სისხლის სამართლის ადვოკატი

საბა ხელაშვილი – გამოცდილი სისხლის სამართლის ადვოკატი თბილისში, რომელსაც ენდობიან!

ეფექტური ადვოკატირება სისხლის სამართლის სფეროში

დაცვა გამოძიებისა და სასამართლო განხილვის ეტაპებზე

საბა ხელაშვილი (ს/ნ:10426) არის საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის მოქმედი წევრი და მაღალი კომპეტენციის სისხლის სამართლის ადვოკატი.

მისი იურიდიული ფირმა პრაქტიკას ახორციელებს მთელ საქართველოში, პირველი ინსტანციის, სააპელაციო და უზენაეს სასამართლოში, მათ შორის, მონაწილეობას იღებს ნაფიც მსაჯულთა განსჯად მაღალი პროფილის სისხლის სამართლის საქმეებშ.

გარდა ამისა, ადვოკატი კლიენტებს წარმოადგენს საქართველოს პროკურატურასა და ყველა სხვა საგამოძიებო უწყებაში, გამოძიების ნებისმიერ სტადიაზე. 

ადვოკატი საბა ხელაშვილი - ფორბსის საიმიჯო ფოტო.

შედეგზე ორიენტირებული დაცვა

ეფექტური გამოძიების ჩატარება, მოწმეთა ჯვარედინი დაკითხვა და სასურველი პირობებით საპროცესო შეთანხმების უზრუნველყოფა.

ადეკვატური ფასები

ადვოკატის დაქირავება საუკეთესო ფასად და გადახდის სამართლიანი პირობებით.

საქმის სტრატეგიული აუდიტი

კვალიფიციური იურიდიული კონსულტაცია, მტკიცებულებათა ანალიზი და ერთობლივად შემუშავებული დაცვის სტრატეგია.

პროცესის შემდგომი მხარდაჭერა

აპელაცია, კასაცია, ნასამართლობის მოხსნა და სასჯელის მოუხდელი ნაწილის შეცვლა.

წელი გამოცდილება
0 +
საქმე ყოველ წელს
0 +
წარმატებული საქმე
0 +
ეთიკის დარღვევა
0

ინდივიდუალური მიდგომა

გვესმის, რომ თითოეული შემთხვევა უნიკალურია და მოითხოვს ინდივიდუალურ მიდგომას. ამდენად, ჩვენ ვსწავლობთ საქმის სპეციფიკას და ვამუშავებთ მასზე მორგებულ სტრატეგიას.

მაღალი საქმიანი რეპუტაცია

აგრეთვე, პროფესიულ წრეებში ვსარგებლობთ სანდო, გამოცდილი და კვალიფიციური ფირმის რეპუტაციით, რასაც განაპირობებს კეთილსინდისიერად შესრულებული პროფესიული მოვალეობა.

ეთიკის უმაღლესი სტანდარტი

ამას გარდა, პატივს ვცემთ პროფესიულ ეთიკას: ნდობას, კონფიდენციალობასა და კოლეგიალობას. ასევე, არასოდეს ვუშვებთ კომპრომისსა და ინტერესთა კონფლიქტს კლიენტის საზიანოდ.

ინდივიდუალური მიდგომა

გვესმის, რომ თითოეული შემთხვევა უნიკალურია და მოითხოვს ინდივიდუალურ მიდგომას. ამდენად, ჩვენ ვსწავლობთ საქმის სპეციფიკას და ვამუშავებთ მასზე მორგებულ სტრატეგიას.

მაღალი საქმიანი რეპუტაცია

აგრეთვე, პროფესიულ წრეებში ვსარგებლობთ სანდო, გამოცდილი და კვალიფიციური ფირმის რეპუტაციით, რასაც განაპირობებს კეთილსინდისიერად შესრულებული პროფესიული მოვალეობა.

ეთიკის უმაღლესი სტანდარტი

ამას გარდა, პატივს ვცემთ პროფესიულ ეთიკას: ნდობას, კონფიდენციალობასა და კოლეგიალობას. ასევე, არასოდეს ვუშვებთ კომპრომისსა და ინტერესთა კონფლიქტს კლიენტის საზიანოდ.

სისხლის სამართლის საქმეთა წარმოება მთელ საქართველოში

შეარჩიე სწორი წარმომადგენლობა ყველგან

სისხლის სამართლის პროცესში მნიშვნელოვანია სწორი წარმომადგენლობის შერჩევა, რადგან, როგორც თბილისში, ისე რეგიონებში, ადგილობრივი სასამართლო პრაქტიკის ცოდნა და სასამართლოში ჩამოყალიბებული საქმიანი რეპუტაცია გადამწყვეტ როლს თამაშობს საქმის შედეგების თვალსაზრისით. 

სისხლის სამართლის ადვოკატი თბილისში

ერთი მხრივ, საბა ხელაშვილი საადვოკატო პრაქტიკას, ძირითადად, დედაქალაქში - თბილისში, ახორციელებს და, შესაბამისად, კარგად იცნობს ადგილობრივ სასამართლო პრაქტიკას.

