ᲡᲐᲒᲐᲛᲝᲫᲘᲔᲑᲝ ᲓᲐ ᲡᲐᲞᲠᲝᲪᲔᲡᲝ ᲛᲝᲥᲛᲔᲓᲔᲑᲔᲑᲘ
ᲡᲘᲡᲮᲚᲘᲡ ᲡᲐᲛᲐᲠᲗᲚᲘᲡ ᲡᲐᲥᲛᲔᲖᲔ ᲔᲤᲔᲥᲢᲣᲠᲘ ᲓᲐᲪᲕᲐ ᲯᲔᲠ ᲙᲘᲓᲔᲕ ᲒᲐᲛᲝᲫᲘᲔᲑᲘᲡ ᲔᲢᲐᲞᲖᲔ ᲘᲬᲧᲔᲑᲐ
ᲐᲚᲢᲔᲠᲜᲐᲢᲘᲣᲚᲘ ᲒᲐᲛᲝᲫᲘᲔᲑᲐ, ᲠᲝᲒᲝᲠᲪ ᲓᲐᲪᲕᲘᲡ ᲛᲗᲐᲕᲐᲠᲘ ᲘᲜᲡᲢᲠᲣᲛᲔᲜᲢᲘ
ᲝᲑᲘᲔᲥᲢᲣᲠᲘ ᲭᲔᲨᲛᲐᲠᲘᲢᲔᲑᲘᲡ ᲙᲕᲐᲚᲓᲐᲙᲕᲐᲚ
სისხლის სამართლის პროცესში საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების ჩატარება პირდაპირ უკავშირდება მართლმსაჯულების მთავარ მიზანს — საქმეზე ობიექტური ჭეშმარიტების დადგენას.
თავის მხრივ, გამოძიების სტადია განუყოფელია საქმის არსებითი განხილვის ეტაპისგან — სწორედ გამოძიება განსაზღვრავს იმ ჩარჩოს, რომლის ფარგლებშიც სისხლის სამართლის საქმე განიხილება სასამართლოში.
თუმცა, რა არის დაცვის მხარის როლი გამოძიების პროცესში? – მისი ამოცანაა, საკუთარი მტკიცებულებებით შექმნას ალტერნატიული ნარატივი და ფაქტებით დაარწმუნოს სასამართლო ობიექტურ ჭეშმარიტებაში.
ამდენად, შეჯიბრებითი სისხლის სამართლის საპროცესო მოდელი დაცვის მხარეს აღჭურავს უფლებით, დამოუკიდებლად მოიპოვოს, სასამართლოში წარადგინოს და გამოიკვლიოს გამამართლებელი მტკიცებულებები.
ამის გათვალისწინებით, ჩვენ არასოდეს ვრჩებით საპროცესო მოწინააღმდეგის იმედად — დამოუკიდებლად ვატარებთ სრული მოცულობის საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებებს, რითაც ვქმნით დაცვის მყარ საფუძველს.
ᲠᲝᲒᲝᲠ ᲐᲤᲐᲡᲔᲑᲡ ᲡᲐᲡᲐᲛᲐᲠᲗᲚᲝ ᲓᲐᲪᲕᲘᲡ ᲛᲮᲐᲠᲘᲡ ᲛᲢᲙᲘᲪᲔᲑᲣᲚᲔᲑᲔᲑᲡ?
ᲛᲢᲙᲘᲪᲔᲑᲣᲚᲔᲑᲐᲗᲐ ᲨᲔᲤᲐᲡᲔᲑᲘᲡ ᲡᲢᲐᲜᲓᲐᲠᲢᲔᲑᲘ
ᲓᲐᲡᲐᲨᲕᲔᲑᲝᲑᲐ
დასაშვებობა მტკიცებულების შეფასების პირველი კრიტერიუმია. — ეს გულისხმობს მისი მოპოვების, მხარესთან გაცვლისა და სასამართლოში წარდგენის სრულ კანონიერებას.
ᲠᲔᲚᲔᲕᲐᲜᲢᲣᲠᲝᲑᲐ
რელევანტურია მტკიცებულება, რომელიც პირდაპირ უკავშირდება საქმის გარემოებებს. — არ შეიძლება განაჩენს დაედოს ინფორმაცია, რომელიც, თავისი არსით, შეცდომაში შემყვანია.
