᲡᲨᲘ ᲩᲐᲠᲗᲣᲚᲘ ᲔᲭᲕᲛᲘᲢᲐᲜᲘᲚᲘ ᲞᲘᲠᲔᲑᲘᲡ ᲨᲔᲡᲐᲮᲔᲑ ᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲘᲡ ᲠᲔᲔᲡᲢᲠᲘ.
- ᲛᲔᲙᲝᲑᲠᲔᲝᲑᲐᲨᲘ ᲔᲭᲕᲛᲘᲢᲐᲜᲘᲚᲗᲐ ᲜᲝᲛᲘᲜᲐᲚᲣᲠᲘ ᲛᲝᲜᲐᲪᲔᲛᲔᲑᲘᲡ ᲨᲔᲜᲐᲮᲕᲐ ᲓᲐ ᲐᲜᲐᲚᲘᲖᲘ.
- ᲗᲐᲕᲓᲐᲡᲮᲛᲘᲡ ᲝᲑᲘᲔᲥᲢᲔᲑᲘᲡᲐ ᲓᲐ ᲒᲐᲛᲝᲧᲔᲜᲔᲑᲣᲚᲘ ᲛᲪᲣᲠᲐᲕᲘ ᲡᲐᲨᲣᲐᲚᲔᲑᲔᲑᲘᲡ ᲘᲓᲔᲜᲢᲘᲤᲘᲙᲐᲪᲘᲐ.
- ᲘᲜᲪᲘᲓᲔᲜᲢᲔᲑᲘᲡ ᲒᲔᲝᲚᲝᲙᲐᲪᲘᲘᲡᲐ ᲓᲐ ᲙᲠᲘᲛᲘᲜᲐᲚᲣᲠᲘ ᲥᲡᲔᲚᲔᲑᲘᲡ ᲛᲐᲡᲨᲢᲐᲑᲣᲠᲘ ᲙᲝᲜᲢᲠᲝᲚᲘ.
FTF — ᲣᲪᲮᲝᲔᲚ ᲢᲔᲠᲝᲠᲘᲡᲢ ᲛᲔᲑᲠᲫᲝᲚᲗᲐ ᲑᲐᲖᲐ
ᲒᲚᲝᲑᲐᲚᲣᲠᲘ ᲙᲝᲜᲢᲠᲢᲔᲠᲝᲠᲘᲡᲢᲣᲚᲘ ᲥᲡᲔᲚᲘ, ᲠᲝᲛᲔᲚᲘᲪ ᲘᲜᲐᲮᲐᲕᲡ ᲓᲐ ᲐᲛᲣᲨᲐᲕᲔᲑᲡ ᲠᲐᲓᲘᲙᲐᲚᲣᲠ ᲓᲐᲯᲒᲣᲤᲔᲑᲔᲑᲗᲐᲜ ᲓᲐᲙᲐᲕᲨᲘᲠᲔᲑᲣᲚ ᲞᲘᲠᲗᲐ ᲛᲝᲜᲐᲪᲔᲛᲔᲑᲡ.
- ᲙᲝᲜᲤᲚᲘᲥᲢᲘᲡ ᲖᲝᲜᲔᲑᲨᲘ ᲒᲐᲓᲐᲐᲓᲒᲘᲚᲔᲑᲣᲚᲘ ᲛᲔᲑᲠᲫᲝᲚᲔᲑᲘᲡ ᲨᲔᲡᲐᲮᲔᲑ ᲪᲜᲝᲑᲔᲑᲘᲡ ᲗᲐᲕᲛᲝᲧᲠᲐ.
- ᲢᲔᲠᲝᲠᲘᲡᲢᲣᲚᲘ ᲝᲠᲒᲐᲜᲘᲖᲐᲪᲘᲔᲑᲘᲡ ᲬᲔᲕᲠᲗᲐ ᲑᲘᲝᲛᲔᲢᲠᲘᲣᲚᲘ ᲓᲐ ᲞᲠᲝᲤᲘᲚᲣᲠᲘ ᲓᲝᲙᲣᲛᲔᲜᲢᲘᲠᲔᲑᲐ.
- ᲡᲐᲡᲐᲖᲦᲕᲠᲝ-ᲒᲐᲛᲨᲕᲔᲑᲘ ᲞᲣᲜᲥᲢᲔᲑᲘᲡᲗᲕᲘᲡ ᲞᲘᲠᲘᲡ ᲡᲐᲔᲭᲕᲝ ᲡᲢᲐᲢᲣᲡᲘᲡ ᲓᲐᲣᲧᲝᲕᲜᲔᲑᲔᲚᲘ ᲛᲘᲬᲝᲓᲔᲑᲐ.
SMV — ᲛᲝᲞᲐᲠᲣᲚᲘ ᲡᲐᲢᲠᲐᲜᲡᲞᲝᲠᲢᲝ ᲡᲐᲨᲣᲐᲚᲔᲑᲔᲑᲘ
ᲛᲝᲞᲐᲠᲣᲚᲘ ᲐᲕᲢᲝᲛᲝᲑᲘᲚᲔᲑᲘᲡ, ᲡᲐᲖᲦᲕᲐᲝ ᲢᲠᲐᲜᲡᲞᲝᲠᲢᲘᲡᲐ ᲓᲐ ᲡᲐᲗᲐᲓᲐᲠᲘᲒᲝ ᲜᲐᲬᲘᲚᲔᲑᲘᲡ ᲡᲐᲔᲠᲗᲐᲨᲝᲠᲘᲡᲝ ᲠᲔᲔᲡᲢᲠᲘ ᲫᲔᲑᲜᲘᲡ ᲛᲘᲖᲜᲔᲑᲘᲡᲗᲕᲘᲡ.