წარმომადგენლობა რეგიონებში

მეორე მხრივ, თბილისის საქალაქო, სააპელაციო და უზენაეს სასამართლოებში შეძენილი გამოცდილება და ძლიერი ადვოკატის სახელი მას რეგიონულ ჭრილში სანდო და კვალიფიციურ ადვოკატად აყალიბებს.

რეპუტაციული გავლენა

გარდა ამისა, საქართველოს სასამართლოებში შეძენილი ძლიერი პროფესიული რეპუტაცია მის სიტყვას კიდევ უფრო მეტ დამაჯერებლობას სძენს მოსამართლეთა/ნაფიც მსაჯულთა თვალში.

წარმომადგენლობის შერჩევისას, უპირველესად, გაითვალისწინეთ, რომ:

საბა ხელაშვილი - კვალიფიციური სისხლის სამართლის ადვოკატი თბილისში.
საბა ხელაშვილი - წამყვანი სისხლის სამართლის ადვოკატი თბილისში, რომელიც პრაქტიკას მთელ საქართველოში ახორციელებს.

სისხლისსამართლებრივი დაცვის მიმართულებები

საბა ხელაშვილი საადვოკატო საქმიანობას ახორციელებს სისხლის სამართლის შემდეგი მიმართულებებით:

მტკიცებულებების მოპოვება

საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების წარმოება დაცვის პოზიციის სასარგებლო მტკიცებულებების მოპოვების მიზნით. 

წარმომადგენლობა სასამართლოში

წარმომადგენლობა საქართველოს საკონსტიტუციო, პირველი ინსტანციის, სააპელაციო, საკასაციო და ნაფიც მსაჯულთა სასამართლოებში.

გადაცემა და ექსტრადიცია

ექსტრადიციისა და საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოსთვის პირის გადაცემის პროცედურებში მონაწილეობა.

ინტერპოლის მონაცემთა საკითხები

საქმეთა წარმოება ინტერპოლის ფაილების კონტროლის კომისიაში(CCF) მონაცემთა გადახედვის, წაშლის, შესწორების ან წვდომის მოთხოვნით. 

სასჯელაღსრულების სამართალი

იურიდიული დახმარება სასჯელის აღსრულებისა და პრობაციის საკითხებში. აგრეთვე, მონაწილეობა ნასამართლობის მოხსნისა და შეწყალების საქმეებში.

დაზარალებულის დაცვა

მსხვერპლის დაზარალებულად ცნობისა და დევნის დაწყების მოთხოვნით პროკურატურაში განაცხადის, ხოლო სასამართლოში, – საჩივრის, შეტანა.

დასრულებული საქმეები შედეგების მიხედვით

სასამართლოს გამოტანილი განაჩენების სტატისტიკა

სრულად გამამართლებელი განაჩენი
0%
ნაწილობრივ გამამართლებელი განაჩენი
0%
საპროცესო შეთანხმებით დასრულებული საქმეები
0%
პირობითი მსჯავრდით დასრულებული საქმეები
0%

რატომ უნდა დაუკავშირდე ადვოკატს დროულად?

ოთხი მთავარი მიზეზი, რომელიც საქმისთვის არის გადამწყვეტი

მთავარი მტკიცებულებების მოპოვება

სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებიდან პირველი 48 საათი ყველაზენიშვნელოვანია, რადგან საქმის მთავარი მტკიცებულებები სწორედ ამ პერიოდში მოიპოვება. გამოძიების მომდევნო ეტაპზე, მხარეები სწორედ მათს საფუძველზე მოიპოვებენ ყველა დანარჩენს.

უკანონოდ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების გასაჩივრება

მეორე მხრივ, კანონდარღვევით ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებები 48-საათიან ვადაში უნდა გასაჩივრდეს სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიაში. თუ სააპელაციო სასამართლომ დაუშვებლად არ სცნო კანონდარღვევით მოპოვებული მტკიცებულებები, ისინი საქმის არსებითი განხილვის ეტაპზე გადავა და, შესაძლოა, განაჩენს დაედოს საფუძვლად.

აღკვეთის ღონისძიების შეფარდება

გარდა ამისა, პროკურორი დაკავებიდან 48 საათში მიმართავს სასამართლოს თქვენ მიმართ აღკვეთის ღონისძიების გამოყენების მოთხოვნით. ასეთ დროს, დიდწილად ადვოკატის პოზიციის ეფექტურობაზეა დამოკიდებული, საპროცესო უზრუნველყოფის რომელ საშუალებას გამოიყენებს მოსამართლე თქვენ მიმართ.

