დავების წარმოება ინტერპოლის ფაილების კონტროლის კომისიაში

ჩვენ ვიცავთ კლიენტთა პირად მონაცემებს საერთაშორისო დონეზე

ფაილების კონტროლის კომისიის როლი პერსონალურ მონაცემთა დაცვაში

მონაცემთა დამუშავების კანონიერების სადარაჯოზე

კრიმინალური პოლიციის საერთაშორისო ორგანიზაციის საქმიანობა ტრანსნაციონალური და ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით პირდაპირ უკავშირდება ადამიანის პირადი მონაცემების მასობრივ დამუშავებას გლობალურ დონეზე.

აღსანიშნავია, რომ ინტერპოლი, ერთი მხრივ, მართავს 19 მონაცემთა ბაზას, მეორე მხრივ კი, ფერადკოდირებული და დიფუზიური ცნობების გზით ელვის სისწრაფით ავრცელებს  პერსონალურ მონაცემებს მუდმივმოქმედ I-24/7 გლობალურ ქსელში, რაც უზრუნველყოფს მათს ცირკულირებას 196 ქვეყანაში.

სად გადის ზღვარი გლობალურ უსაფრთხოებასა და პიროვნების პირადი მონაცემების ხელშეუხებლობას შორის? – იგი განისაზღვრება ინტერპოლის კონსტიტუციითა და ფაილების კონტროლის კომისიის რეგლამენტით, რომელიც ზღუდავს მონაცემთა არამართლზომიერ დამუშავებას

ამის გათვალისწინებით, ორგანიზაციის სისტემაში მოქმედებს დამოუკიდებელი ორგანოინტერპოლის ფაილების კონტროლის კომისია(CCF), რომელიც კონტროლს უწევს პიროვნებასთან დაკავშირებული მონაცემების დამუშავების კანონიერებას და, ამ მხრივ, განიხილავს მონაცემების სუბიექტთა საჩივრებს. 

ინტერპოლი - ლოგო

როგორ ამუშავებს ინტერპოლი პირად მონაცემებს გლობალურ დონეზე?

არსებობს მონაცემთა დამუშავების სამი გზა:

მონაცემთა ბაზები

უპირველესად, ინტერპლი მართავს 19 გლობალურ მონაცემთა ბაზას, მათ შორის, ისეთებს, რომლებიც ადამიანთა პირად მონაცემებს ინახავს და ხელმისაწვდომს ხდის სამართალდამცავებისთვის.

ცირკულარები და დიფუზიები

გარდა ამისა, ორგანიზაციას აქვს ფერადკოდირებული შეტყობინებები და დიფუზიები, რომელთა მეშვეობითაც პირადი მონაცემები 196 ქვეყანაში ცირკულირებს.

საკომუნიკაციო ქსელები

და ბოლოს - იგი ფლობს რამდენიმე მსხვილ ინფორმაციის მიმოცვლის ქსელს, როგორიცაა, მაგალითად, დნმ-ის მიმოცვლის DNA-Gateway არხები და I-24/7 გლობალური საკომუნიკაციო ქსელი.

მონაცემთა ბაზები

უპირველესად, ინტერპოლი მართავს 19 გლობალურ მონაცემთა ბაზას, მათ შორის, ისეთებს, რომლებიც ადამიანთა პირად მონაცემებს ინახავს და ხელმისაწვდომს ხდის სამართალდამცავებისთვის.

ცირკულარები და დიფუზიები

გარდა ამისა, ორგანიზაციას აქვს ფერადკოდირებული შეტყობინებები და დიფუზიები, რომელთა მეშვეობითაც პირადი მონაცემები 196 ქვეყანაში ცირკულირებს.

საკომუნიკაციო ქსელები

და ბოლოს - იგი ფლობს რამდენიმე გლობალურ ინფორმაციის მიმოცვლის ქსელს, როგორიცაა, მაგალითად, დნმ-ის მიმოცვლის DNA-Gateway არხები და I-24/7 გლობალური საკომუნიკაციო ქსელი.