- ᲫᲔᲑᲜᲘᲚᲘ ᲐᲕᲢᲝᲛᲝᲑᲘᲚᲔᲑᲘᲡ ᲡᲐᲘᲓᲔᲜᲢᲘᲤᲘᲙᲐᲪᲘᲝ ᲜᲝᲛᲠᲔᲑᲘᲡ (VIN) ᲛᲙᲐᲪᲠᲘ ᲙᲝᲜᲢᲠᲝᲚᲘ.
- ᲡᲐᲖᲦᲕᲠᲘᲡ ᲙᲕᲔᲗᲘᲡᲐᲡ ᲓᲐ ᲡᲐᲑᲐᲟᲝᲖᲔ ᲡᲐᲢᲠᲐᲜᲡᲞᲝᲠᲢᲝ ᲡᲐᲨᲣᲐᲚᲔᲑᲔᲑᲘᲡ ᲐᲕᲢᲝᲛᲐᲢᲣᲠᲘ ᲨᲔᲛᲝᲬᲛᲔᲑᲐ.
- ᲛᲝᲞᲐᲠᲣᲚᲘ ᲢᲠᲐᲜᲡᲞᲝᲠᲢᲘᲡ ᲐᲦᲛᲝᲩᲔᲜᲘᲡᲐ ᲓᲐ ᲡᲐᲛᲐᲠᲗᲐᲚᲓᲐᲛᲪᲐᲕᲘ ᲝᲠᲒᲐᲜᲝᲔᲑᲘᲡ ᲘᲜᲤᲝᲠᲛᲘᲠᲔᲑᲘᲡ ᲣᲖᲠᲣᲜᲕᲔᲚᲧᲝᲤᲐ.
SLTD — ᲛᲝᲞᲐᲠᲣᲚᲘ ᲓᲐ ᲓᲐᲙᲐᲠᲒᲣᲚᲘ ᲡᲐᲛᲒᲖᲐᲕᲠᲝ ᲓᲝᲙᲣᲛᲔᲜᲢᲔᲑᲘ
ᲛᲝᲞᲐᲠᲣᲚᲘ, ᲓᲐᲙᲐᲠᲒᲣᲚᲘ ᲐᲜ ᲒᲐᲣᲥᲛᲔᲑᲣᲚᲘ ᲞᲐᲡᲞᲝᲠᲢᲔᲑᲘᲡᲐ ᲓᲐ ᲞᲘᲠᲐᲓᲝᲑᲘᲡ ᲓᲐᲛᲐᲓᲐᲡᲢᲣᲠᲔᲑᲔᲚᲘ ᲛᲝᲬᲛᲝᲑᲔᲑᲘᲡ ᲣᲓᲘᲓᲔᲡᲘ ᲒᲚᲝᲑᲐᲚᲣᲠᲘ ᲑᲐᲖᲐ.
- ᲡᲐᲖᲦᲕᲠᲘᲡ ᲙᲕᲔᲗᲘᲡᲐᲡ ᲡᲐᲛᲒᲖᲐᲕᲠᲝ ᲓᲝᲙᲣᲛᲔᲜᲢᲔᲑᲘᲡ ᲛᲧᲘᲡᲘᲔᲠᲘ ᲒᲐᲓᲐᲛᲝᲬᲛᲔᲑᲐ.
- ᲛᲝᲞᲐᲠᲣᲚᲘ ᲞᲐᲡᲞᲝᲠᲢᲔᲑᲘᲗ ᲘᲓᲔᲜᲢᲝᲑᲘᲡ ᲛᲘᲗᲕᲘᲡᲔᲑᲘᲡ ᲛᲪᲓᲔᲚᲝᲑᲔᲑᲘᲡ ᲞᲠᲔᲕᲔᲜᲪᲘᲐ.
- ᲡᲐᲔᲭᲕᲝ ᲓᲝᲙᲣᲛᲔᲜᲢᲘᲡ ᲐᲦᲛᲝᲩᲔᲜᲘᲡᲐᲡ ᲡᲐᲛᲐᲠᲗᲐᲚᲓᲐᲛᲪᲐᲕᲔᲑᲘᲡᲗᲕᲘᲡ ᲒᲐᲜᲒᲐᲨᲘᲡ (HIT) ᲛᲘᲬᲝᲓᲔᲑᲐ.
CIS — ᲙᲠᲘᲛᲘᲜᲐᲚᲣᲠᲘ ᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲘᲡ ᲡᲘᲡᲢᲔᲛᲐ
ᲫᲘᲠᲘᲗᲐᲓᲘ ᲞᲚᲐᲢᲤᲝᲠᲛᲐ, ᲡᲐᲓᲐᲪ ᲗᲐᲕᲡ ᲘᲧᲠᲘᲡ ᲤᲔᲠᲐᲓᲙᲝᲓᲘᲠᲔᲑᲣᲚᲘ ᲪᲜᲝᲑᲔᲑᲘ, ᲓᲘᲤᲣᲖᲘᲔᲑᲘ ᲓᲐ ᲡᲐᲔᲠᲗᲐᲨᲝᲠᲘᲡᲝ ᲓᲝᲜᲔᲖᲔ ᲫᲔᲑᲜᲘᲚ ᲞᲘᲠᲗᲐ ᲜᲝᲛᲘᲜᲐᲚᲣᲠᲘ ᲛᲝᲜᲐᲪᲔᲛᲔᲑᲘ.
- ᲞᲘᲠᲘᲡ ᲙᲠᲘᲛᲘᲜᲐᲚᲣᲠᲘ ᲘᲡᲢᲝᲠᲘᲘᲡᲐ ᲓᲐ ᲡᲐᲥᲛᲘᲡ ᲓᲔᲢᲐᲚᲔᲑᲘᲡ ᲐᲦᲬᲔᲠᲐ.
- ᲤᲔᲠᲐᲓᲘ ᲪᲘᲠᲙᲣᲚᲐᲠᲔᲑᲘᲡᲐ ᲓᲐ ᲓᲘᲤᲣᲖᲘᲔᲑᲘᲡ ᲒᲚᲝᲑᲐᲚᲣᲠᲘ ᲛᲘᲛᲝᲪᲕᲚᲐ I-24/7 ᲥᲡᲔᲚᲨᲘ.
