ᲣᲓᲐᲜᲐᲨᲐᲣᲚᲝᲑᲘᲡ ᲞᲠᲔᲖᲣᲛᲤᲪᲘᲐ
ᲣᲓᲐᲜᲐᲨᲐᲣᲚᲝᲑᲘᲡ ᲞᲠᲔᲖᲣᲛᲤᲪᲘᲐ — ᲞᲠᲘᲜᲪᲘᲞᲘ, ᲠᲝᲛᲚᲘᲡ ᲛᲘᲮᲔᲓᲕᲘᲗᲐᲪ, ᲑᲠᲐᲚᲓᲔᲑᲣᲚᲘ ᲘᲗᲕᲚᲔᲑᲐ ᲣᲓᲐᲜᲐᲨᲐᲣᲚᲝᲓ, ᲡᲐᲜᲐᲛ ᲒᲝᲜᲘᲕᲠᲣᲚ ᲔᲭᲕᲡ ᲛᲘᲦᲛᲐ ᲐᲠ ᲓᲐᲛᲢᲙᲘᲪᲓᲔᲑᲐ ᲛᲘᲡᲘ ᲓᲐᲜᲐᲨᲐᲣᲚᲘ.
ᲣᲓᲐᲜᲐᲨᲐᲣᲚᲝᲑᲘᲡ ᲞᲠᲔᲖᲣᲛᲤᲪᲘᲘᲡ ᲐᲠᲡᲘ
ᲛᲢᲙᲘᲪᲔᲑᲘᲡ ᲢᲕᲘᲠᲗᲘ ᲡᲘᲡᲮᲚᲘᲡ ᲡᲐᲛᲐᲠᲗᲚᲘᲡ ᲞᲠᲝᲪᲔᲡᲨᲘ
MASUMLİYET KARİNESİ სისხლის სამართლის პროცესში დაცვის მხარის ძირითადი საყრდენია და ნიშნავს, რომ სასამართლოში პირი ითვლება უდანაშაულოდ, სანამ კანონით დადგენილი წესით არ დამტკიცდება მისი ბრალეულობა კონკრეტული დანაშაულის ჩადენაში. აღნიშნული კონცეფცია განსაზღვრავს ორ მნიშვნელოვან ასპექტს: ერთი მხრივ, ვის აკისრია მტკიცების ტვირთი და, მეორე, — ვის სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს ყოველგვარი გონივრული ეჭვი, სახელდობრ:
ᲕᲘᲡ ᲐᲙᲘᲡᲠᲘᲐ ᲛᲢᲙᲘᲪᲔᲑᲘᲡ ᲢᲕᲘᲠᲗᲘ?
ერთი მხრივ, სისხლის სამართლის პროცესში, პროკურორს აკისრია ვალდებულება, ამტკიცოს ბრალდებულის დანაშაული „გონივრულ ეჭვს მიღმა“ სტანდარტით. აღნიშნული მტკიცებითი სტანდარტი გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად მოითხოვს ერთმანეთთან შეთანხმებული და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობას.
ᲛᲢᲙᲘᲪᲔᲑᲘᲡ ᲨᲔᲛᲮᲕᲔᲓᲠᲘ ᲛᲝᲕᲐᲚᲔᲝᲑᲐ
Diğer taraftan, მტკიცების შემხვედრი მოვალეობა გულისხმობს, რომ ბრალდების მხარის მიერ მტკიცებულების წარდგენის შემთხვევაში, დაცვის მხარეს შეიძლება საპასუხო განმარტების მიცემა Veya საპირისპირო მტკიცებულების წარდგენა მოუწიოს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, მისი დუმილიდან უარყოფითი დასკვნა (ინგ. adverse inference) გაკეთდეს.
IN DUBIO PRO REO
გარდა ამისა, ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, — გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტით, — უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
ᲣᲓᲐᲜᲐᲨᲐᲣᲚᲝᲑᲘᲡ ᲞᲠᲔᲖᲣᲛᲤᲪᲘᲐ ᲡᲐᲛ ᲡᲐᲙᲘᲗᲮᲡ ᲒᲐᲜᲡᲐᲖᲦᲕᲠᲐᲕᲡ:
- ᲐᲠᲐᲕᲘᲜ ᲐᲠᲘᲡ ᲕᲐᲚᲓᲔᲑᲣᲚᲘ, ᲐᲛᲢᲙᲘᲪᲝᲡ ᲗᲐᲕᲘᲡᲘ ᲣᲓᲐᲜᲐᲨᲐᲣᲚᲝᲑᲐ;
- ᲑᲠᲐᲚᲓᲔᲑᲣᲚᲘᲡ ᲡᲢᲐᲢᲣᲡᲘ ᲐᲠ ᲜᲘᲨᲜᲐᲕᲡ ᲞᲘᲠᲘᲡ ᲓᲐᲛᲜᲐᲨᲐᲕᲔᲓ ᲨᲔᲠᲐᲪᲮᲕᲐᲡ;
- ᲓᲣᲛᲘᲚᲘᲡ ᲣᲤᲚᲔᲑᲘᲗ ᲡᲐᲠᲒᲔᲑᲚᲝᲑᲐ ᲐᲠ ᲛᲘᲣᲗᲘᲗᲔᲑᲡ ᲓᲐᲜᲐᲨᲐᲣᲚᲘᲡ ᲩᲐᲓᲔᲜᲐᲡ.