ᲣᲢᲧᲣᲐᲠᲝᲑᲐ
მტკიცებულება უნდა იყოს პირდაპირი და სანდო. — აუცილებელია გამოირიცხოს მისი გაყალბების ყოველგვარი ეჭვი და შესაძლებელი იყოს მისი ნამდვილობის გადამოწმება.
ᲓᲐᲡᲐᲨᲕᲔᲑᲝᲑᲐ
დასაშვებობა მტკიცებულების შეფასების პირველი კრიტერიუმია. — ეს გულისხმობს მისი მოპოვების, მხარესთან გაცვლისა და სასამართლოში წარდგენის სრულ კანონიერებას.
ᲠᲔᲚᲔᲕᲐᲜᲢᲣᲠᲝᲑᲐ
რელევანტურია მტკიცებულება, რომელიც პირდაპირ უკავშირდება საქმის გარემოებებს. — არ შეიძლება განაჩენს დაედოს ინფორმაცია, რომელიც, თავისი არსით, შეცდომაში შემყვანია.
ᲣᲢᲧᲣᲐᲠᲝᲑᲐ
მტკიცებულება უნდა იყოს პირდაპირი და სანდო. — აუცილებელია გამოირიცხოს მისი გაყალბების ყოველგვარი ეჭვი და შესაძლებელი იყოს მისი ნამდვილობის გადამოწმება.
ᲡᲐᲒᲐᲛᲝᲫᲘᲔᲑᲝ ᲛᲝᲥᲛᲔᲓᲔᲑᲔᲑᲘ
ᲛᲝᲥᲛᲔᲓᲔᲑᲐ ᲓᲐᲡᲐᲑᲣᲗᲔᲑᲣᲚᲘ ᲕᲐᲠᲐᲣᲓᲘᲡ ᲡᲐᲤᲣᲫᲕᲔᲚᲖᲔ
საგამოძიებო მოქმედებები წარმოადგენს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრულ ღონისძიებებს, რომელსაც დაცვის მხარე დასაბუთებული ვარაუდის საფუძველზე ატარებს. საგამოძიებო მოქმედებების მიზანია, ბრალდებულის დაცვისთვის საკმარისი ინფორმაციის შეგროვება. დაცვის მხარე ატარებს შემდეგ მოქმედებებს:
ᲛᲝᲬᲛᲘᲡ ᲒᲐᲛᲝᲙᲘᲗᲮᲕᲐ
გამოკითხვა არის პირის მიერ მისთვის ცნობილი ფაქტების შესახებ ნებაყოფლობით ჩვენების მიცემა. პირს უფლება აქვს, უარი განაცხადოს გამოკითხვაზე — დაუშვებელია მისი იძულება, წარმოადგინოს მტკიცებულება ან გასცეს ინფორმაცია.
ᲛᲝᲬᲛᲘᲡ ᲓᲐᲙᲘᲗᲮᲕᲐ ᲛᲐᲒᲘᲡᲢᲠᲐᲢᲘ ᲛᲝᲡᲐᲛᲐᲠᲗᲚᲘᲡ ᲬᲘᲜᲐᲨᲔ
თუ პირი უარს ამბობს ნებაყოფლობით ჩვენებაზე, მის სიცოცხლეს/ჯანმრთელობას სერიოზული საფრთხე ემუქრება ან ის დიდი ხნით ტოვებს საქართველოს, დაცვის მხარეს შეუძლია სასამართლოს მიმართოს მისი მაგისტრატი მოსამართლის წინაშე დაკითხვის შუამდგომლობით.
ᲨᲔᲛᲗᲮᲕᲔᲕᲘᲡ ᲐᲓᲒᲘᲚᲘᲡ ᲓᲐᲗᲕᲐᲚᲘᲔᲠᲔᲑᲐ
შემთხვევის ადგილის დათვალიერების მიზანია დანაშაულის ვითარების, ჩადენის მეთოდის, კვალისა და სხვა მნიშვნელოვანი ინფორმაციის მოპოვება. მხარე საქმისთვის მნიშვნელოვან დეტალებს ფოტო/ვიდეო გადაღებით აფიქსირებს და შესაბამის ოქმში ასახავს.
