ᲨᲔᲯᲘᲑᲠᲔᲑᲘᲗᲘ ᲛᲐᲠᲗᲚᲛᲡᲐᲯᲣᲚᲔᲑᲐ

ᲨᲔᲯᲘᲑᲠᲔᲑᲘᲗᲘ ᲛᲐᲠᲗᲚᲛᲡᲐᲯᲣᲚᲔᲑᲐ — ᲥᲐᲠᲗᲣᲚᲘ ᲡᲐᲡᲐᲛᲐᲠᲗᲚᲝ ᲛᲝᲓᲔᲚᲘ, ᲠᲝᲛᲔᲚᲘᲪ ᲔᲤᲣᲫᲜᲔᲑᲐ ᲛᲮᲐᲠᲔᲗᲐ ᲗᲐᲜᲐᲡᲬᲝᲠᲝᲑᲐᲡ, ᲡᲐᲡᲐᲛᲐᲠᲗᲚᲝᲡ ᲩᲐᲣᲠᲔᲕᲚᲝᲑᲐᲡᲐ ᲓᲐ ᲛᲘᲣᲙᲔᲠᲫᲝᲔᲑᲚᲝᲑᲐᲡ.

ᲨᲔᲯᲘᲑᲠᲔᲑᲘᲗᲝᲑᲘᲡ ᲞᲠᲘᲜᲪᲘᲞᲘᲡ ᲐᲠᲡᲘ

ᲡᲐᲛᲐᲠᲗᲐᲚᲬᲐᲠᲛᲝᲔᲑᲘᲡ ᲛᲝᲜᲐᲬᲘᲚᲔᲔᲑᲘ ᲓᲐ ᲛᲐᲗᲘ ᲠᲝᲚᲘ

თანამედროვე ქართული სისხლის სამართლის მართლმსაჯულება ეფუძნება შეჯიბრებითობის პრინციპს. თავის მხრივ, აღნიშნული მოდელი გულისხმობს საქმის გადაწყვეტას სტრუქტურირებული და ორგანიზებული დავის გზით, სადაც: 

ᲝᲠᲘ ᲛᲝᲬᲘᲜᲐᲐᲦᲛᲓᲔᲒᲔ ᲛᲮᲐᲠᲔ

ორი თანასწორუფლებიანი მხარე — ბრალდება და დაცვა — ერთმანეთს მტკიცებულებებითა და არგუმენტებით უპირისპირდება: ისინი სასამართლოში იკვლევენ თავიანთ მტკიცებულებებს და მონაწილეობენ მოწინააღმდეგე მხარის მტკიცებულებათა გამოკვლევაშიც.

ᲛᲘᲣᲙᲔᲠᲫᲝᲔᲑᲔᲚᲘ ᲐᲠᲑᲘᲢᲠᲘ

მოსამართლე ასრულებს ნეიტრალური არბიტრის ფუნქციას — უზრუნველყოფს წესრიგის დაცვას, ისმენს მხარეთა შუამდგომლობებს, ორგანიზებას უწევს მოწმეთა დაკითხვისა და მტკიცებულებათა გამოკვლევის პროცესს. ასევე, საქმეზე გამოაქვს განაჩენი.

12 ᲜᲐᲤᲘᲪᲘ ᲛᲡᲐᲯᲣᲚᲘ

12 ნაფიცი მსაჯული გვევლინება ფაქტის დამდგენ პირებად, რომლებიც, სხდომის თავმჯდომარის მითითებების გათვალისწინებით, ვერდიქტს ერთსულოვნად იღებენ იმ ფაქტების შეფასების შედეგად, რომელიც მხარეებმა სასამართლო პროცესზე გამოიკვლიეს.

ᲨᲔᲯᲘᲑᲠᲔᲑᲘᲗᲘ ᲡᲐᲡᲐᲛᲐᲠᲗᲚᲝ ᲛᲝᲓᲔᲚᲘᲡ ᲡᲐᲛᲘ ᲫᲘᲠᲘᲗᲐᲓᲘ მᲐᲮᲐᲡᲘᲐᲗᲔᲑᲔᲚᲘ:

ადვოკატი ჯვარედინი წესით კითხავს ბრალდების მოწმეს სასამართლო პროცესზე. ჯვარედინი დაკითხვა შეჯიბრებითი პროცესის განუყოფელი ნაწილია.
Scroll to Top