- ᲛᲝᲜᲐᲪᲔᲛᲗᲐ ᲨᲔᲜᲐᲮᲕᲘᲡᲐ ᲓᲐ ᲙᲝᲜᲢᲠᲝᲚᲘᲡ ᲛᲙᲐᲪᲠᲐᲓ ᲒᲐᲜᲡᲐᲖᲦᲕᲠᲣᲚᲘ ᲕᲐᲓᲔᲑᲘ.
AFIS - ᲑᲘᲝᲛᲔᲢᲠᲘᲣᲚᲘ ᲛᲝᲜᲐᲪᲔᲛᲔᲑᲘᲡ ᲑᲐᲖᲐ
ᲐᲓᲐᲛᲘᲐᲜᲗᲐ ᲓᲐᲥᲢᲘᲚᲝᲡᲙᲝᲞᲣᲠᲘ, ᲓᲜᲛ-ᲛᲝᲚᲔᲙᲣᲚᲣᲠᲘ ᲓᲐ ᲡᲐᲮᲘᲡ ᲐᲛᲝᲡᲐᲪᲜᲝᲑᲘ ᲑᲘᲝᲛᲔᲢᲠᲘᲣᲚᲘ ᲛᲝᲜᲐᲪᲔᲛᲔᲑᲘᲡ ᲒᲚᲝᲑᲐᲚᲣᲠᲘ ᲡᲐᲪᲐᲕᲘ.
- AFIS — ᲐᲕᲢᲝᲛᲐᲢᲘᲖᲔᲑᲣᲚᲘ ᲓᲐᲥᲢᲘᲚᲝᲡᲙᲝᲞᲣᲠᲘ ᲡᲐᲘᲓᲔᲜᲢᲘᲤᲘᲙᲐᲪᲘᲝ ᲡᲘᲡᲢᲔᲛᲐ.
- DNA-GATEWAY — ᲓᲜᲛ-ᲞᲠᲝᲤᲘᲚᲔᲑᲘᲡ ᲒᲐᲪᲕᲚᲘᲡᲐ ᲓᲐ ᲓᲐᲛᲣᲨᲐᲕᲔᲑᲘᲡ ᲒᲚᲝᲑᲐᲚᲣᲠᲘ ᲥᲡᲔᲚᲘ.
- ᲡᲐᲮᲘᲡ ᲐᲛᲝᲡᲐᲪᲜᲝᲑᲘ ᲗᲐᲜᲐᲛᲔᲓᲠᲝᲕᲔ ᲡᲘᲡᲢᲔᲛᲐ ᲤᲝᲢᲝᲡᲣᲠᲐᲗᲔᲑᲘᲡ ᲐᲕᲢᲝᲛᲐᲢᲣᲠᲘ ᲨᲔᲓᲐᲠᲔᲑᲘᲡᲗᲕᲘᲡ.
ᲡᲐᲖᲦᲕᲐᲝ ᲛᲔᲙᲝᲑᲠᲔᲝᲑᲘᲡ ᲛᲝᲜᲐᲪᲔᲛᲗᲐ ᲑᲐᲖᲐ
ᲡᲐᲔᲠᲗᲐᲨᲝᲠᲘᲡᲝ ᲬᲧᲚᲔᲑᲨᲘ ᲛᲔᲙᲝᲑᲠᲔᲝᲑᲘᲡ ᲤᲐᲥᲢᲔᲑᲘᲡᲐ ᲓᲐ ᲛᲐᲡᲨᲘ ᲩᲐᲠᲗᲣᲚᲘ ᲔᲭᲕᲛᲘᲢᲐᲜᲘᲚᲘ ᲞᲘᲠᲔᲑᲘᲡ ᲨᲔᲡᲐᲮᲔᲑ ᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲘᲡ ᲠᲔᲔᲡᲢᲠᲘ.
- ᲛᲔᲙᲝᲑᲠᲔᲝᲑᲐᲨᲘ ᲔᲭᲕᲛᲘᲢᲐᲜᲘᲚᲗᲐ ᲜᲝᲛᲘᲜᲐᲚᲣᲠᲘ ᲛᲝᲜᲐᲪᲔᲛᲔᲑᲘᲡ ᲨᲔᲜᲐᲮᲕᲐ ᲓᲐ ᲐᲜᲐᲚᲘᲖᲘ.
- ᲗᲐᲕᲓᲐᲡᲮᲛᲘᲡ ᲝᲑᲘᲔᲥᲢᲔᲑᲘᲡᲐ ᲓᲐ ᲒᲐᲛᲝᲧᲔᲜᲔᲑᲣᲚᲘ ᲛᲪᲣᲠᲐᲕᲘ ᲡᲐᲨᲣᲐᲚᲔᲑᲔᲑᲘᲡ ᲘᲓᲔᲜᲢᲘᲤᲘᲙᲐᲪᲘᲐ.
- ᲘᲜᲪᲘᲓᲔᲜᲢᲔᲑᲘᲡ ᲒᲔᲝᲚᲝᲙᲐᲪᲘᲘᲡᲐ ᲓᲐ ᲙᲠᲘᲛᲘᲜᲐᲚᲣᲠᲘ ᲥᲡᲔᲚᲔᲑᲘᲡ ᲛᲐᲡᲨᲢᲐᲑᲣᲠᲘ ᲙᲝᲜᲢᲠᲝᲚᲘ.
