ბრალდებულის დაცვა სისხლის სამართლის პროცესში
ბრალდებულის დაცვის სამართალი
დაცვის უფლება
დაცვის უფლება სისხლის სამართლის მართლმსაჯულების უმნიშვნელოვანესი ნაწილია, რომელიც დანაშაულის ბრალდებით დაკავებულ პირთა ინტერესების დაცვას ემსახურება.
ეს უფლება მოიცავს მრავალმხრივ სამართლებრივ მექანიზმს, რომ განხორციელებული სისხლისსამართლებრივი დევნის წინააღმდეგ თითოეული პირს ჰქონდეს ეფექტური დაცვის შესაძლებლობა სასამართლოში.
გარდა ბრალდებულისა, დაზარალებულიც აღჭურვილია საქართველოს კონსტიტუციითა და საპროცესო კანონმდებლობით გარანტირებული დაცვის მექანიზმებით.
პროცესუალური სამართლიანობის პრინციპი
სისხლის სამართლის საპროცესო სფერო დაფუძნებულია სამართლიანობის პრინციპებზე, რაც გულისხმობს თითოეული პირის უფლებას, იყოს მოსმენილი და ეფექტურად წარადგინოს თავისი პოზიცია.
უდანაშაულობის პრეზუმფცია
უფრო მეტიც, უდანაშაულობის პრეზუმფცია სისხლისსამართლებრივი დაცვის ძირითადი საყრდენია, რაც ნიშნავს, რომ ბრალდებული ითვლება უდანაშაულოდ, სანამ მისი დანაშაული არ დამტკიცდება.
ამ პრინციპის მიხედვით, პროცესის ნებისმიერ სტადიაზე, პროკურორს აკისრია ტვირთი, ამტკიცოს პირის დანაშაული გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით.
აღსანიშნავია ისიც, რომ ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დამტკიცდება, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ(ლათ. in dubio pro reo).
შეჯიბრებითობის პრინციპი
აგრეთვე, სისხლის სამართლის პროცესი ემყარება შეჯიბრებითობის პრინციპს. ამ პრინციპის მიხედვით, ბრალდებისა და დაცვის მხარეს აქვთ თანაბარი უფლება, მოიპოვონ, სასამართლოში წარადგინონ და გამოიკვლიონ მტკიცებულებები.
უფრო მეტიც, დაცვის მხარეს, ბრალდების მსგავსად, უფლება აქვს გამოკითხოს, სასამართლოზე მიიყვანოს და დაკითხოს თავისი მოწმეები, ჩაატაროს ექსპერტიზა, ნიმუშების აღება და სხვ.
დანაშაულის კლასიფიკაცია და მოსალოდნელი სასჯელი
დანაშაული, თავისი სიმძიმის, ბრალის ფორმის და შესაბამისი სამართლებრივი შედეგების მიხედვით, სხვადასხვა კატეგორიად კლასიფიცრდება. ბრალის ფორმის მიხედვით, არსებობს განზრახი და გაუფრთხილებელი დანაშაული. განზრახი დანაშაულის მიმართ კანონმდებელი უფრო მძიმე სასჯელს ითვალისწინებს.
სიმძიმის მიხედვით, დანაშაული შეიძლება იყოს ნაკლებად მძიმე, მძიმე და განსაკუთრებით მძიმე, კერძოდ: ა) ნაკლებად მძიმე დანაშაული ისჯება 5 წლამდე ვადით; ბ) მძიმე დანაშაული, – 5-დან 10 წლამდე ვადით; გ) განსაკუთრებით მძიმე დანაშაული კი, ითვალისწინებს სასჯელს 10 წლიდან ზევით.
პასუხისგების გამომრიცხველი და შემამსუბუქებელი გარემოებები
ამისდა მიუხედავად, არსებობს პასუხისგების შემამსუბუქებელი და გამომრიცხველი გარემოებები, რომელიც მნიშვნელოვან გავლენას ახდენს სამართლებრივ შედეგებზე.
მაგალითად, ასეთია მართლწინააღმდეგობისა და ბრალის გამომრიცხველი გარემოებები: აუცილებელი მოგერიება, დამნაშავის შეპყრობა, შეურაცხადობა, შეზღუდული შერაცხადობა, ტრაგიკული კოლიზია და ა.შ.
ბრალდებულის ძირითადი საპროცესო უფლებები
ბრალდებულის საპროცესო უფლებები შემოიფარგლება როგორც ეროვნული, ისე, საერთაშორისო სამართლის იურიდიული ჩარჩოებით და მოიცავს:
სისხლის სამართლის ადვოკატის როლი
დაცვის სტრატეგია მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული გამოძიების სწრაფად და ეფექტურად ჩატარებაზე. სწორედ დაცვის მხარის ჩატარებულ საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებებზეა დამოკიდებული, დადგება გამამართლებელი, თუ, გამამტყუნებელი, განაჩენი.
გარდა ამისა, მნიშვნელოვანია ეფექტურად საქმის სასამართლოში წარმართვა: ადვოკატმა, დამაჯერებელი პოზიციით, ნაფიცი მსაჯულები და მოსამართლე უნდა დაარწმუნოს საკუთარი მტკიცებულებების უპირატესობაში.
საბოლოოდ, ბრალდებულის ბედი მთლიანად ადვოკატზეა დამოკიდებული. სწორედ ამიტომ ირჩევთ ჩემს საადვოკატო ბიუროს: ჩემი დაცვის სტრატეგია მორგებულია მხოლოდ მოგებასა და საუკეთესო შედეგზე!