მონაცემთა ბაზები და საკომუნიკაციო ქსელები

ქვემოთ მოცემულია იმ მონაცემთა ბაზებისა და საკომუნიკაციო ქსელების არასრული ჩამონათვალი, რომლითაც ინტერპოლი ადამიანთა პირად მონაცემებს გლობალურ დონეზე ამუშავებს.

ფერადკოდირებული ცნობები და დიფუზიები

კრიმინალური პოლიციის საერთაშორისო ორგანიზაცია წევრ სახელმწიფოებს შორის განგაშის სიგნალის გასავრცელებლად იყენებს დიფუზიურ და ფერადკოდირებულ ცნობებს, კერძოდ: 

საერთაშორისო ძებნის გამოცხადება ინტერპოლის წითელი ცირკულარით

თუ ინტერპოლის წევრი ქვეყანა, საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლო ან ტრიბუნალი გადაწყვეტს მიმალვაში მყოფი პირის ძებნას საერთაშორისო დონეზე, ის ინტერპოლის ცენტრალური ეროვნული ბიუროს მეშვეობით მიმართავს გენერალურ სამდივნოს წითელი ცირკულარის ამოქმედების მოთხოვნით. 

ამ მომენტიდან გენერალური სამდივნო ამოწმებს ფერადკოდირებული ცნობის გამოცემის ფორმალურსამართლებრივ საფუძვლებს და იღებს შესაბამის გადაწყვეტილებას. 

წითელი ცნობის გამოცემის შემთხვევაში, ძებნილი პირის მონაცემები ხვდება ინტერპოლის კრიმინალური ინფორმაციის სისტემაში და მუდმივმოქმედი I-24/7 საკომუნიკაციო ქსელის მეშვეობით დაუყოვნებლივ იწყებს ცირკულირებას 196 წევრ ქვეყანაში.

რა შედეგებს უკავშირდება წითელი ცნობის ცირკულირება?

საერთაშორისო ძებნის კრიტიკული ასპექტები

წითელი ფერადკოდირებული ცნობით ინტერპოლი განგაშის სიგნალს უგზავნის 195 წევრ ქვეყანას და ატყობინებს, რომ იძებნება კონკრეტული პირი და ის ბრალდებულია/მსჯავრდებულია კონკრეტული დანაშაულის ჩადენაში. ცნობას თან ახლავს ინფორმაცია მისი ბოლო ადგილსამყოფელის შესახებ, დაბადების თარიღი, ფოტოსურათი, სხვა ბიომეტრიული მონაცემები და საქმის მოკლე აღწერა. ამის გათვალისწინებით, წითელი ცირკულარის ამოქმედება იწვევს მთელ რიგ პრობლემებს, სახელდობრ:

გადაადგილების შეზღუდვა

ძებნილი პირისთვის პრაქტიკულად შეუძლებელი ხდება ნებისმიერი ქვეყნის საჰაერო, საზღვაო თუ სახმელეთო საზღვრის ლეგალურად კვეთა, რადგან მათი საბუთები ინტერპოლის მონაცემთა ბაზაში მოწმდება.

ქვეყანაში ბინადრობის პრობლემა

აეროპორტები, პორტები თუ სამანქანო გამშვები პუნქტები არეგისტრირებს ყველა იმ პირს, რომელიც საზღვარს კვეთს და ქვეყანაში შემოდის, რაც ძებნილი პირის მიკვლევადობას მნიშვნელოვნად ამარტივებს.

დაკავება და ექსტრადიცია

და ბოლოს - ძებნილი პირის აღმოჩენის შემთხვევაში, მას პოლიცია დააკავებს და დაიწყება მის მიმართ საექსტრადიციო პროცედურები ეროვნული კანონმდებლობის ან/და რომის წესდების შესაბამისად.

ინტერპოლის გენერალური სამდივნო წითელ ცირკულარს არ გამოსცემს, თუ მოთხოვნა:

ინტერპოლის წითელი ცირკულარი - წარწერა ესპანურად Notificacion roja.

