ПРЕДСТАВИТЕЛЬСТВО В СУДЕ

ᲔᲤᲔᲥᲢᲣᲠᲘ ᲡᲐᲞᲠᲝᲪᲔᲡᲝ ᲬᲐᲠᲛᲝᲛᲐᲓᲒᲔᲜᲚᲝᲑᲐ ᲡᲐᲥᲐᲠᲗᲕᲔᲚᲝᲡ ᲡᲐᲔᲠᲗᲝ ᲓᲐ ᲡᲐᲙᲝᲜᲡᲢᲘᲢᲣᲪᲘᲝ ᲡᲐᲡᲐᲛᲐᲠᲗᲚᲝᲔᲑᲨᲘ

ᲐᲓᲕᲝᲙᲐᲢᲘᲡ ᲠᲝᲚᲘ ᲡᲘᲡᲮᲚᲘᲡ ᲡᲐᲛᲐᲠᲗᲚᲘᲡ ᲞᲠᲝᲪᲔᲡᲨᲘ ᲬᲐᲠᲛᲝᲛᲐᲓᲒᲔᲜᲚᲝᲑᲘᲡ ᲓᲠᲝᲡ

ᲓᲐᲪᲕᲘᲡ ᲣᲤᲚᲔᲑᲘᲡ ᲒᲐᲜᲮᲝᲠᲪᲘᲔᲚᲔᲑᲘᲡ ᲡᲐᲓᲐᲠᲐᲯᲝᲖᲔ

სისხლის სამართლის პროცესში ადვოკატის საპროცესო წარმომადგენლობა პირდაპირ უკავშირდება დაცვის უფლების განხორციელების კონსტიტუციურ იდეას. 

თავის მხრივ, დაცვის უფლება არის სისხლის სამართლის მართლმსაჯულების ცენტრალური კონცეფცია, რომელიც დანაშაულში ბრალდებულ პირთა ინტერესების დაცვას ისახავს მიზნად.

ეს უფლება მოიაზრებს მრავალმხრივ სამართლებრივ მექანიზმს, რომ სისხლისსამართლებრივი დევნის წინააღმდეგ თითოეულ პირს ჰქონდეს ეფექტური დაცვის შესაძლებლობა სასამართლოში.

სად მთავრდება ბრალდება და სად იწყება მართლმსაჯულება? ეს ხაზი გადის იქ, სადაც ბრალდებულს ეძლევა შესაძლებლობა, იყოს მოსმენილი და ეფექტურად წარადგინოს თავისი პოზიცია.

ამდენად, უძველესი რომაული პრინციპი – audiatur et altera pars – “მეორე მხარესაც უნდა მოუსმინონ” – დღემდე რჩება მართლმსაჯულების გულისცემად. 

ამის გათვალისწინებით, სამართლიანი სასამართლო პროცესის უზრუნველყოფა შეუძლებელია კვალიფიციური იურიდიული დახმარების გარეშე, რასაც Адвокат по Уголовным Делам в Тбилиси, Грузия — საბა ხელაშვილი ახორციელებს. 

Скульптура Фемиды, держащей весы и кинжал, где кинжал является символом казни, а весы — символом правосудия.

ᲬᲐᲠᲛᲝᲛᲐᲓᲒᲔᲜᲚᲝᲑᲐ ᲡᲘᲡᲮᲚᲘᲡ ᲡᲐᲛᲐᲠᲗᲚᲘᲡ ᲛᲐᲠᲗᲚᲛᲡᲐᲯᲣᲚᲔᲑᲘᲡ ᲧᲕᲔᲚᲐ ᲔᲢᲐᲞᲖᲔ

ᲔᲤᲔᲥᲢᲣᲠᲘ ᲓᲐᲪᲕᲐ ᲡᲐᲥᲐᲠᲗᲕᲔᲚᲝᲡ ᲡᲐᲔᲠᲗᲝ ᲓᲐ ᲡᲐᲙᲝᲜᲡᲢᲘᲢᲣᲪᲘᲝ ᲡᲐᲡᲐᲛᲐᲠᲗᲚᲝᲔᲑᲨᲘ

ᲡᲐᲔᲠᲗᲝ ᲡᲐᲡᲐᲛᲐᲠᲗᲚᲝᲔᲑᲘ

სისხლის სამართლის საქმეებზე ეფექტური დაცვა პირველი ინსტანციის, სააპელაციო და უზენაეს სასამართლოებში.