FTF — ᲣᲪᲮᲝᲔᲚ ᲢᲔᲠᲝᲠᲘᲡᲢ ᲛᲔᲑᲠᲫᲝᲚᲗᲐ ᲑᲐᲖᲐ
ᲒᲚᲝᲑᲐᲚᲣᲠᲘ ᲙᲝᲜᲢᲠᲢᲔᲠᲝᲠᲘᲡᲢᲣᲚᲘ ᲥᲡᲔᲚᲘ, ᲠᲝᲛᲔᲚᲘᲪ ᲘᲜᲐᲮᲐᲕᲡ ᲓᲐ ᲐᲛᲣᲨᲐᲕᲔᲑᲡ ᲠᲐᲓᲘᲙᲐᲚᲣᲠ ᲓᲐᲯᲒᲣᲤᲔᲑᲔᲑᲗᲐᲜ ᲓᲐᲙᲐᲕᲨᲘᲠᲔᲑᲣᲚ ᲞᲘᲠᲗᲐ ᲛᲝᲜᲐᲪᲔᲛᲔᲑᲡ.
- ᲙᲝᲜᲤᲚᲘᲥᲢᲘᲡ ᲖᲝᲜᲔᲑᲨᲘ ᲒᲐᲓᲐᲐᲓᲒᲘᲚᲔᲑᲣᲚᲘ ᲛᲔᲑᲠᲫᲝᲚᲔᲑᲘᲡ ᲨᲔᲡᲐᲮᲔᲑ ᲪᲜᲝᲑᲔᲑᲘᲡ ᲗᲐᲕᲛᲝᲧᲠᲐ.
- ᲢᲔᲠᲝᲠᲘᲡᲢᲣᲚᲘ ᲝᲠᲒᲐᲜᲘᲖᲐᲪᲘᲔᲑᲘᲡ ᲬᲔᲕᲠᲗᲐ ᲑᲘᲝᲛᲔᲢᲠᲘᲣᲚᲘ ᲓᲐ ᲞᲠᲝᲤᲘᲚᲣᲠᲘ ᲓᲝᲙᲣᲛᲔᲜᲢᲘᲠᲔᲑᲐ.
- ᲡᲐᲡᲐᲖᲦᲕᲠᲝ-ᲒᲐᲛᲨᲕᲔᲑᲘ ᲞᲣᲜᲥᲢᲔᲑᲘᲡᲗᲕᲘᲡ ᲞᲘᲠᲘᲡ ᲡᲐᲔᲭᲕᲝ ᲡᲢᲐᲢᲣᲡᲘᲡ ᲓᲐᲣᲧᲝᲕᲜᲔᲑᲔᲚᲘ ᲛᲘᲬᲝᲓᲔᲑᲐ.
SMV — ᲛᲝᲞᲐᲠᲣᲚᲘ ᲡᲐᲢᲠᲐᲜᲡᲞᲝᲠᲢᲝ ᲡᲐᲨᲣᲐᲚᲔᲑᲔᲑᲘ
ᲛᲝᲞᲐᲠᲣᲚᲘ ᲐᲕᲢᲝᲛᲝᲑᲘᲚᲔᲑᲘᲡ, ᲡᲐᲖᲦᲕᲐᲝ ᲢᲠᲐᲜᲡᲞᲝᲠᲢᲘᲡᲐ ᲓᲐ ᲡᲐᲗᲐᲓᲐᲠᲘᲒᲝ ᲜᲐᲬᲘᲚᲔᲑᲘᲡ ᲡᲐᲔᲠᲗᲐᲨᲝᲠᲘᲡᲝ ᲠᲔᲔᲡᲢᲠᲘ ᲫᲔᲑᲜᲘᲡ ᲛᲘᲖᲜᲔᲑᲘᲡᲗᲕᲘᲡ.
- ᲫᲔᲑᲜᲘᲚᲘ ᲐᲕᲢᲝᲛᲝᲑᲘᲚᲔᲑᲘᲡ ᲡᲐᲘᲓᲔᲜᲢᲘᲤᲘᲙᲐᲪᲘᲝ ᲜᲝᲛᲠᲔᲑᲘᲡ (VIN) ᲛᲙᲐᲪᲠᲘ ᲙᲝᲜᲢᲠᲝᲚᲘ.
- ᲡᲐᲖᲦᲕᲠᲘᲡ ᲙᲕᲔᲗᲘᲡᲐᲡ ᲓᲐ ᲡᲐᲑᲐᲟᲝᲖᲔ ᲡᲐᲢᲠᲐᲜᲡᲞᲝᲠᲢᲝ ᲡᲐᲨᲣᲐᲚᲔᲑᲔᲑᲘᲡ ᲐᲕᲢᲝᲛᲐᲢᲣᲠᲘ ᲨᲔᲛᲝᲬᲛᲔᲑᲐ.
- ᲛᲝᲞᲐᲠᲣᲚᲘ ᲢᲠᲐᲜᲡᲞᲝᲠᲢᲘᲡ ᲐᲦᲛᲝᲩᲔᲜᲘᲡᲐ ᲓᲐ ᲡᲐᲛᲐᲠᲗᲐᲚᲓᲐᲛᲪᲐᲕᲘ ᲝᲠᲒᲐᲜᲝᲔᲑᲘᲡ ᲘᲜᲤᲝᲠᲛᲘᲠᲔᲑᲘᲡ ᲣᲖᲠᲣᲜᲕᲔᲚᲧᲝᲤᲐ.
SLTD — ᲛᲝᲞᲐᲠᲣᲚᲘ ᲓᲐ ᲓᲐᲙᲐᲠᲒᲣᲚᲘ ᲡᲐᲛᲒᲖᲐᲕᲠᲝ ᲓᲝᲙᲣᲛᲔᲜᲢᲔᲑᲘ
ᲛᲝᲞᲐᲠᲣᲚᲘ, ᲓᲐᲙᲐᲠᲒᲣᲚᲘ ᲐᲜ ᲒᲐᲣᲥᲛᲔᲑᲣᲚᲘ ᲞᲐᲡᲞᲝᲠᲢᲔᲑᲘᲡᲐ ᲓᲐ ᲞᲘᲠᲐᲓᲝᲑᲘᲡ ᲓᲐᲛᲐᲓᲐᲡᲢᲣᲠᲔᲑᲔᲚᲘ ᲛᲝᲬᲛᲝᲑᲔᲑᲘᲡ ᲣᲓᲘᲓᲔᲡᲘ ᲒᲚᲝᲑᲐᲚᲣᲠᲘ ᲑᲐᲖᲐ.
