REPRESENTATION IN COURT

ჩვენ გთავაზობთ ეფექტურ საპროცესო წარმომადგენლობას საქართველოს საერთო და საკონსტიტუციო სასამართლოებში

ადვოკატის როლი სისხლის სამართლის პროცესში წარმომადგენლობის დროს

დაცვის უფლების განხორციელების სადარაჯოზე

სისხლის სამართლის პროცესში ადვოკატის საპროცესო წარმომადგენლობა პირდაპირ უკავშირდება დაცვის უფლების განხორციელების კონსტიტუციურ იდეას. 

თავის მხრივ, დაცვის უფლება არის სისხლის სამართლის მართლმსაჯულების ცენტრალური კონცეფცია, რომელიც დანაშაულში ბრალდებულ პირთა ინტერესების დაცვას ისახავს მიზნად.

ეს უფლება მოიაზრებს მრავალმხრივ სამართლებრივ მექანიზმს, რომ სისხლისსამართლებრივი დევნის წინააღმდეგ თითოეულ პირს ჰქონდეს ეფექტური დაცვის შესაძლებლობა სასამართლოში.

სად მთავრდება ბრალდება და სად იწყება მართლმსაჯულება? ეს ხაზი გადის იქ, სადაც ბრალდებულს ეძლევა შესაძლებლობა, იყოს მოსმენილი და ეფექტურად წარადგინოს თავისი პოზიცია.

ამდენად, უძველესი რომაული პრინციპი – audiatur et altera pars – “მეორე მხარესაც უნდა მოუსმინონ” – დღემდე რჩება მართლმსაჯულების გულისცემად. 

ამის გათვალისწინებით, სამართლიანი სასამართლო პროცესის უზრუნველყოფა შეუძლებელია კვალიფიციური იურიდიული დახმარების გარეშე, რასაც THE COUNSEL ახორციელებს. 

A sculpture of Themis holding scales and a dagger, where the dagger is a symbol of execution and the scales are a symbol of justice.

წარმომადგენლობა სისხლის სამართლის მართლმსაჯულების ყველა ეტაპზე

ეფექტური დაცვა საქართველოს საერთო და საკონსტიტუციო სასამართლოებში

COURTS OF GENERAL JURISDICTION

ერთი მხრივ, ჩვენ კლიენტებს წარმოვადგენთ საქართველოს პირველი ინსტანციის საქალაქო/ რაიონულ, სააპელაციო And უზენაეს სასამართლოებში.

JURY TRIAL

მეორე მხრივ, ჩვენ ეფექტურად ვიცავთ ბრალდებულთა ინტერესებს Jury მონაწილეობით ჩატარებული სისხლის სამართლის საქმეების განხილვების დროს.

CONSTITUTIONAL COURT

ამას გარდა, ჩვენ აქტიურად ვასაჩივრებთ And ვაუქმებთ საერთო სასამართლოების უკანონო პრაქტიკებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში.

COURTS OF GENERAL JURISDICTION

ერთი მხრივ, ჩვენ კლიენტებს წარმოვადგენთ საქართველოს პირველი ინსტანციის საქალაქო/ რაიონულ, სააპელაციო And უზენაეს სასამართლოებში.

JURY TRIAL

მეორე მხრივ, ჩვენ ეფექტურად ვიცავთ ბრალდებულთა ინტერესებს Jury მონაწილეობით ჩატარებული სისხლის სამართლის საქმეების განხილვების დროს.

CONSTITUTIONAL COURT

ამას გარდა, ჩვენ აქტიურად ვასაჩივრებთ And ვაუქმებთ საერთო სასამართლოების უკანონო პრაქტიკებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში.

სისხლის სამართლის მართლმსაჯულების ფუნდამენტური პრინციპები

ქართული სისხლის სამართლის მართლმსაჯულება ეფუძნება სამართლიანი სასამართლოს კონსტიტუციურ იდეას, რაც გულისხმობს დაცვის უფლების რეალიზებას ბრალდების მხარესთან თანასწორ პირობებში.

ამის გათვალისწინებით, სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობა ადგენს თამაშის სამართლიან და დაბალანსებულ წესებს, კერძოდ:

შეჯიბრებითობის პრინციპი და "იარაღთა თანასწორობის" კონცეფცია

ქართული მართლმსაჯულების მოდელი

თანამედროვე ქართული სისხლის სამართლის მართლმსაჯულება ეფუძნება შეჯიბრებითობის პრინციპს. თავის მხრივ, აღნიშნული მოდელი გულისხმობს საქმის გადაწყვეტას სტრუქტურირებული და ორგანიზებული დავის გზით, სადაც ორი თანასწორუფლებიანი მხარე — ბრალდება და დაცვა — ერთმანეთს თავიანთი მტკიცებულებებითა და არგუმენტებით უპირისპირდება(ე.გ."იარაღთა თანასწორობის" პრინციპი), ხოლო მოსამართლე ასრულებს მიუკერძოებელი არბიტრის როლს — იგი აფასებს მხოლოდ იმ ფაქტებს, რაც მხარეებმა პროცესზე გამოიკვლიეს.

მხარეთა კომპეტენცია საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების დამოუკიდებლად ჩატარებაზე

ერთი მხრივ, შეჯიბრებით პროცესში, ბრალდებისა და დაცვის მხარე დამოუკიდებლად ატარებს საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებებს, რის შედეგადაც, მოიპოვებს და სასამართლოში წარადგენს მტკიცებულებებს.