გამოძიების დასრულების თარიღის განსაზღვრა

პირველი წარდგენის სხდომაზე, ასევე, წყდება, რა დრო ექნება დაცვის მხარეს მტკიცებულებების მოსაპოვებლად. ეს პერიოდი კრიტიკულია — თუ სასამართლომ არასაკმარისი ვადა განსაზღვრა გამოძიების დასრულებისთვის, დაცვის მხარე ვერ შეძლებს უდანაშაულობის დამტკიცებას. ამრიგად, ადვოკატი უზრუნველყოფს, დადგინდეს გონივრული ვადა სრულფასოვანი გამოძიების ჩასატარებლად.

ბრალდებული ადვოკატთან ერთად წარმოდგენილია პირველი წარდგენის სხდომაზე, სადაც მოსამართლის მიერ განისაზღვრება გამოძიების დასრულების თარიღი, აღკვეთის ღონისძიების ფორმა და წინასასამართლო სხდომის თარიღი.

საქმეში ადვოკატის დროული ჩართვით უზრუნველყოფთ ეფექტურ დაცვას, კერძოდ:

საბა ხელაშვილი ქართულ და საერთაშორისო მედიაში

რას წერენ ავტორიტეტული გამოცემები სისხლის სამართლის ადვოკატის შესახებ?

მიმართე ერთ-ერთ წამყვან სისხლის სამართლის ადვოკატს საქართველოში!

ადვოკატთან დროული დაკავშირება უზრუნველყოფს ეფექტურ დაცვას და თავიდან აგარიდებთ გამოუსწორებელ შედეგებს. დაუკავშირდით მას დროულად – შეარჩიეთ სწორი წარმომადგენლობა ჩვენთან!

როგორ მოვიგოთ სისხლის სამართლის საქმე?

საქმის მოგების ოთხი მთავარი წესი

შეჯიბრებით პროცესში, სადაც მოსამართლე მხოლოდ განაჩენის გამოტანის ფუნქციას ასრულებს, მთავარ როლს პროკურორი და ადვოკატი თამაშობენ და მათს პროფესიონალიზმს საქმის შედეგების გადაწყვეტა შეუძლია.

ამდენად, საქმის მოგება მოითხოვს სათანადო მტკიცებულებების შეგროვებას, დაცვის გონივრული სტრატეგიის შემუშავებას და საქმის ეფექტურად წარმართვას სასამართლოში.

ამის გათვალისწინებით, საბა ხელაშვილის დაცვის მეთოდოლოგია ეფუძნება ოთხ ძირითად ტაქტიკას, კერძოდ:

ეფექტური გამოძიების ჩატარება

ჩვენი მიზანია, მოვიპოვოთ თქვენი უდანაშაულობის დამადასტურებელი მასალები. დაცვის მხარე არ ვკმაყოფილდებით მხოლოდ პროკურატურის წარმოდგენილი მტკიცებულებებით, არამედ ვატარებთ საკუთარ, დამოუკიდებელ და სიღრმისეულ, გამოძიებას, რითაც ვქმნით დავის მყარ ფუნდამენტს:

მტკიცებულებათა სტრატეგიული ანალიზი

ჩვენ ვსწავლობთ ბრალდების მოპოვებულ ყველა მტკიცებულებას განსაკუთრებული სიზუსტით: ვაანალიზებთ საქმის თითოეულ დეტალს, რათა ეჭვქვეშ დავაყენოთ მათი წარმომავლობა, ავთენტურობა, დასაშვებობა და უტყუარობა:

ეფექტური ჯვარედინი დაკითხვა

ჯვარედინი დაკითხვა სასამართლო დარბაზში დაცვის მხარის ყველაზე ბასრი და მძლავრი ინსტრუმენტია. ეს არ არის უბრალოდ კითხვების დასმა, ესაა - ზედმიწევნითი პროცესი, რომლის მიზანია, ბრალდების მხარის მოწმე თავად მოჰყვეს იმ ვერსიას, რაც დაცვას სურს:

ეფექტური მოლაპარაკება პროკურატურასთან

გამოძიებასთან თანამშრომლობა, ზოგჯერ, საქმის მოგების ყველაზე ეკონომიური, სწრაფი და ეფექტური საშუალებაა. თქვენმა ადვოკატმა იცის, როდის აქვს გამამართლებელი განაჩენისთვის ბრძოლას აზრი და როდისაა მოლაპარაკება საუკეთესო გამოსავალი.

ისტორიები, რომელმაც ადამიანთა ცხოვრება შეცვალა

ჩვენი კლიენტების პირადი გამოცდილება და რჩევები

როდესაც ცხოვრება გაყენებთ უსამართლობის წინაშე, ადვოკატი საბა ხელაშვილი ყოველთვის ირჩევს სამართლიანობისთვის ბრძოლის გზას. 

კლიენტთა აბსოლუტური უმეტესობა, დაახლოებით - 70%, ჩვენ პირადი გამოცდილებითა და რეკომენდაციით გვირჩევს! 

ამის გათვალისწინებით, ჩვენი კლიენტები გაგიზიარებენ ჩვენთან მუშაობის გამოცდილებას და გიამბობენ ისტორიებს, რომელმაც მათი ცხოვრება შეცვალა! 

გადაახვიეთ ზევით