- ᲡᲐᲖᲦᲕᲠᲘᲡ ᲙᲕᲔᲗᲘᲡᲐᲡ ᲡᲐᲛᲒᲖᲐᲕᲠᲝ ᲓᲝᲙᲣᲛᲔᲜᲢᲔᲑᲘᲡ ᲛᲧᲘᲡᲘᲔᲠᲘ ᲒᲐᲓᲐᲛᲝᲬᲛᲔᲑᲐ.
- ᲛᲝᲞᲐᲠᲣᲚᲘ ᲞᲐᲡᲞᲝᲠᲢᲔᲑᲘᲗ ᲘᲓᲔᲜᲢᲝᲑᲘᲡ ᲛᲘᲗᲕᲘᲡᲔᲑᲘᲡ ᲛᲪᲓᲔᲚᲝᲑᲔᲑᲘᲡ ᲞᲠᲔᲕᲔᲜᲪᲘᲐ.
- ᲡᲐᲔᲭᲕᲝ ᲓᲝᲙᲣᲛᲔᲜᲢᲘᲡ ᲐᲦᲛᲝᲩᲔᲜᲘᲡᲐᲡ ᲡᲐᲛᲐᲠᲗᲐᲚᲓᲐᲛᲪᲐᲕᲔᲑᲘᲡᲗᲕᲘᲡ ᲒᲐᲜᲒᲐᲨᲘᲡ (HIT) ᲛᲘᲬᲝᲓᲔᲑᲐ.
ᲘᲜᲢᲔᲠᲞᲝᲚᲘᲡ ᲤᲔᲠᲐᲓᲙᲝᲓᲘᲠᲔᲑᲣᲚᲘ ᲪᲜᲝᲑᲔᲑᲘ ᲓᲐ ᲓᲘᲤᲣᲖᲘᲔᲑᲘ
კრიმინალური პოლიციის საერთაშორისო ორგანიზაცია წევრ სახელმწიფოებს შორის განგაშის სიგნალის გასავრცელებლად იყენებს დიფუზიურ და ფერადკოდირებულ ცნობებს, კერძოდ:

ᲬᲘᲗᲔᲚᲘ ᲪᲘᲠᲙᲣᲚᲐᲠᲘ
მიმალვაში მყოფი პირების მიმართ საერთაშორისო ძებნა მათი დაკავებისა და ექსტრადირების მიზნით.

ლურჯი ცირკულარი
გამოძიების ფარგლებში პირის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მოძიება და მისი ადგილსამყოფლის დადგენა.

მწვანე ცირკულარი
სადაზვერვო ცნობა იმ პირის შესახებ, რომელსაც აქვს კრიმინალური ისტორია და წარმოადგენს შესაძლო საფრთხეს სხვა ქვეყნების საზოგადოებისთვის.

იისფერი ცირკულარი
ინფორმაციის მიწოდება ან გამოთხოვა დანაშაულებრივი მეთოდების, სქემების, მოწყობილობების ან დამალვის ტექნიკის შესახებ.

ყვითელი ცირკულარი
დაკარგული პირების ადგილსამყოფელის დადგენაში, ან იმ დაკარგული პირების იდენტიფიკაციაში დახმარება, ვისაც საკუთარი ვინაობის გარკვევა არ შეუძლია.

ნარინჯისფერი ცირკულარი
ისეთი მოვლენის შესახებ გაფრთხილება, რომელიც საზოგადოებას სერიოზულ და გარდაუვალ საფრთხეს უქადის.

შავი ცირკულარი
ამოუცნობი ცხედრის იდენტიფიკაცია, როდესაც მისი იდენტობა ვერ დგინდება, რამაც შეიძლება ხელი შეუწყოს შესაძლო დანაშაულის გახსნას ან გარდაცვლილის ოჯახის პოვნას.

ვერცხლისფერი ცირკულარი
კრიმინალურ საქმიანობასთან დაკავშირებული ფინანსური აქტივების მოძიება საერთაშორისო დონეზე(გამოიყენება 2025 წლის 10 იანვრიდან).

გაეროს უშიშროების საბჭოს სპეციალური ცირკულარი
გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უშიშროების საბჭოს სანქციების აღსრულება იმ პირების მიმართ, რომლებიც აფინანსებენ, მაგ. ტერორიზმს(ISIS, AL-QAEDA, TALIBAN).
ᲡᲐᲔᲠᲗᲐᲨᲝᲠᲘᲡᲝ ᲫᲔᲑᲜᲘᲡ ᲒᲐᲛᲝᲪᲮᲐᲓᲔᲑᲐ ᲘᲜᲢᲔᲠᲞᲝᲚᲘᲡ ᲬᲘᲗᲔᲚᲘ ᲪᲘᲠᲙᲣᲚᲐᲠᲘᲗ
თუ ინტერპოლის წევრი ქვეყანა ან საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლო გადაწყვეტს მიმალვაში მყოფი პირის ძებნას საერთაშორისო დონეზე, ის ინტერპოლის ცენტრალური ეროვნული ბიუროს მეშვეობით მიმართავს გენერალურ სამდივნოს წითელი ცნობის გამოცემის მოთხოვნით.
ამ მომენტიდან გენერალური სამდივნო ამოწმებს წითელი ცნობის გამოცემის ფორმალურსამართლებრივ საფუძვლებს და იღებს შესაბამის გადაწყვეტილებას.