ᲡᲐᲒᲐᲛᲝᲫᲘᲔᲑᲝ ᲔᲥᲡᲞᲔᲠᲘᲛᲔᲜᲢᲘ
SORUŞTURMA DENEYİ არის ვითარების აღდგენა, რომლის მიზანია ქმედების შესაძლებლობის ან მოწმის ჩვენების სისწორის შემოწმება. მონაწილე აღწერს, რა, სად და როგორ მოხდა, პასუხობს კითხვებს და მიუთითებს დეტალებზე, რაც ვიდეო/ფოტო გადაღებით ფიქსირდება.
ᲙᲝᲛᲞᲘᲣᲢᲔᲠᲣᲚᲘ ᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲘᲡ ᲒᲐᲛᲝᲗᲮᲝᲕᲐ
დაცვის მხარე უფლებამოსილია, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, კომპიუტერული სისტემიდან გამოითხოვოს საქმისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაცია.
ᲓᲐᲪᲕᲘᲡ ᲛᲮᲐᲠᲔᲛ ᲡᲐᲒᲐᲛᲝᲫᲘᲔᲑᲝ ᲛᲝᲥᲛᲔᲓᲔᲑᲔᲑᲘ ᲣᲜᲓᲐ ᲩᲐᲐᲢᲐᲠᲝᲡ:
- ᲠᲝᲪᲐ ᲤᲐᲥᲢᲘᲡ ᲓᲐᲓᲒᲔᲜᲐᲡ ᲡᲞᲔᲪᲘᲐᲚᲣᲠᲘ ᲪᲝᲓᲜᲐ ᲡᲭᲘᲠᲓᲔᲑᲐ;
- ᲓᲠᲝᲣᲚᲐᲓ, ᲠᲐᲗᲐ ᲛᲜᲘᲨᲕᲜᲔᲚᲝᲕᲐᲜᲘ ᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲐ ᲐᲠ ᲓᲐᲘᲙᲐᲠᲒᲝᲡ;
- ᲡᲐᲞᲠᲝᲪᲔᲡᲝ ᲙᲝᲓᲔᲥᲡᲘᲡ ᲛᲝᲗᲮᲝᲕᲜᲐᲗᲐ ᲡᲠᲣᲚᲘ ᲓᲐᲪᲕᲘᲗ.
ᲡᲐᲞᲠᲝᲪᲔᲡᲝ ᲛᲝᲥᲛᲔᲓᲔᲑᲔᲑᲘ
ᲛᲝᲥᲛᲔᲓᲔᲑᲐ ᲓᲐᲪᲕᲘᲡ ᲛᲮᲐᲠᲘᲡ ᲘᲜᲘᲪᲘᲐᲢᲘᲕᲘᲗ
მტკიცებულებათა მოპოვების მეორე გზა არის საპროცესო მოქმედებების ჩატარება. განსხვავებით საგამოძიებო მოქმედებებისგან, მათი ჩატარება არ მოითხოვს “დასაბუთებული ვარაუდის” სტანდარტს და ამისთვის მხარის ინიციატივაც საკმარისია. ამის გათვალისწინებით, დაცვის მხარე ატარებს შემდეგ ღონისძიებებს:
ᲜᲘᲛᲣᲨᲘᲡ ᲐᲦᲔᲑᲐ
დაცვის მხარეს უფლება აქვს, აიღოს ადამიანის, გვამის, ცხოველის, ნივთიერების, საგნის ან ინფორმაციის შემცველი სხვა ობიექტის თვისებების ამსახველი ნიმუში. მაგალითად, ასეთია კალიგრაფიული ნიმუში. მხარე უფლებამოსილია ეს პროცედურა ჩაატარებინოს ექსპერტს.
ᲔᲥᲡᲞᲔᲠᲢᲘᲖᲐ
İNCELEME ინიშნება, როცა საქმისთვის მნიშვნელოვანი ფაქტების დადგენა სპეციალური ცოდნის გარეშე შეუძლებელია — მაგალითად, თუ ობიექტზე არსებული კვალის ან ნიშნის შეფასება მხოლოდ სპეციალისტს ძალუძს. კვლევის ობიექტი ექსპერტს გადაეცემა შეფუთული და დალუქული.
