დაზარალებულის დაცვა სისხლის სამართლის პროცესში

დანაშაულის შედეგად დაზარალებულთა დაცვა ჩვენი იურიდიული კომპანიის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა.

ადვოკატის როლი დაზარალებულის დაცვის პროცესში

იურიდიული მომსახურება დანაშაულთა მსხვერპლთათვის

მართლმსაჯულების პროცესში დანაშაულის მსხვერპლთა ადვოკატირება პირდაპირ უკავშირდება სამართლიანობის აღდგენის იდეას. 

თავის მხრივ, დაზარალებულის უფლებები მოიცავს დარღვეული ინტერესების აღდგენას, სისხლის სამართლის პროცესში მონაწილეობასა და სახელმწიფოსგან მხარდაჭერის მიღებას.

ეს კონცეფცია მოიაზრებს მრავალმხრივ სამართლებრივ მექანიზმს, რომ დანაშაულის მსხვერპლმა მიიღოს ფულადი კომპენსაცია და მოსმენილი იყოს მისი პოზიცია სასამართლოში, რათა პროცესი მისთვის დამატებით ტრავმად არ იქცეს.

როდის ისმინება მსხვერპლის ხმა მართლმსაჯულების პროცესში? – მისი ხმა ისმინება მაშინ, როდესაც მას ეძლევა რეალური შესაძლებლობა, მონაწილეობა მიიღოს საქმის განხილვაში, გამოთქვას მოსაზრებები და იყოს დაცული მეორეული ვიქტიმიზაციისგან. 

ამის გათვალისწინებით, მართლმსაჯულება ვერ იქნება სრულყოფილი, თუ ის მხოლოდ ბრალდებულის უფლებებზე დარჩება ორიენტირებული. ამრიგად, სწორედ დაზარალებულის ეფექტიანი საპროცესო მხარდაჭერა ხდის მართლმსაჯულების პროცესს უფრო დაბალანსებულსა და სამართლიანს.

თემიდას სკულპტურა სასწორითა და ხანჯლით ხელში, სადაც ხანჯალი აღსრულების, ხოლო, სასწორი - მართლმსაჯულების სიმბოლოა.

დაზარალებულის სრული იურიდიული მხარდაჭერა

ადვოკატირება გამოძიების, სისხლისსამართლებრივი დევნისა და მართლმსაჯულების განხორციელების ეტაპზე

მსხვერპლის დაზარალებულად ცნობა

ადვოკატი მოამზადებს და წარადგენს კვალიფიციურ განაცხადსა და სათანადო მტკიცებულებებს საქართველოს პროკურატურაში და მოითხოვს თქვენს დაზარალებულად ცნობას. უარის შემთხვევაში, განცხადებით მიმართავს ზემდგომ პროკურორს, შემდეგ კი, საჩივრით - სასამართლოს.

სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყება

იმ შემთხვევაში, თუ პროკურატურა უარს განაცხადებს ან გააჭიანურებს დამნაშავის მიმართ ბრალდების წაყენებას, დაზარალებულის ადვოკატი დასაბუთებული საჩივრით მიმართავს სასამართლოს და მოითხოვს სისხლისსამართლებრივი დევნის განჩინებით დაწყებას.

მორალური ზიანის კომპენსაცია

მეტიც! ადვოკატი უზრუნველვყოფს დანაშაულის მსხვერპლთა ინტერესების დაცვას სამოქალაქო წესითაც, რაც მოიცავს დამნაშავისთვის სხვადასხვა უფლების შეზღუდვასა და დანაშაულით გამოწვეული ქონებრივი თუ მორალური ზიანის ანაზღაურების დაკისრებას.

მსხვერპლის დაზარალებულად ცნობა

ადვოკატი მოამზადებს და წარადგენს კვალიფიციურ განაცხადსა და სათანადო მტკიცებულებებს საქართველოს პროკურატურაში და მოითხოვს თქვენს დაზარალებულად ცნობას. უარის შემთხვევაში, განცხადებით მიმართავს ზემდგომ პროკურორს, შემდეგ კი, საჩივრით - სასამართლოს.

სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყება

იმ შემთხვევაში, თუ პროკურატურა უარს განაცხადებს ან გააჭიანურებს დამნაშავის მიმართ ბრალდების წაყენებას, დაზარალებულის ადვოკატი დასაბუთებული საჩივრით მიმართავს სასამართლოს და მოითხოვს სისხლისსამართლებრივი დევნის განჩინებით დაწყებას.

მორალური ზიანის კომპენსაცია

მეტიც! ადვოკატი უზრუნველვყოფს დანაშაულის მსხვერპლთა ინტერესების დაცვას სამოქალაქო წესითაც, რაც მოიცავს დამნაშავისთვის სხვადასხვა უფლების შეზღუდვასა და დანაშაულით გამოწვეული ქონებრივი თუ მორალური ზიანის ანაზღაურების დაკისრებას.

რა უფლებები გააჩნია დანაშაულის მსხვერპლს სისხლის სამართლის პროცესში?

დაზარალებულის უფლებები გარანტირებულია და შემოიფარგლება როგორც საქართველოს ეროვნული, ისე, - საერთაშორისო სამართლის იურიდიული ჩარჩოთი, როგორიცაა, მაგალითად სტამბოლის კონვენცია. 

მიუკერძოებლობის, სამართლიანობისა და კანონის აღსრულების ქალღმერთი - თემიდა, სკულპტურა.

ძირითადი უფლებები და გარანტიები

მიუხედავად იმისა, რომ დაზარალებული არის მხოლოდ პროცესის მონაწილე და არა მხარე, მას მაინც გააჩნია მყარი საპროცესო ინსტრუმენტები — დაწყებული სამოქალაქო წესით კომპენსაციის მოთხოვნის უფლებით, დამთავრებული შუამდგომლობით სასამართლოსთვის მიმართვის უფლებით, დაიწყოს დამნაშავის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა, სახელდობრ:

ბრალდების შინაარსის გაცნობის უფლება

დაზარალებულს უფლება აქვს, იცოდეს დამნაშავისთვის წარდგენილი ბრალდების არსი. ეს უზრუნველყოფს მის ინფორმირებულობას საქმის მიმდინარეობის შესახებ.

ინფორმირება საპროცესო მოქმედებების შესახებ

ასევე, მას უფლება აქვს, მიიღოს ინფორმაცია სასამართლო სხდომების განრიგისა და ბრალდებულისთვის საპროცესო შეთანხმების გაფორმების შესახებ.

ჩვენების მიცემა განცდილი ზიანის შესახებ

ამასგარდა, იგი უფლებამოსილია, სასამართლოს მისცეს ჩვენება ან წერილობით წარადგინოს ინფორმაცია იმ ზიანის შესახებ, რომელიც მას დანაშაულის შედეგად მიადგა. ასევე, დააფიქსიროს, აქვს თუ არა პრეტენზია ბრალდებულის მიმართ.

საქმის მასალების ასლების მიღების უფლება

აღსანიშნავია ისიც, რომ მას მოთხოვნისამებრ უნდა გადაეცეს გამოძიების საქმის მასალებისა და სასამართლოს გადაწყვეტილებების ასლები უფასოდ.

დაცვის სპეციალური ღონისძიების მოთხოვნის უფლება

ამას ემატება უფლება, მოითხოვოს დაცვის სპეციალური ღონისძიების გამოყენება: უსაფრთხოების მექანიზმის, რომელიც გამოიყენება იმ შემთხვევაში, როდესაც პირის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან/და საკუთრებას ემუქრება რეალური საფრთხე.

ხარჯების ანაზღაურება და ნივთების დაბრუნება

და ბოლოს: დაზარალებულს შეუძლია მოითხოვოს პროცესში მონაწილეობასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურება და იმ ნივთების დაბრუნება, რომელიც საპროცესო მოქმედებებისთვის იყო ამოღებული.

ოჯახური ძალადობა - მამაკაცი სცემს ქალს, რომელიც არის დაზარალებული.