წითელი ცნობის გამოცემის შემთხვევაში, ძებნილი პირის მონაცემები ხვდება ინტერპოლის კრიმინალური ინფორმაციის სისტემაში და მუდმივმოქმედი I-24/7 საკომუნიკაციო ქსელის მეშვეობით დაუყოვნებლივ იწყებს ცირკულირებას 196 წევრ ქვეყანაში.
ᲠᲐ ᲨᲔᲓᲔᲒᲔᲑᲡ ᲣᲙᲐᲕᲨᲘᲠᲓᲔᲑᲐ ᲬᲘᲗᲔᲚᲘ ᲪᲜᲝᲑᲘᲡ ᲪᲘᲠᲙᲣᲚᲘᲠᲔᲑᲐ?
ᲡᲐᲔᲠᲗᲐᲨᲝᲠᲘᲡᲝ ᲫᲔᲑᲜᲘᲡ ᲙᲠᲘᲢᲘᲙᲣᲚᲘ ᲐᲡᲞᲔᲥᲢᲔᲑᲘ
წითელი ცირკულარით ინტერპოლი 196 წევრ ქვეყანას აწვდის ინფორმაციას კონკრეტული პირის ძებნის შესახებ, რომლის მიმართაც ხორციელდება სისხლისსამართლებრივი დევნა ან გამოტანილია გამამტყუნებელი განაჩენი. ცნობას, როგორც წესი, ერთვის შემდეგი მონაცემები: ბოლო ცნობილი ადგილსამყოფელი, დაბადების თარიღი, ფოტოსურათი, ბიომეტრიული მონაცემები და საქმის მოკლე აღწერა. შესაბამისად, წითელი ცირკულარის გამოცემა იწვევს მთელ რიგ სამართლებრივ სირთულეებს, კერძოდ:
ᲒᲐᲓᲐᲐᲓᲒᲘᲚᲔᲑᲘᲡ ᲨᲔᲖᲦᲣᲓᲕᲐ
ძებნილი პირისთვის პრაქტიკულად შეუძლებელი ხდება ნებისმიერი ქვეყნის საჰაერო, საზღვაო თუ სახმელეთო საზღვრის ლეგალურად კვეთა, რადგან საზღვარზე მათი საბუთები ინტერპოლის მონაცემთა ბაზაში მოწმდება.
ᲥᲕᲔᲧᲐᲜᲐᲨᲘ ᲑᲘᲜᲐᲓᲠᲝᲑᲘᲡ ᲞᲠᲝᲑᲚᲔᲛᲐ
აეროპორტები, პორტები და სახმელეთო გამშვები პუნქტები საზღვრის კვეთის ფაქტს აღრიცხავს, რაც ძებნილი პირის მიკვლევადობას მნიშვნელოვნად ამარტივებს.
ᲓᲐᲙᲐᲕᲔᲑᲐ ᲓᲐ ᲔᲥᲡᲢᲠᲐᲓᲘᲪᲘᲐ
და ბოლოს - ძებნილი პირის აღმოჩენის შემთხვევაში, მას პოლიცია დააკავებს და დაიწყება მის მიმართ საექსტრადიციო პროცედურები ეროვნული კანონმდებლობის ან/და რომის წესდების შესაბამისად.
ᲘᲜᲢᲔᲠᲞᲝᲚᲘᲡ ᲒᲔᲜᲔᲠᲐᲚᲣᲠᲘ ᲡᲐᲛᲓᲘᲕᲜᲝ ᲬᲘᲗᲔᲚ ᲪᲘᲠᲙᲣᲚᲐᲠᲡ ᲐᲠ ᲒᲐᲛᲝᲡᲪᲔᲛᲡ, ᲗᲣ ᲛᲝᲗᲮᲝᲕᲜᲐ:
- ᲞᲝᲚᲘᲢᲘᲙᲣᲠᲐᲓ ᲛᲝᲢᲘᲕᲘᲠᲔᲑᲣᲚᲘᲐ;
- ᲛᲘᲖᲜᲐᲓ ᲠᲔᲚᲘᲒᲘᲣᲠᲘ ᲜᲘᲨᲜᲘᲗ ᲓᲔᲕᲜᲐᲡ ᲘᲡᲐᲮᲐᲕᲡ;
- ᲐᲥᲕᲡ ᲠᲐᲡᲝᲑᲠᲘᲕᲘ ᲜᲘᲐᲓᲐᲒᲘ;
- ᲐᲢᲐᲠᲔᲑᲡ ᲡᲐᲛᲮᲔᲓᲠᲝ ᲮᲐᲡᲘᲐᲗᲡ;
- ᲛᲘᲛᲐᲠᲗᲣᲚᲘᲐ ᲚᲢᲝᲚᲕᲘᲚᲘ ᲞᲘᲠᲘᲡ ᲔᲥᲡᲢᲠᲐᲓᲘᲠᲔᲑᲘᲡᲙᲔᲜ.
ინტერპოლის გენერალური სამდივნო წითელ ცირკულარს არ გამოსცემს, თუ მოთხოვნა:
- პოლიტიკურად მოტივირებულია;
- მიზნად რელიგიური ნიშნით დევნას ისახავს;
- აქვს რასობრივი სარჩული;
- ეხება სამხედრო საკითხებს;
- მიმართულია ლტოლვილი პირის ექსტრადირებისკენ.
როგორ მივმართოთ ინტერპოლის ფაილების კონტროლის კომისიას?
სრული გზამკვლევი
აქ წარმოდგენილია პრაქტიკული ინსტრუქცია იმ პირებისა და ადვოკატებისთვის, რომლებიც INTERPOL-ის ინფორმაციულ სისტემაში (IIS) არსებულ მონაცემებზე წვდომას, გასწორებას/წაშლას, ან CCF-ის გადაწყვეტილების გადახედვას ითხოვს.