ᲜᲐᲤᲘᲪ ᲛᲡᲐᲯᲣᲚᲗᲐ ᲡᲐᲡᲐᲛᲐᲠᲗᲚᲝ

მძიმე კატეგორიის ბრალდების საქმეებზე სტრატეგიული დაცვა და წარმომადგენლობა ნაფიც მსაჯულთა სასამართლოში.

ᲡᲐᲙᲝᲜᲡᲢᲘᲢᲣᲪᲘᲝ ᲡᲐᲡᲐᲛᲐᲠᲗᲚᲝ

საერთო სასამართლოების უკანონო პრაქტიკების საკონსტიტუციო კონტროლი И ფუნდამენტური უფლებების დაცვა.

ᲡᲐᲔᲠᲗᲝ ᲡᲐᲡᲐᲛᲐᲠᲗᲚᲝᲔᲑᲘ

სისხლის სამართლის საქმეებზე ეფექტური დაცვა პირველი ინსტანციის, სააპელაციო და უზენაეს სასამართლოებში.

ᲜᲐᲤᲘᲪ ᲛᲡᲐᲯᲣᲚᲗᲐ ᲡᲐᲡᲐᲛᲐᲠᲗᲚᲝ

მძიმე კატეგორიის ბრალდების საქმეებზე სტრატეგიული დაცვა და წარმომადგენლობა ნაფიც მსაჯულთა სასამართლოში.

ᲡᲐᲙᲝᲜᲡᲢᲘᲢᲣᲪᲘᲝ ᲡᲐᲡᲐᲛᲐᲠᲗᲚᲝ

საერთო სასამართლოების უკანონო პრაქტიკების საკონსტიტუციო კონტროლი И ფუნდამენტური უფლებების დაცვა.

ᲨᲔᲯᲘᲑᲠᲔᲑᲘᲗᲘ ᲛᲐᲠᲗᲚᲛᲡᲐᲯᲣᲚᲔᲑᲐ

ᲥᲐᲠᲗᲣᲚᲘ ᲡᲐᲡᲐᲛᲐᲠᲗᲚᲝ ᲛᲝᲓᲔᲚᲘ

თანამედროვე ქართული სისხლის სამართლის მართლმსაჯულება ეფუძნება შეჯიბრებითობის პრინციპს. თავის მხრივ, აღნიშნული მოდელი გულისხმობს საქმის გადაწყვეტას სტრუქტურირებული და ორგანიზებული დავის გზით: 

ᲝᲠᲘ ᲛᲝᲬᲘᲜᲐᲐᲦᲛᲓᲔᲒᲔ ᲛᲮᲐᲠᲔ

ორი თანასწორუფლებიანი მხარე — ბრალდება და დაცვა — ერთმანეთს მტკიცებულებებითა და არგუმენტებით უპირისპირდება: ისინი სასამართლოში იკვლევენ თავიანთ მტკიცებულებებს და მონაწილეობენ მოწინააღმდეგე მხარის მტკიცებულებათა გამოკვლევაშიც.

ᲛᲘᲣᲙᲔᲠᲫᲝᲔᲑᲔᲚᲘ ᲐᲠᲑᲘᲢᲠᲘ

მოსამართლე ასრულებს ნეიტრალური არბიტრის ფუნქციას — უზრუნველყოფს წესრიგის დაცვას, ისმენს მხარეთა შუამდგომლობებს, ორგანიზებას უწევს მოწმეთა დაკითხვისა და მტკიცებულებათა გამოკვლევის პროცესს. ასევე, საქმეზე გამოაქვს განაჩენი.

12 ᲜᲐᲤᲘᲪᲘ ᲛᲡᲐᲯᲣᲚᲘ

12 ნაფიცი მსაჯული გვევლინება ფაქტის დამდგენ პირებად, რომლებიც, სხდომის თავმჯდომარის მითითებების გათვალისწინებით, ვერდიქტს ერთსულოვნად იღებენ იმ ფაქტების შეფასების შედეგად, რომელიც მხარეებმა სასამართლო პროცესზე გამოიკვლიეს.

