ᲬᲐᲠᲛᲝᲛᲐᲓᲒᲔᲜᲚᲝᲑᲐ ᲡᲐᲡᲐᲛᲐᲠᲗᲚᲝᲨᲘ

ᲡᲐᲞᲠᲝᲪᲔᲡᲝ ᲬᲐᲠᲛᲝᲛᲐᲓᲒᲔᲜᲚᲝᲑᲐ ᲡᲘᲡᲮᲚᲘᲡ ᲡᲐᲛᲐᲠᲗᲚᲘᲡ ᲡᲐᲡᲐᲛᲐᲠᲗᲚᲝᲨᲘ — ᲓᲐᲪᲕᲐ, ᲠᲝᲛᲔᲚᲘᲪ ᲔᲤᲣᲫᲜᲔᲑᲐ ᲪᲝᲓᲜᲐᲡᲐ ᲓᲐ ᲠᲔᲐᲚᲣᲠ ᲒᲐᲛᲝᲪᲓᲘᲚᲔᲑᲐᲡ!

 

ᲑᲠᲐᲚᲓᲔᲑᲣᲚᲘᲡ ᲘᲜᲢᲔᲠᲔᲡᲔᲑᲘᲡ ᲓᲐᲪᲕᲐ ᲡᲐᲥᲐᲠᲗᲕᲔᲚᲝᲡ ᲡᲐᲔᲠᲗᲝ ᲡᲐᲡᲐᲛᲐᲠᲗᲚᲝᲔᲑᲨᲘ

ᲓᲐᲪᲕᲘᲡ ᲙᲝᲜᲡᲢᲘᲢᲣᲪᲘᲣᲠᲘ ᲣᲤᲚᲔᲑᲐ ᲡᲘᲡᲮᲚᲘᲡ ᲡᲐᲛᲐᲠᲗᲚᲘᲡ ᲛᲐᲠᲗᲚᲛᲡᲐᲯᲣᲚᲔᲑᲐᲨᲘ

სისხლის სამართლის პროცესში ეფექტური საპროცესო წარმომადგენლობა პირდაპირ უკავშირდება დაცვის უფლების განხორციელების კონსტიტუციურ იდეას. 

თავის მხრივ, დაცვის უფლება სისხლის სამართლის მართლმსაჯულების ცენტრალური კონცეფციაა, რომელიც დანაშაულში ბრალდებულ პირთა ინტერესების დაცვას ისახავს მიზნად.

ეს უფლება მოიაზრებს მრავალმხრივ სამართლებრივ მექანიზმს, რომ სისხლისსამართლებრივი დევნის წინააღმდეგ თითოეულ პირს ჰქონდეს ეფექტური დაცვის შესაძლებლობა სასამართლოში.

სად მთავრდება ბრალდება და სად იწყება მართლმსაჯულება? – ეს ხაზი გადის იქ, სადაც ბრალდებულს ეძლევა შესაძლებლობა, იყოს მოსმენილი და ეფექტურად წარადგინოს თავისი პოზიცია.

ამდენად, უძველესი რომაული პრინციპი – audiatur et altera pars – “მეორე მხარესაც უნდა მოუსმინონ” – დღემდე რჩება მართლმსაჯულების ქვაკუთხედად. 

ამის გათვალისწინებით, სამართლიანი სასამართლო პროცესის უზრუნველყოფა შეუძლებელია კვალიფიციური იურიდიული დახმარების გარეშე, რასაც სისხლის სამართლის ადვოკატი — საბა ხელაშვილი ახორციელებს. 

თემიდას სკულპტურა სასწორითა და ხანჯლით ხელში, სადაც ხანჯალი აღსრულების, ხოლო, სასწორი - მართლმსაჯულების სიმბოლოა.

ᲬᲐᲠᲛᲝᲛᲐᲓᲒᲔᲜᲚᲝᲑᲐ ᲡᲘᲡᲮᲚᲘᲡ ᲡᲐᲛᲐᲠᲗᲚᲘᲡ ᲛᲐᲠᲗᲚᲛᲡᲐᲯᲣᲚᲔᲑᲘᲡ ᲧᲕᲔᲚᲐ ᲔᲢᲐᲞᲖᲔ

ᲔᲤᲔᲥᲢᲣᲠᲘ ᲓᲐᲪᲕᲐ ᲡᲐᲥᲐᲠᲗᲕᲔᲚᲝᲡ ᲡᲐᲔᲠᲗᲝ ᲡᲐᲡᲐᲛᲐᲠᲗᲚᲝᲔᲑᲨᲘ

ᲞᲘᲠᲕᲔᲚᲘ ᲘᲜᲡᲢᲐᲜᲪᲘᲘᲡ ᲡᲐᲡᲐᲛᲐᲠᲗᲚᲝ

ეფექტური დაცვა პირველი ინსტანციის — საქალაქო და რაიონულ სასამართლოებში.

ᲡᲐᲐᲞᲔᲚᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲡᲐᲛᲐᲠᲗᲚᲝ

წარმომადგენლობა თბილისისა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოებში.

ᲣᲖᲔᲜᲐᲔᲡᲘ ᲡᲐᲡᲐᲛᲐᲠᲗᲚᲝ

წარმომადგენლობა საქართველოს უზენაეს სასამართლოში.

ᲡᲐᲔᲠᲗᲝ ᲡᲐᲡᲐᲛᲐᲠᲗᲚᲝᲔᲑᲘ

სისხლის სამართლის საქმეებზე ეფექტური დაცვა პირველი ინსტანციის, სააპელაციო და უზენაეს სასამართლოებში.

ᲜᲐᲤᲘᲪ ᲛᲡᲐᲯᲣᲚᲗᲐ ᲡᲐᲡᲐᲛᲐᲠᲗᲚᲝ

მძიმე კატეგორიის ბრალდების საქმეებზე სტრატეგიული დაცვა და წარმომადგენლობა ნაფიც მსაჯულთა სასამართლოში.

ᲡᲐᲙᲝᲜᲡᲢᲘᲢᲣᲪᲘᲝ ᲡᲐᲡᲐᲛᲐᲠᲗᲚᲝ

საერთო სასამართლოების უკანონო პრაქტიკების საკონსტიტუციო კონტროლი და ფუნდამენტური უფლებების დაცვა.

ᲡᲐᲛᲐᲠᲗᲚᲘᲐᲜᲘ ᲡᲐᲡᲐᲛᲐᲠᲗᲚᲝ ᲓᲐ ᲡᲘᲡᲮᲚᲘᲡ ᲡᲐᲛᲐᲠᲗᲚᲘᲡ ᲛᲐᲠᲗᲚᲛᲡᲐᲯᲣᲚᲔᲑᲘᲡ ᲛᲗᲐᲕᲐᲠᲘ ᲞᲠᲘᲜᲪᲘᲞᲔᲑᲘ

ᲑᲠᲐᲚᲓᲔᲑᲣᲚᲘᲡ ᲓᲐᲪᲕᲘᲡ ᲒᲐᲠᲐᲜᲢᲘᲔᲑᲘ

სისხლის სამართლის პროცესში მნიშვნელოვანია სწორი წარმომადგენლობის შერჩევა, რადგან, როგორც თბილისში, ისე რეგიონებში, ადგილობრივი სასამართლო პრაქტიკის ცოდნა და სასამართლოში ჩამოყალიბებული საქმიანი რეპუტაცია გადამწყვეტ როლს თამაშობს საქმის შედეგების თვალსაზრისით.

ᲡᲘᲡᲮᲚᲘᲡ ᲡᲐᲛᲐᲠᲗᲚᲘᲡ ᲐᲓᲕᲝᲙᲐᲢᲘ ᲗᲑᲘᲚᲘᲡᲨᲘ

ერთი მხრივ, საბა ხელაშვილი საადვოკატო საქმიანობას, ძირითადად, საქართველოს დედაქალაქში — თბილისში ახორციელებს და, შესაბამისად, კარგად იცნობს ადგილობრივ სასამართლო პრაქტიკას.

ᲬᲐᲠᲛᲝᲛᲐᲓᲒᲔᲜᲚᲝᲑᲐ ᲠᲔᲒᲘᲝᲜᲔᲑᲨᲘ

მეორე მხრივ, თბილისის საქალაქო, სააპელაციო და საქართველოს უზენაეს სასამართლოში შეძენილი გამოცდილება და ძლიერი ადვოკატის სახელი მას რეგიონულ ჭრილში სანდო და კვალიფიციურ ადვოკატად აყალიბებს.

ᲞᲠᲝᲤᲔᲡᲘᲣᲚᲘ ᲠᲔᲞᲣᲢᲐᲪᲘᲐ ᲡᲐᲡᲐᲛᲐᲠᲗᲚᲝᲨᲘ

გარდა ამისა, საბა ხელაშვილის სახელი და დაცვის მეთოდოლოგია კარგად არის ცნობილი საქართველოს ყველა სასამართლო დარბაზში — მაღალი საქმიანი რეპუტაციის წყალობით, მისი პოზიცია ყოველთვის განსაკუთრებულ ყურადღებასა და განხილვას იმსახურებს.

