დავების წარმოება ინტერპოლის ფაილების კონტროლის კომისიაში
ჩვენ ვიცავთ კლიენტთა პირად მონაცემებს საერთაშორისო დონეზე
ფაილების კონტროლის კომისიის როლი პერსონალურ მონაცემთა დაცვაში
მონაცემთა დამუშავების კანონიერების სადარაჯოზე
კრიმინალური პოლიციის საერთაშორისო ორგანიზაციის საქმიანობა ტრანსნაციონალური და ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით პირდაპირ უკავშირდება ადამიანის პირადი მონაცემების მასობრივ დამუშავებას გლობალურ დონეზე.
აღსანიშნავია, რომ ინტერპოლი, ერთი მხრივ, მართავს 19 მონაცემთა ბაზას, მეორე მხრივ კი, ფერადკოდირებული და დიფუზიური ცნობების გზით ელვის სისწრაფით ავრცელებს პერსონალურ მონაცემებს მუდმივმოქმედ I-24/7 გლობალურ ქსელში, რაც უზრუნველყოფს მათს ცირკულირებას 196 ქვეყანაში.
სად გადის ზღვარი გლობალურ უსაფრთხოებასა და პიროვნების პირადი მონაცემების ხელშეუხებლობას შორის? – იგი განისაზღვრება ინტერპოლის კონსტიტუციითა და ფაილების კონტროლის კომისიის რეგლამენტით, რომელიც ზღუდავს მონაცემთა არამართლზომიერ დამუშავებას.
ამის გათვალისწინებით, ორგანიზაციის სისტემაში მოქმედებს დამოუკიდებელი ორგანო – ინტერპოლის ფაილების კონტროლის კომისია(CCF), რომელიც კონტროლს უწევს პიროვნებასთან დაკავშირებული მონაცემების დამუშავების კანონიერებას და, ამ მხრივ, განიხილავს მონაცემების სუბიექტთა საჩივრებს.

