Следственные и процессуальные действия

ბრალდებულის გამამართლებელ მტკციებულებათა შეგროვება დაცვის სტრატეგიის ძირითადი საყდენია.

ადვოკატის როლი მტკიცებულებათა მოპოვების პროცესში

ობიექტური ჭეშმარიტების კვალდაკვალ

სისხლის სამართლის პროცესში საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების ჩატარება პირდაპირ უკავშირდება საქმეზე ობიექტური ჭეშმარიტების დადგენას.

თავის მხრივ, ისინი წარმოადგენს კანონით განსაზღვრულ ღონისძიებებს, რომლის მიზანია საქმის გარემოებების ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად გარკვევა.

უპირველესად, ამ პროცესში აუცილებელია კანონიერების, ობიექტურობისა და პროპორციულობის დაცვა, რაც უზრუნველყოფს გამოძიების ეფექტიანობას.

სად გადის ზღვარი გამოძიების ინტერესებსა და პიროვნების პირადი სივრცის ხელშეუხებლობას შორის? – იგი განისაზღვრება საკანონმდებლო გარანტიებით, რომელიც ზღუდავს არამართლზომიერ ჩარევას დაცულ სფეროში.

ამის გათვალისწინებით, სწორად ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები ქმნის საფუძველს მტკიცებულებათა დასაშვებობის, რელევანტურობისა და უტყუარობისთვის – ეს კი სამართლიანი სასამართლოს საყრდენია.

Скульптура Фемиды, держащей весы и кинжал, где кинжал является символом казни, а весы — символом правосудия.

როგორ აფასებს სასამართლო მხარის წარდგენილ მტკიცებულებებს?

მტკიცებულებათა შეფასების სტანდარტები

დასაშვებობა

სისხლის სამართლის პროცესში მტკიცებულებათა შეფასების პირველი კრიტერიუმი მათი დასაშვებობაა, რაც გულისხმობს მათს ფორმალურ ავთენტურობას, მოპოვების, მხარესთან გაცვლისა და სასამართლოში წარდგენის კანონიერებას.

რელევანტურობა

რელევანტურობის კრიტერიუმის მიხედვით, მტკიცებულება პირდაპირ უნდა უკავშირდებოდეს საქმის გარემოებებს. არ შეიძლება განაჩენს დაედოს ინფორმაცია, რომელიც თავისი არსით სპეკულაციური და შეცდომაში შემყვანია.

უტყუარობა

და ბოლოს - მტკიცებულება უნდა იყოს პირდაპირი და უტყუარი, ანუ ის გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით უნდა ამტკიცებდეს პირის ბრალდეულობას და პასუხობდეს ყველა გონივრულ ეჭვს სისხლის სამართლის საქმის გარშემო.

დასაშვებობა

სისხლის სამართლის პროცესში მტკიცებულებათა შეფასების პირველი კრიტერიუმი მათი დასაშვებობაა, რაც გულისხმობს მათს ფორმალურ ავთენტურობას, მოპოვების, მხარესთან გაცვლისა და სასამართლოში წარდგენის კანონიერებას.

რელევანტურობა

რელევანტურობის კრიტერიუმის მიხედვით, მტკიცებულება პირდაპირ უნდა უკავშირდებოდეს საქმის გარემოებებს. არ შეიძლება განაჩენს დაედოს ინფორმაცია, რომელიც თავისი არსით სპეკულაციური და შეცდომაში შემყვანია.

უტყუარობა

და ბოლოს - მტკიცებულება უნდა იყოს პირდაპირი და უტყუარი, ანუ ის გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით უნდა ამტკიცებდეს პირის ბრალდეულობას და პასუხობდეს ყველა გონივრულ ეჭვს სისხლის სამართლის საქმის გარშემო.

როგორ მოიპოვება მტკიცებულებები სისხლის სამართლის საქმეზე?

სისხლის სამართლის საქმეში მტკიცებულებები მოიპოვება საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების გზით.

სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი ამომწურავად ჩამოთვლის, თუ რომელი მოქმედების ჩატარება შეუძლია დაცვის მხარეს და როგორ, სახელდობრ:

მიუკერძოებლობის, სამართლიანობისა და კანონის აღსრულების ქალღმერთი - თემიდა, სკულპტურა.