ᲡᲐᲞᲠᲝᲪᲔᲡᲝ ᲬᲐᲠᲛᲝᲛᲐᲓᲒᲔᲜᲚᲝᲑᲘᲡ ᲨᲔᲠᲩᲔᲕᲘᲡᲐᲡ ᲛᲜᲘᲨᲕᲜᲔᲚᲝᲕᲐᲜᲘᲐ ᲘᲪᲝᲓᲔᲗ, ᲠᲝᲛ:

საბა ხელაშვილი - სისხლის სამართლის ადვოკატი თბილისში.

ᲡᲐᲡᲐᲛᲐᲠᲗᲚᲝ ᲒᲐᲜᲮᲘᲚᲕᲔᲑᲨᲘ ᲡᲞᲔᲪᲘᲐᲚᲘᲖᲔᲑᲣᲚᲘ ᲡᲘᲡᲮᲚᲘᲡ ᲡᲐᲛᲐᲠᲗᲚᲘᲡ ᲐᲓᲕᲝᲙᲐᲢᲘ

ᲠᲐᲢᲝᲛ ᲘᲠᲩᲔᲕᲔᲜ ᲡᲐᲑᲐ ᲮᲔᲚᲐᲨᲕᲘᲚᲡ ᲡᲐᲡᲐᲛᲐᲠᲗᲚᲝᲨᲘ ᲬᲐᲠᲛᲝᲛᲐᲓᲒᲔᲜᲚᲝᲑᲘᲡᲗᲕᲘᲡ?

საბა ხელაშვილი არის სასამართლო განხილვებში სპეციალიზებული სისხლის სამართლის ადვოკატი. მას აქვს კლიენტთა ინტერესების დაცვის მრავალწლიანი გამოცდილება საქართველოს საერთო და საკონსტიტუციო სასამართლოებში. მისი მიდგომა ეფუძნება დაცვის საკუთარ მეთოდოლოგიას, საპროცესო კანონმდებლობის ღრმა ცოდნასა და სასამართლო პრაქტიკის ზედმიწევნით ანალიზს. შესაბამისად, პასუხი კითხვაზე, რატომ ირჩევენ საბა ხელაშვილს, არის შემდეგი:

ᲔᲤᲔᲥᲢᲣᲠᲘ ᲨᲔᲡᲐᲕᲐᲚᲘ ᲡᲘᲢᲧᲕᲘᲗ ᲬᲐᲠᲓᲒᲔᲜᲐ

დაცვის მხარის პოზიციის მკაფიო და დამაჯერებელი წარდგენა, რომელიც სასამართლოს თავიდანვე აცნობს საქმის ძირითად გარემოებებს.

ᲛᲝᲬᲛᲔᲗᲐ ᲔᲤᲔᲥᲢᲣᲠᲘ ᲓᲐᲙᲘᲗᲮᲕᲐ

მოწმეთა პირდაპირი და ჯვარედინი დაკითხვა, რომელიც ავლენს საქმისთვის მნიშვნელოვან ფაქტებს და წარმოაჩენს ჩვენებაში არსებულ წინააღმდეგობებს.

ᲛᲢᲙᲘᲪᲔᲑᲣᲚᲔᲑᲐᲗᲐ ᲒᲐᲛᲝᲙᲕᲚᲔᲕᲐ

დაცვის მხარის მტკიცებულებების უშუალო და ზეპირი გამოკვლევა სასამართლო პროცესზე. აგრეთვე, მონაწილეობის მიღება ბრალდების მხარის მტკიცებულებათა გამოკვლევის პროცესში.

ᲔᲤᲔᲥᲢᲣᲠᲘ ᲓᲐᲡᲙᲕᲜᲘᲗᲘ ᲡᲘᲢᲧᲕᲘᲗ ᲬᲐᲠᲓᲒᲔᲜᲐ

სასამართლო განხილვისას გამოკვლეული მტკიცებულებებისა და დადგენილი გარემოებების ერთიანი სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე, ბრალდების არგუმენტების უარყოფა და დაცვის პოზიციის შეჯამება.

საბა ხელაშვილი - სასამართლო წარმომადგენლობაში სპეციალიზებული სისხლის სამართლის ადვოკატი.

ᲡᲐᲑᲐ ᲮᲔᲚᲐᲨᲕᲘᲚᲘᲡ ᲡᲐᲛᲝᲥᲛᲔᲓᲝ ᲒᲔᲒᲛᲐ ᲡᲐᲡᲐᲛᲐᲠᲗᲚᲝ ᲬᲐᲠᲛᲝᲛᲐᲓᲒᲔᲜᲚᲝᲑᲘᲡᲐᲡ:

გადაახვიეთ ზევით