როგორ ამუშავებს ინტერპოლი პირად მონაცემებს გლობალურ დონეზე?
არსებობს მონაცემთა დამუშავების სამი გზა:
მონაცემთა ბაზები
უპირველესად, ინტერპლი მართავს 19 გლობალურ მონაცემთა ბაზას, მათ შორის, ისეთებს, რომლებიც ადამიანთა პირად მონაცემებს ინახავს და ხელმისაწვდომს ხდის სამართალდამცავებისთვის.
ცირკულარები და დიფუზიები
გარდა ამისა, ორგანიზაციას აქვს ფერადკოდირებული შეტყობინებები და დიფუზიები, რომელთა მეშვეობითაც პირადი მონაცემები 196 ქვეყანაში ცირკულირებს.
საკომუნიკაციო ქსელები
და ბოლოს - იგი ფლობს რამდენიმე მსხვილ ინფორმაციის მიმოცვლის ქსელს, როგორიცაა, მაგალითად, დნმ-ის მიმოცვლის DNA-Gateway არხები და I-24/7 გლობალური საკომუნიკაციო ქსელი.
მონაცემთა ბაზები
უპირველესად, ინტერპოლი მართავს 19 გლობალურ მონაცემთა ბაზას, მათ შორის, ისეთებს, რომლებიც ადამიანთა პირად მონაცემებს ინახავს და ხელმისაწვდომს ხდის სამართალდამცავებისთვის.
ცირკულარები და დიფუზიები
გარდა ამისა, ორგანიზაციას აქვს ფერადკოდირებული შეტყობინებები და დიფუზიები, რომელთა მეშვეობითაც პირადი მონაცემები 196 ქვეყანაში ცირკულირებს.
საკომუნიკაციო ქსელები
და ბოლოს - იგი ფლობს რამდენიმე გლობალურ ინფორმაციის მიმოცვლის ქსელს, როგორიცაა, მაგალითად, დნმ-ის მიმოცვლის DNA-Gateway არხები და I-24/7 გლობალური საკომუნიკაციო ქსელი.
მონაცემთა ბაზები და საკომუნიკაციო ქსელები
ქვემოთ მოცემულია იმ მონაცემთა ბაზებისა და საკომუნიკაციო ქსელების არასრული ჩამონათვალი, რომლითაც ინტერპოლი ადამიანთა პირად მონაცემებს გლობალურ დონეზე ამუშავებს.
კრიმინალური ინფორმაციის სისტემა
ეს სისტემა ინახავს დეტალურ ინფორმაციას ფერადკოდირებული ცნობების, დიფუზიებისა და გაეროს სპეციალური ცირკულარის შესახებ, რომელსაც თან ერთვის კრიმინალთა ნომინალური მონაცემების ბაზაც:
- ცირკულარები და დიფუზიები: ამ ბაზაში თავს იყრის ფერადი, გაეროს სპეციალური და არაფორმალური - დიფუზიური, ცნობები.
- ნომინალური მონაცემები: შესაბამის ცნობას თან ახლავს პირის კრიმინალური ისტორია, აღწერილობები და საქმის სხვა დეტალები, როგორც დამხმარე ინფორმაცია.
- მონაცემთა შენახვის ვადები: 5 წელი, ან ნაკლები, თუ ასე განსაზღვრა ქვეყანამ ან მიზანი მიღწეულია; 10 წელი — თუ მონაცემები გამოიყენება კრიმინალური ისტორიის არქივში.
AFIS - ბიომეტრიულ მონაცემთა ბაზა
ამ ბაზაში ინახება და ხელმისაწვდომია ადამიანთა დაქტილოსკოპური და დნმ-მოლეკულური მონაცემები. გარდა ამისა, მოქმედებს სახის ამოცნობის სისტემა, რომელიც ინახავს ფოტოსურათებს. კერძოდ:
- ბიომეტრული ჰაბი: სისტემა, რომელიც ავტომატურად ადარებს ატვირთულ ფოტოს ან ანაბეჭდს AFIS-ში შენახულ მონაცემებს.
- DNA-GATEWAY: ეს არის დნმ მონაცემების გაცვლის ქსელი. ინტერპოლი თავად არ ფლობს ამ მონაცემებს.
- მონაცემთა შენახვის ვადები: ა) დნმ და თითის ანაბეჭდები: 5 წელი – ცნობილ/15 წელი – უცნობ პირებზე და ცხედრებზე; ბ) სახის ამოსაცნობი მონაცემი: 5 წელი ან ნაკლები, თუ მიზანი მიიღწა ან ასე განსაზღვრა ქვეყანამ.
კრიმინალური ინფორმაციის სისტემა
ეს სისტემა ინახავს დეტალურ ინფორმაციას ფერადკოდირებული ცნობების, დიფუზიებისა და გაეროს სპეციალური ცირკულარის შესახებ, რომელსაც თან ერთვის კრიმინალთა ნომინალური მონაცემების ბაზაც:
- ცირკულარები და დიფუზიები: ამ ბაზაში თავს იყრის ფერადი, გაეროს სპეციალური და არაფორმალური - დიფუზიური, ცნობები.
- ნომინალური მონაცემები: შესაბამის ცნობას თან ახლავს პირის კრიმინალური ისტორია, აღწერილობები, ანაბეჭდები და საქმის სხვა დეტალები, როგორც დამხმარე ინფორმაცია.
- მონაცემთა შენახვის ვადები: 5 წელი, ან ნაკლები, თუ ასე განსაზღვრა ქვეყანამ ან მიზანი მიღწეულია; 10 წელი — თუ მონაცემები გამოიყენება კრიმინალური ისტორიის არქივში.
AFIS - ბიომეტრიულ მონაცემთა ბაზა
ამ ბაზაში ინახება და ხელმისაწვდომია ადამიანთა დაქტილოსკოპური და დნმ-მოლეკულური მონაცემები. გარდა ამისა, მოქმედებს სახის ამოცნობის სისტემა, რომელიც ინახავს ფოტოსურათებს. კერძოდ:
- ბიომეტრული ჰაბი: სისტემა, რომელიც ავტომატურად ადარებს ატვირთულ ფოტოს ან ანაბეჭდს AFIS-ში შენახულ მონაცემებს.
- DNA-GATEWAY: ეს არის დნმ მონაცემების გაცვლის ქსელი. ინტერპოლი თავად არ ფლობს ამ მონაცემებს.
- მონაცემთა შენახვის ვადები: ა) დნმ და თითის ანაბეჭდები: 5 წელი – ცნობილ/15 წელი – უცნობ პირებზე და ცხედრებზე; ბ) სახის ამოსაცნობი მონაცემი: 5 წელი ან ნაკლები, თუ მიზანი მიიღწა ან ასე განსაზღვრა ქვეყანამ.
ფერადკოდირებული ცნობები და დიფუზიები
კრიმინალური პოლიციის საერთაშორისო ორგანიზაცია წევრ სახელმწიფოებს შორის განგაშის სიგნალის გასავრცელებლად იყენებს დიფუზიურ და ფერადკოდირებულ ცნობებს, კერძოდ:

წითელი ცირკულარი
მიმალვაში მყოფი მსჯავრდებული/ბრალდებული პირების მიმართ საერთაშორისო ძებნა მათი დაკავებისა და ექსტრადირების მიზნით.

ლურჯი ცირკულარი
გამოძიების ფარგლებში პირის(მაგ, მოწმის) შესახებ დამატებითი ინფორმაციის მოძიება და მისი ადგილსამყოფლის დადგენა.

მწვანე ცირკულარი
სადაზვერვო ცნობა იმ პირის შესახებ, რომელსაც აქვს კრიმინალური ისტორია და წარმოადგენს შესაძლო საფრთხეს სხვა ქვეყნების საზოგადოებისთვის.

იისფერი ცირკულარი
ინფორმაციის მიწოდება ან გამოთხოვა დანაშაულებრივი მეთოდების, სქემების, მოწყობილობების ან დამალვის ტექნიკის შესახებ.

ყვითელი ცირკულარი
დაკარგული პირების ადგილსამყოფელის დადგენაში, ან იმ დაკარგული პირების იდენტიფიკაციაში დახმარება, ვისაც საკუთარი ვინაობის გარკვევა არ შეუძლია.

ნარინჯისფერი ცირკულარი
ისეთი მოვლენის შესახებ გაფრთხილება, რომელიც საზოგადოებას სერიოზულ და გარდაუვალ საფრთხეს უქადის.

შავი ცირკულარი
ამოუცნობი ცხედრის იდენტიფიკაცია, როდესაც მისი იდენტობა ვერ დგინდება, რამაც შეიძლება ხელი შეუწყოს შესაძლო დანაშაულის გახსნას ან გარდაცვლილის ოჯახის პოვნას.

ვერცხლისფერი ცირკულარი
კრიმინალურ საქმიანობასთან დაკავშირებული ფინანსური აქტივების მოძიება საერთაშორისო დონეზე(გამოიყენება 2025 წლის 10 იანვრიდან).