ფაილების კონტროლის კომისიის კომპეტენცია INTERPOL-ის სისტემაში
CCF-ის ძირითადი ამოცანა
როგორც აღინიშნა, CCF არის დამოუკიდებელი ორგანო, რომელიც ამოწმებს, შეესაბამება თუ არა INTERPOL-ის მიერ მონაცემთა დამუშავება ორგანიზაციის წესებსა და მონაცემთა დაცვის პრინციპებს. იგი არ იძიებს საქმეს, არ წყვეტს ბრალდების არსს და არ მონაწილეობს საექსტრადიციო პროცედურებში. მისი ამოცანა მხოლოდ ისაა, რომ შეამოწმოს - აკმაყოფილებს თუ არა მონაცემების დამუშავება INTERPOL-ის მოთხოვნებს.
როდის უნდა მივმართოთ CCF-ს?
წვდომა მონაცემებზე
როდესაც გინდათ, გაიგოთ, არის თუ არა თქვენს შესახებ ჩანაწერი INTERPOL-ის მონაცემთა ბაზებსა და კრიმინალური ინფორმაციის სისტემაში;
მონაცემთა გასწორება ან წაშლა
როცა იცით ან ეჭვობთ, რომ არსებობს შეტყობინება/დიფუზია/ჩანაწერი ინტერპოლის საინფორმაციო სისტემაში და ითხოვთ მის გასწორებას ან წაშლას;
მონაცემთა გადახედვა
როდესაც გსურთ, ძველი გადაწყვეტილება შეიცვალოს ახლით, არსებითი გარემოებების აღმოჩენის საფუძველზე (გადახედვა);
წინასწარი ანუ პრევენციული მიმართვა(ე.გ. PRE-EMPTIVE REQUEST)
როცა წინასწარ გსურთ, INTERPOL-ს მომავალში არ დაამუშავოს თქვენი მონაცემები (ე.წ. „წინასწარი, პრევენციული მიმართვა“)
გააკეთე არჩევანი - გადაწყვიტე, რომელ პროცედურას შეეფერება თქვენი შემთხვევა
პირველი არჩევანი
თუ გაგიჩნდა შეკითხვა: "არსებობს რაიმე მონაცემი ჩემზე ინტერპოლის კრიმინალური ინფორმაციის სისტემაში?" - და ფიქრობ, რომ არსებობს, უნდა აირჩიო "წვდომა მონაცემებზე(Access to Data)";
მეორე არჩევანი
თუ ფიქრობ, რომ ინტერპოლის მონაცემთა ბაზაში „არასწორია/არაკანონიერია ჩანაწერი და უნდა შეცვალონ/წაშალონ," მაშინ განაცხადი უნდა წარადგინო გასწორება/წაშლაზე(Correction/Deletion).
მესამე არჩევანი
მონაცემთა გადახედვა(Revision) უნდა მოითხოვო მხოლოდ მაშინ, როცა გაქვს ახლად აღმოჩენილი(მანამდე უცნობი) არსებითი ფაქტი, რომელიც, რომ ყოფილიყო ცნობილი საწყისი განხილვისას, CCF-ს სხვა დასკვნამდე მიიყვანდა. ამ მოთხოვნით კომისიას უნდა მიმართო აღმოჩენიდან 6 თვის განმავლობაში.
მეოთხე არჩევანი
წინასწარი მიმართვა (Pre-emptive) — „ახლა ჩანაწერი შეიძლება არც არსებობს, მაგრამ ვითხოვ, მომავალშიც არ დაამუშაონ ჩემი მონაცემი, რადგან წესებს დაარღვევს.“ წინასწარ მიმართვას ირჩევ მაშინ, როცა, მაგალითად, ფიქრობ, რომ შენ პოლიტიკური ნიშნით იდევნები და შეიძლება შენმა ქვეყანამ წითელი ცნობის გამოცემა მოითხოვოს უახლოეს მომავალში.
განაცხადის შევსება და გაგზავნა
შეარჩიე ოფიციალური განაცხადის ფორმა და შეავსე
არსებობს განაცხადის სამი ფორმა - (Access / Correction-Deletion / Revision) — თქვენ ის უნდა შეავსოთ და ხელი მოაწეროთ დოკუმენტს; ფორმას წინ აქვს სქოლიოს ცარიელი გრაფა, რომელსაც ჰქვია დანართების სია (List of attached appendices). აქ უნდა ჩამოწეროთ ყველა წარსადგენი დოკუმენტი, რაც შეაგროვეთ.
შეკრიბე ყველა სავალდებულო დოკუმენტი
1. პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი - სახელი, გვარი, დაბადების თარიღი და ადგილი(ფოტოსურათი მკაფიოდ უნდა ჩანდეს); 2. მინდობილობა - თუ წარმომადგენელი გყავთ, საჭიროა განმცხადებელმა ხელი მოაწეროს სპეციალურ გრაფას განაცხადის ფორმაში წარმომადგენლისთვის რწმუნებულების მინიჭების შესახებ.
შეარჩიე სამართალწარმოების ენა
დოკუმენტები უნდა წარადგინოთ თარგმნილი სახით INTERPOL-ის სამუშაო ენაზე - ინგლისურად, ფრანგულად, ესპანურად ან არაბულად. უმჯობესია, თარგმანი დაამოწმოთ ნოტარიული წესით.
გაგზავნის ოფიციალური წესი
განაცხადის გაგზავნა
განაცხადი იგზავნება ფორმაზე დატანილ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: CCF@interpol.int
სხვაგვარი კომუნიკაცია
გაითვალისწინეთ, რომ CCF-ის წევრებთან პირდაპირი კომუნიკაცია აკრძალულია.
ზეპირი მოსმენა
საერთო წესის მიხედვით, ფაილების მართვის კომისია ზეპირ მოსმენებს არ ატარებს, გარდა განსაკუთრებული შემთხვევებისა.