სასამართლოს კონტროლი ზოგიერთი საგამოძიებო მოქმედების ჩატარების კანონიერებაზე

მეორე მხრივ, ისეთი საგამოძიებო/საპროცესო მოქმედების ჩატარებას, რომელიც ზღუდავს კერძო საკუთრებას ან პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობას, მხარე დამოუკიდებლად ვერ ატარებს და მას სჭირდება სასამართლოს ნებართვა.

მხარეთა ავტონომია მტკიცებულებათა გამოკვლევის პროცესში

აღსანიშნავია ისიც, რომ მხარეები დამოუკიდებლად წყვეტენ, რომელი მტკიცებულება წარადგინონ და გამოიკვლიონ სასამართლო პროცესზე. მხარეს უფლება აქვს, მეორე მხარის მტკიცებულება ცნოს უდავოდ, რასაც სასამართლო პრეიუდიციად ანუ გამოკვლევის გარეშე იღებს.

კადრი ფილმიდან პირველყოფილი შიში(ინგ. primal fear), სადაც პროკურორი და ადვოკატი ფეხზე დგანან და ერთმანეთს ეპაექრებიან, რაც შეჯიბრებითობის პრინციპის გამოვლინებაა.
შეჯიბრებით სასამართლო პროცესში კვალიფიციური ადვოკატის ყოლა კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რამეთუ:

PRESUMPTION OF INNOCENCE

მტკიცების ტვირთის განაწილება სასამართლო პროცესზე

PRESUMPTION OF INNOCENCE სისხლის სამართლის პროცესში დაცვის მხარის ძირითადი საყრდენია და ნიშნავს, რომ სასამართლოში პირი ითვლება უდანაშაულოდ, სანამ კანონით დადგენილი წესით არ დამტკიცდება მისი ბრალეულობა კონკრეტული დანაშაულის ჩადენაში. აღნიშნული კონცეფცია განსაზღვრავს ორ მნიშვნელოვან ასპექტს: ერთი მხრივ, ვის აკისრია მტკიცების ტვირთი სასამართლო პროცესზე და, მეორე, — ვის სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს ყოველგვარი გონივრული ეჭვი, რომელიც ვერ გამოირიცხება, სახელდობრ:

საწყისი მტკიცების ტვირთი და "გონივრულ ეჭვს მიღმა" სტანდარტი

ერთი მხრივ, სისხლის სამართლის პროცესის ნებისმიერ სტადიაზე, პროკურორს აკისრია ვალდებულება, ამტკიცოს ბრალდებულის დანაშაული „გონივრულ ეჭვს მიღმა“ სტანდარტით. აღნიშნული მტკიცებითი სტანდარტი გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად მოითხოვს ერთმანეთთან შეთანხმებული და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობას.

მტკიცების ტვირთის შებრუნება დაცვის მხარის წინააღმდეგ

მეორე მხრივ, თუ ბრალდების მხარემ მოახერხა და სასამართლოს წარუდგინა აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა საკმარისი ერთობლიობა, რომლის სანდოობაში ეჭვის შეტანის საფუძველიც თავისთავად არ არსებობს, ბრალდება დადასტურებულად ითვლება, რაც ნიშანვს, რომ უკვე საწინააღმდეგოს მტკიცება დაცვის მხარეს მოუწევს.

IN DUBIO PRO REO — როგორც დაცვის მხარის მტკიცებითი სტანდარტი

ამის გათვალისწინებით, თუ ბრალდების მხარის მტკიცებითი სტანდარტია "გონივრულ ეჭვს მიღმა," დაცვის მხარის მტკიცებითი სტანდარტი მხოლოდ გონივრული ეჭვის შექმნაა. ამდენად, ლათინური ფრაზა — in dubio pro reo — გულისხმობს, რომ ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

კადრი ფილმიდან "უდანაშაულობის პრეზუმფცია" - პროკურორები გაოგნებული უყურებენ დაცვის მხარეს, როდესაც ის შესავალ სიტყვას წარმოსთქვამს.
გაითვალისწინეთ, რომ უდანაშაულობის პრეზუმფცია არ არის გამართლების უპირობო გარანტია, არამედ:

საბა ხელაშვილის დაცვის მეთოდოლოგია სასამართლო პროცესზე

INTERPOL LAWYER IN TBILISI, GEORGIA

INTERNATIONAL EXPERT IN DATA PROTECTION OF THE INTERNATIONAL POLICE ORGANIZATION

Saba Khelashvili is a specialized lawyer and a recognized international expert on Interpol data protection issues. He has extensive practice in the Interpol file control commission regarding case management. His approach is based on a deep analysis of RPD (data processing rules) and his own methodology for managing processes at the national and international level, to ensure that an Interpol record does not become an object of unlawful use. The lawyer's practical directions include:

სატრანსპორტო საშუალებების დაბრუნება

Removal of illegally detained and confiscated land, air and water vehicles from Interpol's SVD (Stolen Vehicle Database) and their return to the client.

წითელი ცნობის გაუქმება

Cancellation of Red Notice/Diffusion Notice and deletion of personal data from Interpol's Criminal Information System.

წინასწარი მიმართვა(PRE-EMPTIVE REQUEST)

Preventive request to the Commission for the Control of Files to prevent future processing of personal data when it is evident that you are being persecuted on political, racial, military or religious grounds and the persecuting country may request Interpol to issue a Red Notice/Diffusion.

საბა ხელაშვილი - ინტერპოლის მონაცემთა დაცვის საკითხებში სპეციალიზებული იურისტი და ადვოკატი თბილისში, საქართველოში.

CONSULT A LAWYER SPECIALIZED IN INTERPOL MATTERS!

FIND OUT IF THERE IS INFORMATION ABOUT YOU AND REQUEST ITS DELETION OR CORRECTION — PROFESSIONAL ASSISTANCE IN THE CCF REVIEW PROCESS.

Scroll to Top