საგამოძიებო მოქმედებები დაცვის საქმიანობაში

დაცვის საქმიანობაში საგამოძიებო მოქმედებები წარმოადგენს კანონით განსაზღვრულ სპეციალურ იურიდიულ ღონისძიებებს, რომელიც დასაბუთებული ვარაუდის საფუძველზე ტარდება. მათი მიზანია ბრალდებულის დაცვის პოზიციისთვის სასარგებლო ინფორმაციის შეგროვება. დაცვის მხარე ატარებს შემდეგ მოქმედებებს:

მოწმის ნებაყოფლობითი და იძულებითი გამოკითხვა

გამოკითხვა არის საგამოძიებო მოქმედება, რომლის დროსაც მოწმე თავისი ნებით იძლევა ჩვენებას იმ ფაქტებთან დაკავშირებით, რომელიც მისთვის ცნობილია კონკრეტული საქმის ირგვლივ. მართალია, მოწმეს უფლება აქვს, უარი განაცხადოს გამოკითხვაში მონაწილეობაზე, თუმცა ამ შემთხვევაში დაცვის მხარეს შეუძლია, სასამართლოს მეშვეობით მოითხოვოს მისი სავალდებულო დაკითხვა მაგისტრატი მოსამართლის წინაშე.

შემთხვევის ადგილის დათვალიერება

შემთხვევის ადგილის დათვალიერება წარმოადგენს საგამოძიებო მოქმედებას, რომლის მიზანია დანაშაულის ვითარების, მისი ჩადენის მეთოდების, კვალის ან სხვა დამატებითი ინფორმაციის მოპოვება. პროცედურას ატარებს მხარე, რომელიც საქმისთვის მნიშვნელოვან ყველა დეტალს ფოტო/ვიდეო გადაღებით აფიქსირებს და შეაქვს შესაბამის ოქმში.

საგამოძიებო ექსპერიმენტი

საგამოძიებო ექსპერიმენტი არის კონკრეტული სიტუაციის რეკონსტრუქცია(აღდგენა), რომლის მიზანია შემოწმდეს, შესაძლებელი იყო თუ არა მოცემულ პირობებში გარკვეული ქმედების ჩადენა ან/და არის თუ არა მოწმის ჩვენება სიმართლე. მონაწილე პირი აღწერს, რა, სად და როგორ მოხდა, პასუხობს შეკითხვებს და მიუთითებს დეტალებზე, რაც ფიქსირდება ვიდეო-აუდიო და ფოტო გადაღებით.

კომპიუტერული მონაცემების ამოღება

დაცვის მხარე უფლებამოსილია, სასამართლოს განჩინების საფუძველზე კომპიუტერული სისტემიდან გამოითხოვოს საჭირო ინფორმაცია, მაგალითად: ვიდეოსათვალთვალო კამერის ჩანაწერები, სატელეფონო ანძების ამონაწერები, საბანკო ტრანზაქციები, სატელეფონო მიმოწერები და ა.შ.

ჩხრეკა, ამოღება და ფარული საგამოძიებო მოქმედებები

დაცას არ გააჩნია დამოუკიდებლად ჩხრეკის, ამოღებისა და ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების უფლება. ამ ტიპის მოქმედებებს ატარებს საქართველოს პროკურატურა სასამართლოს განჩინებით, რომელსაც სასამართლო გამოსცემს დაცვის მხარის შუამდგომლობის საფუძველზე.

საპროცესო მოქმედებები დაცვის საქმიანობაში

მტკიცებულებათა მოპოვების მეორე გზა არის საპროცესო მოქმედებების ჩატარება. განსხვავებით საგამოძიებო მოქმედებებისგან, მათი ჩატარება არ მოითხოვს “დასაბუთებული ვარაუდის” სტანდარტს და ამისთვის მხარის ინიციატივაც საკმარისია. ამის გათვალისწინებით, ჩვენ ვატარებთ შემდეგ ღონისძიებებს:

ექსპერტიზა

ექსპერტიზა ტარდება, როდესაც საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტების დადგენა სპეციალისტების ჩართვის გარეშე შეუძლებელია. ასევე, თუ ობიექტზე არსებობს კვალი ან ნიშანი, რომლის შეფასება მხოლოდ სპეციალური ცოდნით შეიძლება. საექსპერტო კვლევის ობიექტი ექსპერტს უნდა გადაეცეს შეფუთული და დალუქული.