ინტერპოლის გენერალური სამდივნო წითელ ცირკულარს არ გამოსცემს, თუ მოთხოვნა:

ვერცხლისფერი ცირკულარი: ინტერპოლმა მიზანში ამჯერად კრიმინალური აქტივები ამოიღო

დანაშაულებრივი აქტივების მიკვლევადობა უკვე შესაძლებელი ხდება საერთაშორისო დონეზე

2025 წლის 10 იანვრიდან ინტერპოლმა შემოიღო რიგით მე-8 ფერადკოდირებული შეტყობინება – ვერცხლისფერი ცნობა, რომელიც საპილოტე რეჟიმში ჯერ-ჯერობით მხოლოდ 52 ქვეყანაში მოქმედებს. მათ შორის არის საქართველოც. ტრანსნაციონალური და ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რადგან შესაძლებელი ხდება დანაშაულებრივი გზით დაუფლებული ქონების მიკვლევადობა და კონფისკაცია. თუმცა, მეორე მხრივ, ამას ახლავს რისკებიც, რომ ქვეყნებმა ინტერპოლის წესდების გვერდის ავლით ამოიღონ მიზანში სუბიექტის ფინანსური აქტივები, კერძოდ: 

საბანკო სისტემებზე წვდომა

ძებნილი პირისთვის პრაქტიკულად შეუძლებელი ხდება ნებისმიერი ქვეყნის საჰაერო, საზღვაო თუ სახმელეთო საზღვრის ლეგალურად კვეთა, რადგან მათი საბუთები ინტერპოლის მონაცემთა ბაზაში მოწმდება.

უძრავი ქონების დაყადაღება

აეროპორტები, პორტები თუ სამანქანო გამშვები პუნქტები არეგისტრირებს ყველა იმ პირს, რომელიც საზღვარს კვეთს და ქვეყანაში შემოდის, რაც ძებნილი პირის მიკვლევადობას მნიშვნელოვნად ამარტივებს.

საერთაშორისო ბირჟებზე არსებული აქციების გაყინვა

და ბოლოს - ძებნილი პირის აღმოჩენის შემთხვევაში, მას პოლიცია დააკავებს და დაიწყება მის მიმართ საექსტრადიციო პროცედურები ეროვნული კანონმდებლობის ან/და რომის წესდების შესაბამისად.

ინტერპოლის გენერალური სამდივნო წითელ ცირკულარს არ გამოსცემს, თუ მოთხოვნა:

ინტერპოლის უახლესი ვერცხლისფერი ცირკულარი - დანაშაულებრივი აქტივების მოძიება.

ინტერპოლის გენერალური სამდივნო წითელ ცირკულარს არ გამოსცემს, თუ მოთხოვნა:

როგორ მივმართოთ ფაილების კონტროლის კომისიას?

განცხადების შეტანის ინსტრუქცია და საქმის წარმოება

ქვემოთ მოცემულია დეტალური ინსტრუქცია, როგორ წარვადგინოთ მოთხოვნა INTERPOL-ის სისტემაში არსებულ მონაცემებზე წვდომის, გასწორების ან წაშლის თაობაზე:

განცხადების მომზადება

განცხადებები უნდა შეივსოს სპეციალური ფორმების მიხედვით. დეტალური ინსტრუქციები მოცემულია ფორმებსა და განაცხადების წესებში (CCF Procedural Guidelines for Applicants). კომისია არ ატარებს ზეპირ მოსმენებს, გარდა განსაკუთრებული შემთხვევებისა.

განაცხადის წარდგენის პირობები

განაცხადი უნდა შეესაბამებოდეს კომისიის სტატუტით განსაზღვრულ როლს და აკმაყოფილებდეს დასაშვებობის კრიტერიუმებს. მას თან უნდა ერთვოდეს ყველა აუცილებელი დოკუმენტი. კომისია არ უპასუხებს ისეთ მოთხოვნებს, რომელიც არ შედის მის კომპეტენციაში. დაუშვებელი მოთხოვნები არ საჩივრდება – ასეთ შემთხვევაში, საჭიროა, ახალი განაცხადის წარმოდგენა.