რა ხდება შემდეგ: პროცედურული ეტაპები და ვადები
წარმოებაში მიღება და დასაშვებად ცნობა
გაგზავნის შემდეგ, თქვენ მიიღებთ დათარიღებულ შეტყობინებას ელ.ფოსტაზე, რომ განაცხადი მიღებულია. დასაშვებობის საკითხი განიხილება განაცხადის მიღებიდან 1 თვის ვადაში. ამ პერიოდში, კომისიამ შესაძლოა მოგთხოვოთ დამატებითი დოკუმენტაციის წარმოდგენა.
კონფიდენციალობის დაცვა
თქვენი მიმართვა არ ფიქსირდება INTERPOL-ის ცენტრალურ მონაცემთა სისტემაში. თუ რომელიმე ინფორმაცია განსაკუთრებით კონფიდენციალურად მონიშნეთ, CCF მას არ გადასცემს ეროვნულ ბიუროს/სამდივნოს (გარდა გამონაკლისისა, როდესაც პროცესის ბოროტად გამოყენების სერიოზული ეჭვია).
საქმის არსებითი განხილვა
წვდომა: CCF ჯერ ამოწმებს, არსებობს თუ არა მონაცემი; გამჟღავნებამდე კონსულტირდება წყაროსთან (რომელ ქვეყანას ეკუთვნის ჩანაწერი).
გასწორება/წაშლა: CCF იკვლევს, შეესაბამება თუ არა ჩანაწერის დამუშავება INTERPOL-ის წესებს; ითხოვს დამატებით განმარტებებს თქვენგან/წყაროსგან/გენ. სამდივნოდან.
სასწრაფო ზომები(PROVISIONAL MEASURES)
არსებობს დროებითი, პროცედურული ზომები, რომელსაც CCF იყენებს მხოლოდ გადაუდებელ გარემოებებში, რათა შეუქცევადი ზიანი თავიდან აიცილოს განხილვის დასრულებამდე. ასეთ დროს, კომისია აჩერებს მონაცემთა დამუშავებას ან საქმეს ანიჭებს პრიორიტეტულ რიგს.
გადაწყვეტილების მიღების ვადები
რა ვადებში მიიღება გადაწყვეტილება: ა) მონაცემებზე წვდომის თაობაზე: განაცხადის დასაშვებად ცნობიდან 4 თვის ვადაში; ბ)გასწორების/წაშლის თაობაზე: 9 თვის ვადაში(შეიძლება, გახანგრძლივდეს გონივრული ვადით).
გადაწყვეტილების სავალდებულოობა
CCF-ის გადაწყვეტილებები სავალდებულოა INTERPOL-ისთვის: გენერალურმა სამდივნომ უნდა განახორციელოს ისინი, როგორც წესი, 1 თვეში, რის შემდეგაც CCF 1 თვეში გიგზავნით საბოლოო წერილს იმპლემენტაციის შესახებ.
მიღებული გადაწყვეტილების გადახედვა(REVISION)
თუ აღმოჩნდება ახალი, არსებითი ფაქტი, რომელსაც შეეძლო შედეგის ცვლილება, კომისიას მიმართეთ 6 თვის ვადაში მისი აღმოჩენიდან. გამოიყენეთ გადახედვის ფორმა და მოკლედ ახსენით, რატომ შეცვლიდა ეს ფაქტი პირვანდელ შეფასებას.
წვდომა ინტერპოლის საჯარო მონაცემთა ბაზებზე
ეს პორტალი უზრუნველყოფს მომხმარებლის პირდაპირ წვდომას ინტერპოლის სამ საჯარო მონაცემთა ბაზასთან:
წვდომა ინტერპოლის საჯარო მონაცემთა ბაზებზე
ინტერპოლის ადვოკატი თბილისში, საქართველოში
საერთაშორისო ექსპერტი პოლიციის საერთაშორისო ორგანიზაციის მონაცემთა დაცვის საკითხებში
საბა ხელაშვილი არის სპეციალიზებული იურისტი და აღიარებული საერთაშორისო ექსპერტი ინტერპოლის მონაცემთა დაცვის საკითხებში. მას აქვს ხანგრძლივი პრაქტიკა ინტერპოლის ფაილების კონტროლის კომისიაში საქმეთა წარმოების კუთხით. მისი მიდგომა ეფუძნება მონაცემთა დამუშავების წესების ღრმა ანალიზს და პროცესების მართვის საკუთარ მეთოდოლოგიას ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე, რათა ინტერპოლის ჩანაწერი არ იქცეს უკანონო გამოყენების ობიექტად. საბა ხელაშვილის პრაქტიკული მიმართულებები მოიცავს:
უკანონოდ დაკავებული და ჩამორთმეული მგორავი, მფრინავი და მცურავი სატრანსპორტო საშუალებების ამორიცხვა ინტერპოლის SVD (Stolen Vehicle Database) - მოპარული სატრანსპორტო საშუალებათა მონაცემთა ბაზიდან და მათი კლიენტისთვის დაბრუნება.
წითელი ცირკულარის/დიფუზიური ცნობის გაუქმება და პირადი მონაცემების წაშლა ინტერპოლის კრიმინალური ინფორმაციის სისტემიდან.
ფაილების კონტროლის კომისიისთვის წინასწარი მიმართვა პირადი მონაცემების მომავალში დამუშავების პრევენციის მიზნით, მაშინ, როცა აშკარაა, რომ თქვენ იდევნებით პოლიტიკური, რასობრივი, სამხედრო ან რელიგიური ნიშნით და, შესაძლოა, მდევნელმა ქვეყანამ ინტერპოლს მიმართოს წითელი ცნობის/დიფუზიის გამოცემის მოთხოვნით.
მიმართე ინტერპოლის საკითხებში სპეციალიზებულ ადვოკატს!
გაიგე, არსებობს თუ არა შენზე ინფორმაცია და მოითხოვე მისი წაშლა ან შესწორება — პროფესიონალური დახმარება CCF-ში მიმდინარე განხილვების პროცესში.