გაეროს უშიშროების საბჭოს სპეციალური ცირკულარი
გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უშიშროების საბჭოს სანქციების აღსრულება იმ პირების მიმართ, რომლებიც აფინანსებენ, მაგ. ტერორიზმს(ISIS, AL-QAEDA, TALIBAN).
საერთაშორისო ძებნის გამოცხადება ინტერპოლის წითელი ცირკულარით
თუ ინტერპოლის წევრი ქვეყანა, საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლო ან ტრიბუნალი გადაწყვეტს მიმალვაში მყოფი პირის ძებნას საერთაშორისო დონეზე, ის ინტერპოლის ცენტრალური ეროვნული ბიუროს მეშვეობით მიმართავს გენერალურ სამდივნოს წითელი ცირკულარის ამოქმედების მოთხოვნით.
ამ მომენტიდან გენერალური სამდივნო ამოწმებს ფერადკოდირებული ცნობის გამოცემის ფორმალურსამართლებრივ საფუძვლებს და იღებს შესაბამის გადაწყვეტილებას.
წითელი ცნობის გამოცემის შემთხვევაში, ძებნილი პირის მონაცემები ხვდება ინტერპოლის კრიმინალური ინფორმაციის სისტემაში და მუდმივმოქმედი I-24/7 საკომუნიკაციო ქსელის მეშვეობით დაუყოვნებლივ იწყებს ცირკულირებას 196 წევრ ქვეყანაში.
რა შედეგებს უკავშირდება წითელი ცნობის ცირკულირება?
საერთაშორისო ძებნის კრიტიკული ასპექტები
წითელი ფერადკოდირებული ცნობით ინტერპოლი განგაშის სიგნალს უგზავნის 195 წევრ ქვეყანას და ატყობინებს, რომ იძებნება კონკრეტული პირი და ის ბრალდებულია/მსჯავრდებულია კონკრეტული დანაშაულის ჩადენაში. ცნობას თან ახლავს ინფორმაცია მისი ბოლო ადგილსამყოფელის შესახებ, დაბადების თარიღი, ფოტოსურათი, სხვა ბიომეტრიული მონაცემები და საქმის მოკლე აღწერა. ამის გათვალისწინებით, წითელი ცირკულარის ამოქმედება იწვევს მთელ რიგ პრობლემებს, სახელდობრ:
გადაადგილების შეზღუდვა
ძებნილი პირისთვის პრაქტიკულად შეუძლებელი ხდება ნებისმიერი ქვეყნის საჰაერო, საზღვაო თუ სახმელეთო საზღვრის ლეგალურად კვეთა, რადგან მათი საბუთები ინტერპოლის მონაცემთა ბაზაში მოწმდება.
ქვეყანაში ბინადრობის პრობლემა
აეროპორტები, პორტები თუ სამანქანო გამშვები პუნქტები არეგისტრირებს ყველა იმ პირს, რომელიც საზღვარს კვეთს და ქვეყანაში შემოდის, რაც ძებნილი პირის მიკვლევადობას მნიშვნელოვნად ამარტივებს.
დაკავება და ექსტრადიცია
და ბოლოს - ძებნილი პირის აღმოჩენის შემთხვევაში, მას პოლიცია დააკავებს და დაიწყება მის მიმართ საექსტრადიციო პროცედურები ეროვნული კანონმდებლობის ან/და რომის წესდების შესაბამისად.
ინტერპოლის გენერალური სამდივნო წითელ ცირკულარს არ გამოსცემს, თუ მოთხოვნა:
- პოლიტიკურად მოტივირებულია;
- მიზნად რელიგიური ნიშნით დევნას ისახავს;
- აქვს რასობრივი სარჩული;
- ეხება სამხედრო საკითხებს;
- მიმართულია ლტოლვილი პირის ექსტრადირებისკენ.