გაგზავნის წესი

განაცხადები იგზავნება მხოლოდ ფორმებში მითითებულ ელფოსტის მისამართზე. არ გამოიყენოთ PEC (Posta Elettronica Certificata) მისამართები, რადგან კომისიას არ შეუძლია მათზე პასუხის გაცემა. კომისიის წევრებთან პირდაპირი კონტაქტი აკრძალულია.

წინასწარი(ინგ. "PRE EMPTIVE") მოთხოვნები

სტატუტში არ გამოიყენება ტერმინი „წინასწარი მოთხოვნა“, თუმცა პრაქტიკაში ამით მოიხსენიება ის შემთხვევები, როცა პირი მიმართავს კომისიას წინასწარ თხოვნით, INTERPOL-მა მომავალში არ დაამუშაოს მისი მონაცემები — იმ შემთხვევაშიც კი, თუ ამ მომენტისათვის ისინი INTERPOL-ის ფაილებში არ არის. ასეთი მოთხოვნის მიღების შემდეგ: 1. კომისია მიღებულ მოთხოვნას და თანდართულ ინფორმაციას გადასცემს გენერალურ სამდივნოს ინფორმირებისა და, საჭიროების შემთხვევაში, შესაბამისი რეაგირებისათვის; 2. წინასწარი მიმართვა არ არის ოფიციალური განაცხადი მონაცემებზე წვდომის, კორექტირების ან წაშლის თაობაზე; 3. წვდომისთვის, შესწორებისთვის და წაშლიშტვის მაინც საჭიროა ოფიციალური განაცხადი.

მონაცემებზე წვდომის მოთხოვნა

განაცხადის მიღების შემთხვევაში, კომისია ამოწმებს, არსებობს თუ არა მონაცემები INTERPOL-ის სისტემაში. მონაცემების გამჟღავნებამდე, იგი კონსულტაციას გადის ინფორმაციის წყარო სახელმწიფოსთან. გადაწყვეტილება, როგორც წესი, მიიღება განცხადების დასაშვებად ცნობის დღიდან 4 თვის ვადაში.

მონაცემების გასწორება და წაშლა

მონაცემების არსებობის შემთხვევაში, კომისია ამოწმებს მათი დამუშავების შესაბამისობას INTERPOL-ის წესებთან. იგი ითვალისწინებს ყველა წარმოდგენილ დოკუმენტსა და ინფორმაციას და, საჭიროების შემთხვევაში, ითხოვს დამატებით მასალებს. მიღებული გადაწყვეტილება იგზავნება გენერალურ სამდივნოში აღსასრულებლად და ეცნობება როგორც განმცხადებელს, ასევე ინფორმაციის წყაროს.

გადაწყვეტილების გადახედვის მოთხოვნა

განმცხადებელს შეუძლია მოითხოვოს გადაწყვეტილების გადახედვა, თუ წარმოიშვება ახალაღმოჩენილი და არსებითი ფაქტი. ასეთი თხოვნა უნდა წარედგინოს კომისიას ამ ფაქტის გამოვლენიდან არაუგვიანეს 6 თვის ვადაში და უნდა შეიცავდეს განმარტებას, თუ როგორ შეცვლიდა აღნიშნული ფაქტი თავდაპირველ გადაწყვეტილებას.

კომისიის უფლებამოსილების ზღვარი

კომისია განიხილავს მხოლოდ INTERPOL-ის მონაცემთა სისტემაში არსებული ინფორმაციის დამუშავების საკითხებს. იგი არ ატარებს გამოძიებას, არ წყვეტს საქმეების არსს, არ მონაწილეობს საიმიგრაციო საქმეებში და არ განიხილავს ექსტრადიციასა და მგზავრობის თავისუფლებასთან დაკავშირებულ საკითხებს. ასეთ თემებზე მიმართვა უნდა მოხდეს შესაბამის ეროვნულ ან რეგიონულ ორგანოებში.

ინტერპოლის საკითხებში სპეციალიზებული ადვოკატი

გაიგე, არსებობს თუ არა შენზე ინფორმაცია და მოითხოვე მისი წაშლა ან შესწორება — პროფესიონალური დახმარება CCF-ში მიმდინარე დავის პროცესში.

fa_IRFA
پیمایش به بالا