ᲨᲔᲯᲘᲑᲠᲔᲑᲘᲗᲘ ᲡᲐᲡᲐᲛᲐᲠᲗᲚᲝ ᲛᲝᲓᲔᲚᲘᲡ ᲡᲐᲛᲘ ᲣᲞᲘᲠᲐᲢᲔᲡᲝᲑᲐ:

ადვოკატი ჯვარედინი წესით კითხავს ბრალდების მოწმეს სასამართლო პროცესზე. ჯვარედინი დაკითხვა შეჯიბრებითი პროცესის განუყოფელი ნაწილია.

ᲣᲓᲐᲜᲐᲨᲐᲣᲚᲝᲑᲘᲡ ᲞᲠᲔᲖᲣᲛᲤᲪᲘᲐ

ᲛᲢᲙᲘᲪᲔᲑᲘᲡ ᲢᲕᲘᲠᲗᲘ ᲡᲐᲡᲐᲛᲐᲠᲗᲚᲝ ᲞᲠᲝᲪᲔᲡᲖᲔ

ПРЕЗУМПЦИЯ НЕВИНОВНОСТИ სისხლის სამართლის პროცესში დაცვის მხარის ძირითადი საყრდენია და ნიშნავს, რომ სასამართლოში პირი ითვლება უდანაშაულოდ, სანამ კანონით დადგენილი წესით არ დამტკიცდება მისი ბრალეულობა კონკრეტული დანაშაულის ჩადენაში. აღნიშნული კონცეფცია განსაზღვრავს ორ მნიშვნელოვან ასპექტს: ერთი მხრივ, ვის აკისრია მტკიცების ტვირთი და, მეორე, — ვის სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს ყოველგვარი გონივრული ეჭვი, სახელდობრ:

ᲕᲘᲡ ᲐᲙᲘᲡᲠᲘᲐ ᲛᲢᲙᲘᲪᲔᲑᲘᲡ ᲢᲕᲘᲠᲗᲘ?

ერთი მხრივ, სისხლის სამართლის პროცესში, პროკურორს აკისრია ვალდებულება, ამტკიცოს ბრალდებულის დანაშაული „გონივრულ ეჭვს მიღმა“ სტანდარტით. აღნიშნული მტკიცებითი სტანდარტი გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად მოითხოვს ერთმანეთთან შეთანხმებული და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობას.

ᲛᲢᲙᲘᲪᲔᲑᲘᲡ ᲨᲔᲛᲮᲕᲔᲓᲠᲘ ᲛᲝᲕᲐᲚᲔᲝᲑᲐ

С другой стороны, მტკიცების შემხვედრი მოვალეობა გულისხმობს, რომ ბრალდების მხარის მიერ მტკიცებულების წარდგენის შემთხვევაში, დაცვის მხარეს შეიძლება საპასუხო განმარტების მიცემა Или საპირისპირო მტკიცებულების წარდგენა მოუწიოს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, მისი დუმილიდან უარყოფითი დასკვნა (ინგ. adverse inference) გაკეთდეს.

IN DUBIO PRO REO

გარდა ამისა, ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, — გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტით, — უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

კადრი ფილმიდან "უდანაშაულობის პრეზუმფცია" - პროკურორები გაოგნებული უყურებენ დაცვის მხარეს, როდესაც ის შესავალ სიტყვას წარმოსთქვამს.