ინტერპოლის გენერალური სამდივნო წითელ ცირკულარს არ გამოსცემს, თუ მოთხოვნა:
- პოლიტიკურად მოტივირებულია;
- მიზნად რელიგიური ნიშნით დევნას ისახავს;
- აქვს რასობრივი სარჩული;
- ეხება სამხედრო საკითხებს;
- მიმართულია ლტოლვილი პირის ექსტრადირებისკენ.
ვერცხლისფერი ცირკულარი: ინტერპოლმა მიზანში ამჯერად კრიმინალური აქტივები ამოიღო
დანაშაულებრივი აქტივების მიკვლევადობა უკვე შესაძლებელი ხდება საერთაშორისო დონეზე
2025 წლის 10 იანვრიდან ინტერპოლმა შემოიღო რიგით მე-8 ფერადკოდირებული შეტყობინება – ვერცხლისფერი ცნობა, რომელიც საპილოტე რეჟიმში ჯერ-ჯერობით მხოლოდ 52 ქვეყანაში მოქმედებს. მათ შორის არის საქართველოც. ტრანსნაციონალური და ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რადგან შესაძლებელი ხდება დანაშაულებრივი გზით დაუფლებული ქონების მიკვლევადობა და კონფისკაცია. თუმცა, მეორე მხრივ, ამას ახლავს რისკებიც, რომ ქვეყნებმა ინტერპოლის წესდების გვერდის ავლით ამოიღონ მიზანში სუბიექტის ფინანსური აქტივები, კერძოდ:
საბანკო სისტემებზე წვდომა
ძებნილი პირისთვის პრაქტიკულად შეუძლებელი ხდება ნებისმიერი ქვეყნის საჰაერო, საზღვაო თუ სახმელეთო საზღვრის ლეგალურად კვეთა, რადგან მათი საბუთები ინტერპოლის მონაცემთა ბაზაში მოწმდება.
უძრავი ქონების დაყადაღება
აეროპორტები, პორტები თუ სამანქანო გამშვები პუნქტები არეგისტრირებს ყველა იმ პირს, რომელიც საზღვარს კვეთს და ქვეყანაში შემოდის, რაც ძებნილი პირის მიკვლევადობას მნიშვნელოვნად ამარტივებს.
საერთაშორისო ბირჟებზე არსებული აქციების გაყინვა
და ბოლოს - ძებნილი პირის აღმოჩენის შემთხვევაში, მას პოლიცია დააკავებს და დაიწყება მის მიმართ საექსტრადიციო პროცედურები ეროვნული კანონმდებლობის ან/და რომის წესდების შესაბამისად.
ინტერპოლის გენერალური სამდივნო წითელ ცირკულარს არ გამოსცემს, თუ მოთხოვნა:
- პოლიტიკურად მოტივირებულია;
- მიზნად რელიგიურ დევნას ისახავს;
- აქვს რასობრივი სარჩული;
- ეხება სამხედრო საკითხებს;
- მიზნად ისახავს ლტოლვილი პირის ექსტრადირებას.