სამედიცინო გამოკვლევა

სამედიცინო გამოკვლევას ნიშნავს დაცვის მხარე და ატარებს შესაბამისი კვალიფიკაციის ექიმი სამედიცინო დაწესებულებაში. იგი მოიცავს ნებისმიერ სამედიცინო პროცედურას, რომელიც არ იწვევს ძლიერ ტკივილს. მისი მიზანია ობიექტური სამედიცინო ინფორმაციის მიღება დაცვის სტრატეგიის შესაქმნელად.

ნიმუშის აღება

აგრეთვე, დაცვის მხარეს უფლება აქვს, აიღოს ადამიანის, გვამის, ცხოველის, ნივთიერების, საგნის ან ინფორმაციის შემცველი სხვა ობიექტის თვისებების ამსახველი ნიმუში. მაგალითად, ასეთია კალიგრაფიული ნიმუში. მხარე უფლებამოსილია ეს პროცედურა ჩაატარებინოს ექსპერტს.

მიუკერძოებლობის, სამართლიანობისა და კანონის აღსრულების ქალღმერთი - თემიდა, სკულპტურა.

სამი მთავარი წესი, თუ როგორ ავირიდოთ მტკიცებულებათა დაუშვებლობა

საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებებს მკაცრად განსაზღვრული წესები აქვს და მათი დარღვევა იწვევს მოპოვებული მტკიცებულებების დაუშვებლობას.

ამის გათვალისწინებით, ჩვენს დაცვის სტრატეგიაში არსებობს 3 ძირითადი წესი, როგორ უნდა ავირიდოთ თავიდან ეს შედეგი, კერძოდ:

მტკიცებულებათა და სამხილთა დაფა ადვოკატის სამუშაო მაგიდის ზევით: დევს კომპიუტერი, ფოტოსურათები, ვიდეოკამერის ჩანაწერების, მოწმეთა ჩვენებები, საგამოძიებო ოქმები და ა.შ.

როგორ ხდება მტკიცებულება დაუშვებელი და რას გულისხმობს "მოწამლული ხის ნაყოფის დოქტრინა?"

საპროცესო კოდექსი იმპერატიულად ადგენს, რომ კანონის არებითი დარღვევით მოპოვებული მტკიცებულება დაუშვებელია და მას იურიდიული ძალა არ აქვს. თავის მხრივ, ჯაჭვური რეაქციით, დაუშვებელია მის საფუძველზე მოპოვებული ყველა სხვა მტკიცებულებაც. ეს მოვლენა ცნობილია მეტაფორთ “მოწამლული ხის ნაყოფი,” რომელიც პირველად 1920 წელს გამოიყენა აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ საქმეში “Silverthorne Lumber Co. v. United States.” ამის გათვალისწინებით, არსებობს 3 წესი, რომელიც უნდა დავიცვათ, რათა თავიდან ავირიდოთ გამოუსწორებელი შედეგები, В частности:

ავთენტურობის უზრუნველყოფა

პირველ ყოვლისა, როგორც დოკუმენტური, ისე ნივთიერი მტკიცებულება უნდა იყოს ავთენტური. ავთენტურობა ნიშნავს ინფორმაციის ორიგინალი, უცვლელი ფორმით, წარდგენას. მაგ., ფოტო, რომელიც მობილურით გადავიღეთ, სასამართლოს წარედგინება ელექტრონული ფორმით.

მოქმედება დასაბუთებული ვარაუდის საფუძველზე

აგრეთვე, არც ერთი საგამოძიებო მოქმედება არ უნდა ჩატარდეს დასაბუთებული ვარაუდის გარეშე, В частности, მანამ, სანამ არ გვექნება ინფორმაციის ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებს, რომ გამოძიების შედეგად კონკრეტული რამ დადგინდება.

სათანადოდ დაოქმება, დალუქვა და შეფუთვა

და ბოლოს: ყველა მტკიცებულება უნდა შევიდეს შესაბამის ოქმში. ოქმი სწორედ ის შაბლონია, რომლითაც ინფორმაცია სასამართლოს მიეწოდება. აგრეთვე, კანონით დადგენილი წესით უნდა შეიფუთოს И დაილუქოს, რათა არ გაჩნდეს ეჭვი მათი გაყალბების შესახებ.

კვალიფიციური დახმარება გამოძიების ეტაპზე

დაცვის გონივრული სტრატეგიის შემუშავება ჯერ კიდევ გამოძიების ეტაპზე იწყება. საქმის მთავარი მტკიცებულებები სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებიდან 48 საათში უნდა შეიკრიბოს. ნუ დააგვიანებ ადვოკატთან დაკავშირებას.

ru_RURU
Прокрутить вверх