ᲡᲐᲛᲔᲓᲘᲪᲘᲜᲝ ᲒᲐᲛᲝᲙᲕᲚᲔᲕᲐ
სამედიცინო გამოკვლევის მიზანია ობიექტური სამედიცინო ინფორმაციის მიღება. გამოკვლევას ატარებს შესაბამისი კვალიფიკაციის ექიმი სამედიცინო დაწესებულებაში. იგი მოიცავს ნებისმიერ სამედიცინო პროცედურას, რომელიც არ იწვევს ძლიერ ტკივილს.
ᲡᲐᲞᲠᲝᲪᲔᲡᲝ ᲛᲝᲥᲛᲔᲓᲔᲑᲔᲑᲘᲡ ᲩᲐᲢᲐᲠᲔᲑᲘᲡ ᲛᲜᲘᲨᲕᲜᲔᲚᲝᲑᲐ:
- ᲛᲢᲙᲘᲪᲔᲑᲣᲚᲔᲑᲐ ᲐᲠᲘᲡ ᲜᲔᲘᲢᲠᲐᲚᲣᲠᲘ ᲓᲐ ᲝᲑᲘᲔᲥᲢᲣᲠᲘ;
- ᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲐ ᲔᲛᲧᲐᲠᲔᲑᲐ ᲡᲞᲔᲪᲘᲐᲚᲣᲠ ᲪᲝᲓᲜᲐᲡ;
- ᲙᲕᲚᲔᲕᲐ ᲔᲤᲣᲫᲜᲔᲑᲐ ᲡᲐᲔᲠᲗᲐᲨᲝᲠᲘᲡᲝᲓ ᲐᲦᲘᲐᲠᲔᲑᲣᲚ ᲛᲔᲗᲝᲓᲔᲑᲡ;
ᲡᲐᲒᲐᲛᲝᲫᲘᲔᲑᲝ ᲓᲐ ᲡᲐᲞᲠᲝᲪᲔᲡᲝ ᲛᲝᲥᲛᲔᲓᲔᲑᲔᲑᲨᲘ ᲡᲞᲔᲪᲘᲐᲚᲘᲖᲔᲑᲣᲚᲘ ᲡᲘᲡᲮᲚᲘᲡ ᲡᲐᲛᲐᲠᲗᲚᲘᲡ ᲐᲓᲕᲝᲙᲐᲢᲘ
ᲡᲐᲔᲠᲗᲐᲨᲝᲠᲘᲡᲝ ᲔᲥᲡᲞᲔᲠᲢᲘ ᲘᲜᲢᲔᲠᲞᲝᲚᲘᲡ ᲛᲝᲜᲐᲪᲔᲛᲗᲐ ᲓᲐᲪᲕᲘᲡ ᲡᲐᲙᲘᲗᲮᲔᲑᲨᲘ
საბა ხელაშვილი არის საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების წარმოებაში სპეციალიზებული სისხლის სამართლის ადვოკატი. მას აქვს დიდი ხნის გამოცდილება სისხლის სამართლის საქმეთა გამოძიების კუთხით. მისი მიდგომა ეფუძნება საპროცესო კანონმდებლობის ღრმა ცოდნას Ve ალტერნატიული გამოძიების საკუთარ მეთოდოლოგიას, რაც უზრუნველყოფს დაცვის მყარი საფუძვლების ფორმირებას ჯერ კიდევ გამოძიების ადრეულ ეტაპზე. საბა ხელაშვილის საგამოძიებო და საპროცესო მიმართულებები მოიცავს:
ᲩᲕᲔᲜ ᲐᲠ ᲕᲠᲩᲔᲑᲘᲗ ᲡᲐᲞᲠᲝᲪᲔᲡᲝ ᲛᲝᲬᲘᲜᲐᲐᲦᲛᲓᲔᲒᲘᲡ ᲘᲛᲔᲓᲐᲓ — ᲩᲕᲔᲜ ᲗᲐᲕᲐᲓ ᲕᲥᲛᲜᲘᲗ ᲓᲐᲪᲕᲘᲡ ᲛᲧᲐᲠ ᲡᲐᲤᲣᲫᲕᲔᲚᲡ!
თქვენი უდანაშაულობის დამადასტურებელი მტკიცებულებები დაუყოვნებლივ უნდა შეგროვდეს — დაუკავშირდი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებებში სპეციალიზებულ ადვოკატს — საბა ხელაშვილს დაუყოვნებლივ!