ინტერპოლის გენერალური სამდივნო წითელ ცირკულარს არ გამოსცემს, თუ მოთხოვნა:
- პოლიტიკურად მოტივირებულია;
- მიზნად რელიგიურ დევნას ისახავს;
- აქვს რასობრივი სარჩული;
- ეხება სამხედრო საკითხებს;
- მიზნად ისახავს ლტოლვილი პირის ექსტრადირებას.
როგორ მივმართოთ ფაილების კონტროლის კომისიას?
განცხადების შეტანის ინსტრუქცია და საქმის წარმოება
ქვემოთ მოცემულია დეტალური ინსტრუქცია, როგორ წარვადგინოთ მოთხოვნა INTERPOL-ის სისტემაში არსებულ მონაცემებზე წვდომის, გასწორების ან წაშლის თაობაზე:
განცხადების მომზადება
განცხადებები უნდა შეივსოს სპეციალური ფორმების მიხედვით. დეტალური ინსტრუქციები მოცემულია ფორმებსა და განაცხადების წესებში (CCF Procedural Guidelines for Applicants). კომისია არ ატარებს ზეპირ მოსმენებს, გარდა განსაკუთრებული შემთხვევებისა.
განაცხადის წარდგენის პირობები
განაცხადი უნდა შეესაბამებოდეს კომისიის სტატუტით განსაზღვრულ როლს და აკმაყოფილებდეს დასაშვებობის კრიტერიუმებს. მას თან უნდა ერთვოდეს ყველა აუცილებელი დოკუმენტი. კომისია არ უპასუხებს ისეთ მოთხოვნებს, რომელიც არ შედის მის კომპეტენციაში. დაუშვებელი მოთხოვნები არ საჩივრდება – ასეთ შემთხვევაში, საჭიროა, ახალი განაცხადის წარმოდგენა.
გაგზავნის წესი
განაცხადები იგზავნება მხოლოდ ფორმებში მითითებულ ელფოსტის მისამართზე. არ გამოიყენოთ PEC (Posta Elettronica Certificata) მისამართები, რადგან კომისიას არ შეუძლია მათზე პასუხის გაცემა. კომისიის წევრებთან პირდაპირი კონტაქტი აკრძალულია.
წინასწარი(ინგ. "PRE EMPTIVE") მოთხოვნები
სტატუტში არ გამოიყენება ტერმინი „წინასწარი მოთხოვნა“, თუმცა პრაქტიკაში ამით მოიხსენიება ის შემთხვევები, როცა პირი მიმართავს კომისიას წინასწარ თხოვნით, INTERPOL-მა მომავალში არ დაამუშაოს მისი მონაცემები — იმ შემთხვევაშიც კი, თუ ამ მომენტისათვის ისინი INTERPOL-ის ფაილებში არ არის. ასეთი მოთხოვნის მიღების შემდეგ: 1. კომისია მიღებულ მოთხოვნას და თანდართულ ინფორმაციას გადასცემს გენერალურ სამდივნოს ინფორმირებისა და, საჭიროების შემთხვევაში, შესაბამისი რეაგირებისათვის; 2. წინასწარი მიმართვა არ არის ოფიციალური განაცხადი მონაცემებზე წვდომის, კორექტირების ან წაშლის თაობაზე; 3. წვდომისთვის, შესწორებისთვის და წაშლიშტვის მაინც საჭიროა ოფიციალური განაცხადი.
მონაცემებზე წვდომის მოთხოვნა
განაცხადის მიღების შემთხვევაში, კომისია ამოწმებს, არსებობს თუ არა მონაცემები INTERPOL-ის სისტემაში. მონაცემების გამჟღავნებამდე, იგი კონსულტაციას გადის ინფორმაციის წყარო სახელმწიფოსთან. გადაწყვეტილება, როგორც წესი, მიიღება განცხადების დასაშვებად ცნობის დღიდან 4 თვის ვადაში.
მონაცემების გასწორება და წაშლა
მონაცემების არსებობის შემთხვევაში, კომისია ამოწმებს მათი დამუშავების შესაბამისობას INTERPOL-ის წესებთან. იგი ითვალისწინებს ყველა წარმოდგენილ დოკუმენტსა და ინფორმაციას და, საჭიროების შემთხვევაში, ითხოვს დამატებით მასალებს. მიღებული გადაწყვეტილება იგზავნება გენერალურ სამდივნოში აღსასრულებლად და ეცნობება როგორც განმცხადებელს, ასევე ინფორმაციის წყაროს.
გადაწყვეტილების გადახედვის მოთხოვნა
განმცხადებელს შეუძლია მოითხოვოს გადაწყვეტილების გადახედვა, თუ წარმოიშვება ახალაღმოჩენილი და არსებითი ფაქტი. ასეთი თხოვნა უნდა წარედგინოს კომისიას ამ ფაქტის გამოვლენიდან არაუგვიანეს 6 თვის ვადაში და უნდა შეიცავდეს განმარტებას, თუ როგორ შეცვლიდა აღნიშნული ფაქტი თავდაპირველ გადაწყვეტილებას.
კომისიის უფლებამოსილების ზღვარი
კომისია განიხილავს მხოლოდ INTERPOL-ის მონაცემთა სისტემაში არსებული ინფორმაციის დამუშავების საკითხებს. იგი არ ატარებს გამოძიებას, არ წყვეტს საქმეების არსს, არ მონაწილეობს საიმიგრაციო საქმეებში და არ განიხილავს ექსტრადიციასა და მგზავრობის თავისუფლებასთან დაკავშირებულ საკითხებს. ასეთ თემებზე მიმართვა უნდა მოხდეს შესაბამის ეროვნულ ან რეგიონულ ორგანოებში.
ინტერპოლის საკითხებში სპეციალიზებული ადვოკატი
გაიგე, არსებობს თუ არა შენზე ინფორმაცია და მოითხოვე მისი წაშლა ან შესწორება — პროფესიონალური დახმარება CCF-ში მიმდინარე დავის პროცესში.