მსხვერპლის დაზარალებულად ცნობის პროცედურა

კანონის თანახმად, დაზარალებულად შეიძლება იცნოს სახელმწიფო, იურიდიული და ფიზიკური პირი, რომელსაც უშუალოდ დანაშაულის შედეგად მიადგა ფიზიკური, მორალური ან/და ქონებრივი ზიანი. დანაშაულის მსხვერპლს ამ სტატუსს ანიჭებს საქართველოს პროკურატურა ან სასამართლო. ამის გათვალისწინებით, მსხვერპლის დაზარალებულად ცნობა ხდება შემდეგნაირად

პროკურორის ინიციატივით

როგორც წესი, დანაშაულის გამოძიების პროცესში საქმის მწარმოებელი პროკურორი თავად იღებს გადაწყვეტილებას პირის დაზარალებულად ან, თუ მსხვერპლი ცოცხალი აღარ არის, მისი ოჯახის წევრის დაზარალებულის უფლებამონაცვლედ ცნობის თაობაზე.

მსხვერპლის განაცხადის საფუძველზე

გარდა ამისა, დანაშაულის მსხვერპლს უფლება აქვს, განაცხადით მიმართოს პროკურატურას გამოძიების დაწყების ან/და მისი დაზარალებულად ცნობის მოთხოვნით. საქმის პროკურორის უარი 48 საათში საჩივრდება ზემდგომ პროკურორთან.

სასამართლოს განჩინების საფუძველზე

თუ საბოლოოდ ამაზე პროკურატურა უარს აცხადებს, სასამართლო ანიჭებს პირს დაზარალებულის სტატუსს გამოძიების ადგილის მიხედვით შუამდგომლობით მიმართვის საფუძველზე.

დამნაშავის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყება სასამართლოს განჩინებით

დაზარალებულის სტატუსის მოპოვება თავისთავად არ ნიშნავს დამნაშავის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებას: სავსებით შესაძლებელია, პროკურორმა მოგანიჭოთ სტატუსი, დამნაშავე კი დაუსჯელი დარჩეს. ამის მიზეზი არის ის, რომ პროკურატურა ხშირად უარს აცხადებს დამნაშავისთვის ბრალდების წაყენებაზე და თუ რატომ, ამას პასუხი ქვევით გაეცემა:  

რატომ ამბობს პროკურატურა უარს დევნის დაწყებაზე?

უპირველესად, იმიტომ, რომ ბოროტმოქმედს, განსაკუთრებით, თუ ის ძალოვანი უწყების თანამშრომელია, პირადი კავშირები აქვს პოლიტიკურ პარტიებსა და სახელმწიფო უწყებებში. ისინი კი მას მფარველობენ.

რა შეცვალა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებამ?

ამის გათვალისწინებით, 2023 წლის 23 ივლისის გადაწყვეტილებით საქმეზე "სამსონ თამარიანი, მალხაზ მაჩალიკაშვილი და მერაბ მიქელაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ," საკონსტიტუციო სასამართლომ გააუქმა კანონის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც გამორიცხავდა დაზარალებულის მიერ სასამართლოსთვის მიმართვას დამნაშავის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების მოთხოვნით.

რას მოიაზრებს დევნის დაწყების მოთხოვნით სასამართლოსთვის მიმართვის უფლება?

შედეგად აღნიშნული გადაწყვეტილებისა, დაზარალებულს წარმოეშვა უფლება, გამოძიების ადგილის მიხედვით სასამართლოში გაასაჩივროს ზემდგომი პროკურორის უარი დამნაშავის მიმართ დევნის დაწყებაზე. საჩივრის დაკმაყოფილების შემთხვევაში, სასამართლო დისკრეციას ართმევს პროკურორს და თავად იწყებს მას განჩინებით.

მიუკერძოებლობის, სამართლიანობისა და კანონის აღსრულების ქალღმერთი - თემიდა, სკულპტურა.

ჩვენ თქვენ გვერდით ვართ​!

ჩვენი საადვოკატო ბიურო ეფექტურად იცავს დაზარალებულ პირთა უფლებებს როგორც გამოძიებისა და სისხლისსამართლებრივი დევნის, ისე სამოქალაქო წესით საკომპენსაციო დავების წარმოების ეტაპებზე.

Scroll to Top