ადვოკატთან დროული დაკავშირება
ადვოკატთან დროული დაკავშირება უზრუნველყოფს ეფექტურ დაცვას და თავიდან აგარიდებთ გამოუსწორებელ შედეგებს!
საქმეში ადვოკატის დაგვიანებულ ჩართვას, შესაძლოა, მოჰყვეს გამოუსწორებელი შედეგები!
1. პირველადი მტკიცებულებების მოპოვება
დევნის დაწყებიდან ადვოკატს უმალვე უნდა დაუკავშირდეთ, რადგან დაკავებიდან პირველი 48 საათი ყველაზე მნიშვნელოვანია, როგორც ბრალდების მხარისთვის, ისე, – თქვენთვის, იმიტომ, რომ მთავარი მტკიცებულებები სწორედ ამ დროს მოიპოვება.
მხარეები გამოძიების მომდევნო ეტაპზე სწორედ მათს საფუძველზე მოიპოვებენ ყველა დანარჩენს, შესაბამისად, ისინი განსაზღვრავს საქმის ბედსაც, – დადგება გამამართლებელი, თუ, გამამტყუნებელი განაჩენი.
2. უკანონო საგამოძიებო მოქმედებების გასაჩივრება
სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებასა და დაკავებას ყოველთვის წინ უძღვის საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება. სწორედ მათი შედეგები ქმნის ბრალის წაყენებისთვის საკმარის და აუცილებელ “დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტს”.
თუ პროკურატურამ მოიპოვა საკმარისი მტკიცებულებები, გამამტყუნებელი განაჩენი, შესაძლოა, გარდაუვალი აღმოჩნდეს. სწორედ ამიტომ, საჭიროა, კანონით დადგენილ ვადებში გასაჩივრდეს უკანონო საგამოძიებო მოქმედებები და დაუშვებლად იცნოს საქმის მასალები.
მაგალითად, საგამოძიებო მოქმედება “პირადი ჩხრეკა” თუ კანონდარღვევით ჩატარდა და თქვენგან დანაშაულის საგანი ამოიღეს, დაცვის მხარემ ეს საგამოძიებო მოქმედების დასრულებიდან 48 საათში უნდა გაასაჩივროს. თუ ის არ მოითხოვს პროცედურის უკანონოდ ცნობას, ეს მტკიცებულებები საქმის არსებითი განხილვის ეტაპზე გადავა და, შესაძლოა, განაჩენს დაედოს საფუძვლად.
3. აღკვეთის ღონისძიების შეფარდება
გარდა ზემოთ აღნიშნულისა, პროკურორი სასამართლოს სწორედ ამ დროს მიმართავს თქვენ მიმართ აღკვეთის ღონისძიების გამოყენების მოთხოვნით.
შესაბამისად, დაცვის მხარის წარდგენილი მტკიცებულებები დიდწილად განსაზღვრავს, სასამართლო შეგიფარდებთ თავდებობას, გირაოს, პატიმრობას, თუ, დაგტოვებთ აღკვეთის ღონისძიების გარეშე.
4. გამოძიების დასრულების თარიღი
ასევე, ამ დროს განისაზღვრება წინასასამართლო სხდომის, და, მაშასადამე, გამოძიების დასრულების, თარიღიც. ეს დრო თქვენთვის გადამწყვეტია, რადგან უდანაშაულობის დასამტკიცებელი ინფორმაციის შეგროვება მხოლოდ ამ პერიოდში შეგიძლიათ.
ადვოკატი უზრუნველყოფს იმას, რომ მოსამართლეს განასაზღვრინოს გამოძიებისთვის გონივრული ვადა.