ᲣᲓᲐᲜᲐᲨᲐᲣᲚᲝᲑᲘᲡ ᲞᲠᲔᲖᲣᲛᲤᲪᲘᲘᲡ ᲡᲐᲛᲘ ᲫᲘᲠᲘᲗᲐᲓᲘ ᲞᲠᲘᲜᲪᲘᲞᲘ:

ᲡᲐᲒᲐᲛᲝᲫᲘᲔᲑᲝ ᲓᲐ ᲡᲐᲞᲠᲝᲪᲔᲡᲝ ᲛᲝᲥᲛᲔᲓᲔᲑᲔᲑᲨᲘ ᲡᲞᲔᲪᲘᲐᲚᲘᲖᲔᲑᲣᲚᲘ ᲡᲘᲡᲮᲚᲘᲡ ᲡᲐᲛᲐᲠᲗᲚᲘᲡ ᲐᲓᲕᲝᲙᲐᲢᲘ

ᲠᲐᲢᲝᲛ ᲘᲠᲩᲔᲕᲔᲜ ᲡᲐᲑᲐ ᲮᲔᲚᲐᲨᲕᲘᲚᲡ ᲐᲚᲢᲔᲠᲜᲐᲢᲘᲣᲚᲘ ᲒᲐᲛᲝᲫᲘᲔᲑᲘᲡᲗᲕᲘᲡ?

საბა ხელაშვილი არის საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების წარმოებაში სპეციალიზებული სისხლის სამართლის ადვოკატი. მას აქვს დიდი ხნის გამოცდილება სისხლის სამართლის საქმეთა გამოძიების კუთხით. მისი მიდგომა ეფუძნება საპროცესო კანონმდებლობის ღრმა ცოდნას И ალტერნატიული გამოძიების საკუთარ მეთოდოლოგიას, რაც უზრუნველყოფს დაცვის მყარი საფუძვლების ფორმირებას ჯერ კიდევ გამოძიების ადრეულ ეტაპზე. შესაბამისად, პასუხი კითხვაზე, რატომ ირჩევენ საბა ხელაშვილს, არის შემდეგი: 

ᲪᲝᲓᲜᲐ ᲓᲐ ᲒᲐᲛᲝᲪᲓᲘᲚᲔᲑᲐ

მას აქვს საქმეთა გამოძიების 6 წელზე მეტი ხნის გამოცდილება და ჩატარებული აქვს ათობით საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება.

ᲝᲞᲔᲠᲐᲢᲘᲣᲚᲘ ᲓᲐ ᲓᲠᲝᲣᲚᲘ ᲠᲔᲐᲒᲘᲠᲔᲑᲐ

СЛЕДСТВЕННЫЕ И ПРОЦЕССУАЛЬНЫЕ ДЕЙСТВИЯ იწყება დაუყოვნებლივ, რათა დაცვის მხარემ მტკიცებულებები დროულად მოიპოვოს და თავიდან აირიდოს მათი დაკარგვის ან განადგურების რისკი.

ᲒᲐᲛᲝᲪᲓᲘᲚᲘ ᲡᲞᲔᲪᲘᲐᲚᲘᲡᲢᲔᲑᲘᲡ ᲩᲐᲠᲗᲣᲚᲝᲑᲐ

საბა ხელაშვილი საჭიროებისამებრ იწვევს კვალიფიციურ ექსპერტებსა და სპეციალისტებს, რათა ტექნიკურად რთული საკითხებიც კი პროფესიონალურ დონეზე შეისწავლოს.

ᲡᲐᲞᲠᲝᲪᲔᲡᲝ ᲜᲝᲠᲛᲔᲑᲘᲡ ᲛᲝᲗᲮᲝᲕᲜᲐᲗᲐ ᲓᲐᲪᲕᲐ

ყველა მოქმედება ტარდება საპროცესო კოდექსის მოთხოვნათა დაცვით — მტკიცებულებები ჯეროვნად შეიტანება შესაბამის ოქმში და საქმეს უმაგრდება.

ᲡᲐᲑᲐ ᲮᲔᲚᲐᲨᲕᲘᲚᲘᲡ ᲡᲐᲛᲝᲥᲛᲔᲓᲝ ᲒᲔᲒᲛᲐ ᲡᲐᲒᲐᲛᲝᲫᲘᲔᲑᲝ ᲓᲐ ᲡᲐᲞᲠᲝᲪᲔᲡᲝ ᲛᲝᲥᲛᲔᲓᲔᲑᲔᲑᲘᲡ ᲒᲐᲜᲮᲝᲠᲪᲘᲔᲚᲔᲑᲘᲡ ᲓᲠᲝᲡ:

Прокрутить вверх